Dangerous News

Megjelenés helye Georgia - Bulvár és szórakozás - 02 Mar 2017 02:32 - 2

http://www.picz.ge/img/s3/1703/2/4/45ef1d5a2fd4.jpg
http://mtisambebi.ge/images/bagallery/gallery_5/thumbnail/category-6/01.jpg

მთაში უცნაური ქრისტიანები არიან, თვითრჯული. ყოველთვის ასეთი უცნაური ქრისტიანები იყვნენ. ხანდახან უარესიც ხდებოდა - მარტო უცნაურები იყვნენ, ქრისტიანები კი აღარ. ასეთ დროს მეფეები ლაშქრით ადიოდნენ და ძალით აქრისტიანებდნენ ხოლმე. დღეს მთაში ჯარით აღარავინ ავარდება, ამიტომ მათი ქრისტიანობაც მთლიანად მათ სინდისსა და განათლებაზეა დამოკიდებული.
მთაში განსაკუთრებით ძნელია კარგი მორწმუნე იყო. მართლმადიდებლობა წიგნიერი რელიგიაა, წიგნი და აკადემია კი საქართველოში სულ ორგან იყო: გელათსა და იყალთოში. არც ახლაა უკეთ საქმე, სკოლაში მასწავლებლებიც აკლიათ, სახელმძღვანელოებიც და ხანდახან სკოლის შენობაც, გაზეთი იქ არ მიდის და წიგნების მაღაზიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. გარდა ამისა, მთაში ტაძრის აშენება ძნელია. სალოცავი ნიშები კი ბლომად აქვთ, მაგრამ იქ ვერც წირვას ჩაატარებ, ვერც – ეზიარები. კიდევ ერთი, მარხვის დაცვა მთაში განსაკუთრებით ჭირს, რადგან ძირითადი საკვები ყველი, ხაჭო და ხორცია. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მართალია 21–ე საუკუნეში ვცხოვრობთ, მაგრამ ხანდახან ხალხში ისეთ უცნაურ ქრისტიანობას წააწყდები, თითქოს ამ ქვეყანაში არც წმინდა ნინო შემოსულა და არც ანდრია პირველწოდებული.
ერთ - ერთი ასეთი ტრადიცია ეკლესიაში საკლავის მიყვანაა. ლომისობას მთელი დუშეთის რაიონი ცხვრებით, ხარებით და მოზვრებით ტაძარში მიდის. ზოგისთვის ეს შემოსავლის წყაროცაა. დაკვლა, გატყავება, გამოშიგვნა ფული ღირს. რაც უფრო მსხვილფეხაა საქონელი, მისი დამუშავება მითუფრო ძვირი ჯდება. დღეში შეიძლება საკმაო თანხა დააგროვო. ცხვარს ტაძარს შემოატარებენ და ყელს გამოჭრიან. მერე მეორე ცხვარს გამოჭრიან ყელს, მერე მესამეს... დღის ბოლომდე, სულ ცოტა, ასი ცხვარი დაიკვლება. მერე იქვე მოხარშავენ, იქვე შეწვავენ, იქვე სუფრას გაშლიან. აქა-იქ ჩხუბიც ატყდება. ვიღაცას დაჭრიან, ერთი-ორი გაილახება კიდეც. ბოლოს მთვრალი ხალხი ისე დაიშლება სახლებში, ეკლესიაში შეიძლება არც შევიდეს. ტაძარი იქვე დარჩება ცხვრის შიგნეულით მოთხვრილ მიწაზე, სისხლის და ქონის მძაღე სუნში. 
ტრადიციაა, ვინმე იტყვის.
ტრადიცია კი არა, ქეიფის და კარგად დათრობის საბაბი უფროა. ადრეც ამის საბაბი იქნებოდა. ადამიანი ყველა დროში ახერხებდა საკუთარი საქციელის გამართლებას და ახლაც კარგად გამოსდის. ქრისტიანობა ცხვარს და კამეჩს არ ითხოვს მსხვერპლად. თუ მაინც შესწირავ, გაჭირვებულის დასანაყრებლად და არა საკუთარ მეგობრებთან საქეიფოდ. ქრისტიანობისთვის მთავარი თავად ადამიანია, ის ადამიანი, რომელიც ეკლესიაში იმიტომ მოდის, რომ ცოტათი უკეთესი გახდეს.
წმინდა გიორგი მებრძოლი წმინდანია. ჩვენ ის განსაკუთრებით გვიყვარს, რადგან ბრძოლა და ომი არასოდეს გვაკლდა. წმინდა გიორგი ტყვეთა განმათავისუფლებელია, არც ტყვეობა იყო უცხო. ლომისის წმინდა გიორგის ხატმა ერთხელ 700 არაგველი გამოიხსნა ტყვეობიდან.
წმინდა გიორგი აწამეს და მოკლეს, რადგან მან კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი თქვა.

http://mtisambebi.ge/images/bagallery/gallery_5/thumbnail/category-6/010.jpg

http://mtisambebi.ge/images/bagallery/gallery_5/thumbnail/category-6/011.jpg

http://mtisambebi.ge/images/bagallery/gallery_5/thumbnail/category-6/02.jpg

http://mtisambebi.ge/images/bagallery/gallery_5/thumbnail/category-6/03.jpg

http://mtisambebi.ge/images/bagallery/gallery_5/thumbnail/category-6/04.jpg

http://mtisambebi.ge/images/bagallery/gallery_5/thumbnail/category-6/05.jpg

http://mtisambebi.ge/images/bagallery/gallery_5/thumbnail/category-6/06.jpg

http://mtisambebi.ge/images/bagallery/gallery_5/thumbnail/category-6/07.jpg

http://mtisambebi.ge/images/bagallery/gallery_5/thumbnail/category-6/08.jpg



წყარო: მთის ამბები

Jutalmazás

Mengrelian

Hozzászólások (2)

თითო გული დავუწეროთ ყველაცხვარს?
კი :დდ