☼ Hakuna Matata ☼

Megjelenés helye Georgia - Bulvár és szórakozás - 26 Jul 2016 05:46 - 6

http://s19.postimg.org/aowfas5pv/image.png

გაგიმარჯოთ მეგობრებო
როგორც ვხედავ ბევრი თქვეგანი (განსაკუთრებით კონგრესმენები) ცოტა გაურკვევლობაში არიან დღევანდელი განახლების გამო, ვგულისხმობ ახალი გადასახადის შემოღებას, რომელსაც მენეჯერის სამუშაო გადასახადი (Manager Work Tax) ქვია. 
მგონი ერთ-ერთ თქვენგანს უკვე შეეშალა იგი ჩვეულებრივ სამუშაო გადასახადში (Work Tax), რომელიც დამქირავებელთან მუშაობისას გვეჭრება, და გამოიტანა კანონი მის დასაწევად. ჩემი თხოვნა იქნება, ეს კანონი ჩააგდოთ, ჯერ ერთი რო 1%მდე დაწევა ძალზედ სარისკოა ჩვენისთანა ქვეყნისთვის და რაც მთავარია ეს კანონი არ იყო განხილული კონგრესის ჩათში!

კარგი იქნება დღეს ყველანი თუ შემოხვალთ ჩვენი დისკორდის ჩათში ასე 18:00 საათისკენ, დეტალურად განვიხილოთ ქვეყნის გადასახადები და ერთად შევთანხმდეთ ჩამოსაჭრელი პროცენტის რაოდენობაზე.

მენეჯერის სამუშაო გადასახადის შესახებ სანამ ვისაუბრებდი, მანამდე მინდა კიდე ერთ ახალ დამატებაზე - მისიაზე ვისაუბრო,რომელსაც  ალბათ ბევრი შეამჩნევდით, იგი ჩვენს თამაშში უკვე მესამე დღეა რაც მოქმედებს, თუმცა მის შესახებ მოთამაშეთა დიდმა ნაწილმა არაფერი არ იცოდა, ადმინებმაც კი მხოლოდ დღეს გაგვიმხილეს თუ რას წარმოადგენს იგი.
http://s32.postimg.org/5l18w48g5/divider_1.png
https://www.erevollution.com/public/game/icons/weekly.png
პასპორტის ბეჭედი / Pport Stamp
პასპორტის ბეჭედი ეს არის ყოველთვიური მისია, რომელიც მოითხოვს თქვენს თამაშში შემოსვლას ყოველდღიურად! ხოლო ყოველ მეშვიდე დღეს თქვენ მიიღებთ სხვადასხვა სახის ჯილდოს
თვეში მაქსიმუმ შეგიძლიათ მიიღოთ 4 ჯილდო: 7-ე, 14-ე, 21-ე და 28-ე შემოსულ დღეს.
შედეგად მისია მოითხოვს, რომ თქვენ თვეში მინიმუმ 28ჯერ მაინც შემოხვიდეთ თამაშში!
ყოველი ახალი თვის დასაწყისში პროგრესი ნულდება და ათვლა იწყება ახლიდან!
თუ თქვენ ჩაგივარდათ ერთი დღე, არაუშავს, თქვენი პროგრესი არ განულდება, იგი გაგრძელდება შემდეგი შემოსული დღით, მანამ, სანამ ახალი თვე არ დაიწყება!
http://s32.postimg.org/5rx09bjr9/screenshot_175.png
შემოსული დღე აღინიშნება "მზის" ნიშნით, ამით თქვენ გააკნტროლებთ, თუ რამდენი დღე დაგრჩათ ჯილდომდე.
როგორც უკვე გითხარით, მისია მოითხოვს თვეში მინიმუმ 28ჯერ შემოსვლას, იმის გათვალისწინებით რომ თვეში 30-31 დღეა, გამოდის, რომ 2-3 დღის ჩავარდნა გვეპატიება!
http://s32.postimg.org/5l18w48g5/divider_1.png
მენეჯერის სამუშაო გადასახადი / Manager Work Tax
ეხლა კი დავუბრუნდეთ მენეჯერის გადასახადს. ბევრი გულგატეხილი ეყოლება ამ ცვლილებას, მაგრამ ვფიქრობ ეს აუცილებელი განახლება იყო, მომავალში ხალხი უკეთ გაანალიზებს და გაიგებს მის დადებით მხარეს.

პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ამიერიდან თქვენ გეძლევათ საშუალება აწარმოოთ ნებისმიერი პროდუქტი 100%-იანი ბონუსით! ამისთვის საჭიროა გადახვიდეთ იმ ქვეყანაში სადაც არის ეს ბონუსი და იქ იმუშავოთ როგორც მენეჯერმა. გათვალისწინეთ რომ ამ შემთხვევაში თქვენ მოგიწევს გადასახადის გადახდა მოცემუმლი ქვეყნის ფულით!

როგორ მოქმედებს გადასახადი?
ყველაფერი ძალზედ მარტივია, თითოეულ კომპანიაში/ქარხანაში მუშაობის შედეგად თქვენ ჩამოგეჭრებათ გარკვეული რაოდენობის თანხა.
გადასახადი ორი სახისაა: საშინაო და საგარეო.
საშინაო გადასახადი გეჭრებათ იმ შემთხვევაში თუ იმუშავებთ მენეჯერად თქვენ საკუთარ ქვეყანაში. მისი მოცულობაა 1 - 10-მდე ვალუტა.
საგარეო გადასახადი კი ჩამოგეჭრებათ თუ თქვენ გადახვალთ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (ბონუსის გამოსაყენებლად) და იქ იმუშავებთ როგორც მენეჯერი. მისი მოცულობაა 3 - 25-მდე ვალუტა.

შესაბამისად საშინაოში მინიმალური გადასახადი არის 1 ვალუტა ხოლო საგარეოზე 3!

მოცემული გადასახადი არ მოქმედებს 22 დონეს ქვემოთ მყოფ მოთამაშეებზე!

გადასახადი გეჭრებათ მარტო მენეჯერად მუშაობით, თუ თქვენ გყავთ დაქირავებული მუშახელი, მათ მუშაობაში თქვენ არ იხდით კიდე დამატებით თანხას!


ამ განახლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ მოთამაშეები არ გაქცეულიყვნენ თავიანთი ქვეყნებიდან უცხოეთში, ამიერიდან მათ თავისუფლად შეუძლიათ აწარმოონ უცხო ქვეყნის ბონუსებით მოქალაქეობის შეცვლის გარეშე, გარკვეული თანხის გადახდით!

სამწუხაროდ, ამ ყველაფრით ყველაზე მეტად დაზარალდა მეწარმეები, რომლებიც მუშების გარეშე დიდი რაოდენობის კომპანია/ქარხნებში აწარმოებდნენ. უკეთესი იქნებოდა ადმინებს წინასწარ გაებრთხილებინა მოსახლეობა ამ გადასახადის შესახებ...
http://s32.postimg.org/5l18w48g5/divider_1.png
თუ რაიმე კითხვები გექნებათ დაწერეთ კომენტარებში, ან მომწერეთ პირადი მესიჯი.

შემოგვიერთდით დისკორდის ჩათში → https://discord.gg/HtCeB8j
მოიწონეთ თამაშის ქართული Facebook გვერდი → eRevollution - Georgia

ასევე გადახედეთ მოცემულ სასწავლო სტატიებს:
☼ თამაშის სასწავლო გვერდი დამწყებთათვის 
☼ ქარხნებისა და სავარჯიშოების განახლება
☼ სტრატეგიული შენობები
☼ თამაშის აბრევიატურები
☼ ზიანის გამოსათვლელი

გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი გაზეთი და ხმა მიეცით სტატიას ☺

წინასწარ დიდი მადლობა!  თქვენი მონამორჩილი ავთო (Aravchamotpuri)☺

Jutalmazás

Mengrelian

Hozzászólások (6)

o7
o7
o7 Good job Smile xD
kargia avto mara me mainc vpiqrob rom 2 dan 3 procentamde unda iyoq maqsimum gadasaxdi
o7
o7 formashi xar LaughDD