Objavljeno u Georgia - Društvene interakcije i zabava - 09 Mar 2017 07:46 - 4
იდუმალი გუგუნი, რომელიც ციდან ან მიწის სიღრმიდან ისმის, ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ესმით. მოცემულ მოვლენას ჯერ-ჯერობით არანაირი ახსნა არ გააჩნია და მას უბრალოდ The Hum, ანუ გუგუნი ეწოდება. ეს ხმაური გვაგონებს მეტალის ჟღარუნს, თითქოსდა დედამიწის ცარიელ სიღრმეებში უზარმაზარი მექანიზმები იწყებენო თავიანთ მუშაობას...
ის აღწევს ღამის სიბნელეში და საკმარისია ერთხელ მოისმინო, რომ უკვე აღარასოდეს დაგავიწყდეს...მაგრამ ჯერ ჯერობით ვერავინ შესძლო ამ გუგუნის წყაროს დადგენა და რატომ ესმის ის მოსახლეობის მხოლოდ მცირედ პროცენტს, თანაც გარკვეულ ოლქებში. ეს გამოცანა იდუმალ მოვლენთა ათეულშია შესული. პირველი ცნობები ამ მოვლენაზე მომდინარეობს 1950-იან წლებში მცხოვრები იმ ადამიანებისგან, რომლებსაც მოულოდნელად დაეწყოთ დაბალსიხშირიანი, პულსირებადი გუგუნის ხმის შეგრძნებები.ყველა ამ ამოუცნობ შემთხვევას გააჩნია საერთო დეტალები. როგორც წესი, გუგუნი ისმის შენობაში დღის ბნელ პერიოდში (უფრო საღამოს). ასევე ის ძალზედ მკაფიოდ ისმის და გავრცელებულია სოფლებში ან ქალაქგარეთ. სავარაუდოდ, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ქალაქის დასახლების საერთო ხმაურთან, რომელიც შესაძლოა ახშობს ამ დაბალსიხშირიან გუგუნს.ადამიანთა მხოლოდ ორ პროცენტს ესმის ხმა.მკვლევართა უმეტესობა ემხრობა იმ აზრს, რომ ამ მოვლენას გააჩნია რეალური მიზეზები, და არ წარმოადგენს მასობრივი ისტერიის ან უცხოპლანეტელების ხრიკებს.ვიდეო კომენტარებში.
წყარო: მსოფლიოს უცნაური ადამიანები და მოვლენები
Podupri
beshqeniKomentari (4)
მე არ გამიგია გუგუნი
მაღალმა წნევამ იცის შუილი ყურებში
მხოლოდ ერთეულებს ესმით ეს ხმა თურმეე..
მაღალმა წნევამაც იციიის..