Objavljeno u Georgia - Političke debate i anazlize - 04 Oct 2017 09:10 - 7
გამარჯობათ,ჩემთვის დისი პატივია ვიყო ერევ-საქართველოს პრეზიდენტი და ვემსახურო ჩემს სამშობლოს და ხალხს,
ხალხისვე ხელით და ისევ ხალხის საკეთილდღეოდ.
ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ერევ-საქართველოს პრეზიდენტობა და დიდი გამოწვევაც,მაგრამ თუ ჩემი გონიერი ე-თანამოქალაქენი ინებებენ ჩემს სამსახურს ქვეყნისათვის,მე თავს არ დავზოგავ ქვეყნისთვის!
მიზეზი თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება მარტივია!
ძალიან მინდა ამ რთულ მომენტში ქვეყანა წინ წაიწიოს და გაძლიერდეს!
მე არ მიყვარს ზედმეტი ლაპარაკი და ამიტომ ერთს და მკაფიოდ ვიტყვი,ვისაც სურს ძლიერი და სიტყვისმთქმელი ერევ-საქართველოს ხილვა გამომყევით და ერთად მივაღწევთ იმაზე მეტს ვიდრე ეს დღესაა და დავიბყრობთ,პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სიმაღლეებს სწორი და პოლიტიკით!
მე არ ვაპირებ რომ ვიყო ერთპიროვნული მმართველი,მიყვარს გუნდური მუშაობა და პატივს ვცემ ყველას აზრს.
არ ვაპირებ ვინმესთვის რამის გადაბრალებას.
წარმატების ან წარუმატებლობის შემთხვევაში,ჩემსწილ პასუხისმგებლობას არ გავექცევი და პასუხს ვაგებ თითოეულ ჩემს ქმედებაზე.
მე ვაპირებ ვემსახურო ქვეყანას და ჩემს საყვარელ ხალხს!
კრიტიკის შემთხვევაში ყველას მოგისმენთ და ერთად ვიპოვით საჭირო გამოსავალს!
(ჩასატარებელი სამუშაოები სფეროების მიხედვით)
1.ძალაუფლების დანაწილება და მოქალაქეთა ჩართულობა ქვეყნის მართვაში:
1.1საპრეზიდენტო საბჭო-აქ ყველა ყოფილი პრეზიდენტი შევა და ახალ პრეზიდენტს მისცემენ რჩევებს სხვადასხვა საკიტხებზე და გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა სფეროში.
1.2-უშიშროების საბჭო-აქ შევლენ პრეზიდენტი,პრემიერი,პარლამენტის ერთი წარმომადგენელი,თავდაცვის მინისტრი და განათლების მინისტრი.
1.3-ანგარიში საზოგადოებას და ხალხის კითხვებსე პასუხები კვირაში ერთხელ მეტი გამჭვირვალობისთვის.
2.სამხედრო პოლიტიკა:
2.1-გატარდება სამხედრო რეფორმა და დარჩება მხოლოდ 3 სამხედრო დანაყოფი დანაყოფის მმართველებთან შეთანხმებით!
2.2-მოგვარდება მობილიზაციის და არაინფორმირებულობის პრობლემა.
2.3-სახელმწიფო მნიშვნელობის ბრძოლებში,დარიგდება სხვადასხვა სახის რესური საჭიროების მიხედვით!
3.ეკონომიკური პოლიტიკა:
3.1-ერთხელ და ჩემი ვადით მაინც დარეგულირდება მონეტარული ბაზარი-დადგინდება სახელმწიფო სტანდარტი და ვერც ერთი მოქალაქე ვერ აწევს ან დაწევს საკუთარი შეხედულებით ვალუტისა და ოქროს ფასს!
3.2-შეიქმნება ბიუჯეტის მონიტორინგის სამსახური,რაც ხელს შეუწყობს ფინანსების გამჭვირვალე მიმოქცევას ქვეყნის ბიუჯეტში.
3.3-დაიდება ბაზრისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური ანალიზი თვეში 2-ჯერ.
3.4-ფასდაკლების დროს დაფინანსდებიან მოქალაქეები ქვეყნის ინტერესიდან გამომდინაერ და გამჭვირვალედ.
4.საშინაო და საგარეო პოლიტიკა:
4.1-გადაიდგმება ქმეტითი ნაბიჯები დიპლომატიური კუთხით ქვეყნის მთლიანობის აღსადგენად.
4.2-დაიდება სამოკავშირეო ხელშექრულება ყველა მეგობარ ქვეყანასთან.
4.3-გადავხედავთ ჩვენს მდგომარეობას და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ ჩვენი პოზიციების გასამყარებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად.
5.სამთავრობო გუნდი:
5.1-სამთავრობო გუნდი დაკომპლექტდება პროფესიონალი ადამიანებით(არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას)
5.2-ყველა ცვლილება მოხდება გუნდურად შეთანხმების საფუძველზე.
5.3-საზოგადოება მიიღებს სრულ ინფორმაცის ცვლილებებისა თუ მთავრობის განსახორციელებელ პროექტებზე.
5.4-აღვადგენ კულტურის სამინისტროს და ხელს შევუწყობ მის განვითარებას სხვათათანაბრად.
5.5-ამთავრობო გუნდი დასახელდება საპრეზიდენტო საბჭოსთან შეთანხმებით,ქვეყნის უპირველესი ინტერესიდან გამომდინარე.
5.6-ქვეყანას ეყოლება ვიცე პრეზიდენტი,როელიც მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაში აირჩევა პრეზიდენტად მომდევნო არჩევნებამდე.
კანონი იკანონებს და არაფერი კანონ გარეშე!
აირჩიე უკეთესი პერსპექტივის საქართველო და იარე წინ!
Podupri
khvichinski77teshu77QurcikaKomentari (7)