Megjelenés helye Georgia - Bulvár és szórakozás - 01 Mar 2017 11:59 - 0
“თეთრი სიკვდილი” – სნაიპერი, რომელიც შიშის ზარს სცემდა საბჭოთა ჯარისკაცებს
ფინეთ-საბჭოეთის ომის დროს(1939-1940წწ.) საბჭოთა ჯარისკაცებს შიშის ზარს სცემდა ფინელი სნაიპერი სიმო ჰიაიუჰია ზედმეტსახელად “თეთრი სიკვდილი”. ის იყო წარმოუდგენლად მარჯვე მსროლელი, თან არ იყენებდა ოპტიკურ მიზანს. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო საბჭოთა კავშირის მტერი, საბჭოთა ჯარის რიგებში ის იქცა ლეგენდად.
მომავალი სნაიპერი დაიბადა 1905 წელს პატარა სოფელ რაუტიარვიში(თანამედროვე რუსეთის და ფინეთის საზღვართან ახლოს). ოჯახი ძირითადად დაკავებული იყო ნადირობით და თევზაობით. 17 წლის ასაკში სიმო ჰიაიუჰიას მიღებული ჰქონდა მონაწილეობა სნაიპერების რამდენიმე შეჯიბრში და აღებული ჰქონდა საპრიზო ადგილები. მოგვიანებით ის წავიდა ფინურ არმიაში.
სიმო ჰიაიუჰიას სიმაღლე იყო 1,61მ, რაც მისთვის იყო დიდი უპირატესობა. სნაიპერი იცმევდა მთლიანად თეთრ ტანსაცმელს, რაც მას ხდიდა თოვლის ფონზე პრაქტიკულად დაუნახავს. სიმოს პოზიციაზე დარჩენა შეეძლო რამდენიმე საათის განმავლობაში და ელოდებოდა მტერს და ეს ხდებოდა -20°C-დან -40°C-მდე სიცივეში. სნაიპერს პირში ედო თოვლი, რომ პირიდან არ გამოსვლოდა ორთქლი ამოსუნთქვისას, ამის გარდა სიმოს უპირატესობა იყო ის, რომ მან იცოდა ადგილმდებარეობა საკუთარი ხუთი თითივით.
ყველაზე გასაკვირი არის ის, რომ სნაიპერი არ იყენებდა ოპტიკურ მიზანს. პირველ რიგში სიმო თვლიდა, რომ მზის სხივებს შეეძლოთ მისი ადგილმდებარეობის გამჟღავნება, ხოლო მეორე არის ის, რომ დაბალ ტემპერატურაში მიზნის მინა იყინებოდა. იარაღი რომელსაც სნაიპერი იყენებდა იყო მოსინ М/28-30-ის ფინური მოდიფიკაცია. მის არსენალში ასევე შედიოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი “სუომი” და ტყვიამფრქვევი “ლაჰტი სალორანტა M-26”.
“ზამთრის ომის” პირველ 100 დღეში სნაიპერმა მოკლა 600-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი. სიმოს დასაჭერად გაგზავნილი იქნა საბჭოთა ჯარისკაცების ელიტური ქვედანაყოფი. 1940 წლის 6 მარტს ფინელს ტყვია მაინც მოხვდა, რომელმაც გაიარა მარცხენა ყბაში, მოხდა სნაიპერის ევაკუაცია. ის რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა კომაში, ხოლო გონზე მოსვლისას ჩანგრეული ყბა აღუდგინეს ბარძაყიდან აღებული ძვლით.
1941 წელს სიმო ჰიაიუჰიას უნდოდა ფრონტის ხაზზე კვლავ წასვლა, მაგრამ ტრავმის გამო ის უარით გაისტუმრეს. ფინელმა სნაიპერმა იცოცხლა საკმაოდ დიდხანს(96 წელი) და ის დაკავებული იყო ნადირობით და ფერმერობით, როდესაც მას ეკითხებოდნენ ზამთრის ომის შესახებ ის პასუხობდა, რომ ის ასრულებდა თავის ვალს.

Jutalmazás
MengrelianHozzászólások (0)