Pubblicato in Georgia - Dibattiti politici e analisi - 23 Mar 2016 00:55 - 3
როგორც ვატყობ არაფერი არ შეცვლილა ჩემი თხოვნიდან, როცა დავწერე, რომ კანონების გამოტანამდე კონგრესმენებმა კეთილი ინებონ და რაიმე სახის სტატია დაწერონ მის შესახებ!
ამიტომ მოვუწოდებ ყველა საღად მოაზროვნე კონგრესმენს, ამიერიდან ნებისმიერ კანონს რომელიც გამოვა ახსნა/განმარტების გარეშე მიცენ უარყოფა!
რატო უარყოფა? იმიტომ რომ ერთი-ორი მაინც მოიძებნება ისეთი ვინც ფარასავით გაყვება და დათანხმდება კანონს, ან იქნება კანონის გამომტანის ახლო წრეში, რომლისთვისაც საკმარისი არის მისთვის მიღებული ინფორმაცია და სხვების ინფორმირებულობა სულ ცალ ფეხზე ეკიდება.
ცუდად არ გამიგოთ, კონკრეტულად არავის არ ვერჩი, მე ვეწინააღმდეგები ზოგადად სისტემას, რომელიც ხელს უშლის მოთამაშეებს აქტიურობაში, არ აძლევს მათ ინფორმაციის მიღების საშუალებას, იზრდება ჩაკეტილობა და ცალცაკე ბანაგებად დაყოფა!
თამაში სულ რაღაც 2-3 თვეა რაც ჩაირთო და თუ თავიდანვე უკვე განხეთქილებები დაიწყო მერე რაღა იქნება?
პრობლემის გადაჭრის გზები
კანონპროექტის გამოტანისას უნდა ხდებოდას მოსახლეობის და კერძოდ კონკრესმენების ინფორმირებულობა ორიდან ერთ-ერთი გზით:
სტატიის გამოქვეყნება - პრიორიტეტული გზა
ფეისბუქის ჯგუფში პოსტად გამოქვეყნება, სათაურით *კანონპროექტი* - მაგრამ აქ ჯერ ცოტა ხალხია დამატებულია ამიტომ პირველი გზა ჯერ-ჯერობით ყველაზე ოპტიმალურია.
ყველანაირი ჩათი დაუშვებელია, სამხედრო დანაყოფის კედელზე ხო საუბარიც არ მაქვს! ჩათში ადვილად იკარგება საჭირო ინფორმაცია და ყველა ვერ შეძლებს მის გაგებას. მუ_ს კედელზე კი ყველაფერთან ერთად მესიჯები იშლება (კედელზე მაქსიმუმ 30 პოსტი ეტევა, დანარჩენები კი უბრალოდ იშლება), ელემენტარულად რაღაც ვიკითხე გუშინ და პასუხი ვეღარ გავიგე რადგან წაიშალა. სკაიპ ჩათიც იგივე მიზეზით არ გამოდგება, რადგან მანდაც დაიკარგება ინფორმაცია, თუმცა შეიძლება მანდ მოხდეს ზოგადად ახალი კანონპროექტის განხილვა, მაგრამ ბოლოს მაინც აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს სხვებისთვისაც!
ასევე მიმართვა კონკრეტულად BlackFury_ის კარგია მესიჯად მაინც რომ აქვეყნებ ფულის გაცვლის შესახებ, მაგრამ ეგ მესიჯები როგორც ვიცი ეგზავნება მხოლოდ იმ სამხედრო დანაყოფის წევრებს რომლის კომანდირიც შენ ხარ, და იმ დანარჩენ მოთამაშეებს რა ვუყოთ ვინც სხვა მუშია? ამიტომ შენც გთხოვ რომ ყველაფერი გამოაქვეყნო ზემოთ ხსენებული რომელიმე გზის დახმარებით.
არ არის აუცილებელი ისეთ კანონებზე ახსნაგანმარტების გამოტანა როგორიცაა მმპ_ს გაგრძელება, თუმცა თუ რომელიმე ახალ ქვეყანასთან ვაპირებთ მის გაფორმებას, პრიორიტეტული იქნება მის შესახებაც დაიწეროს.
გამოიწერეთ ჩემი გაზეთი და ხმა მიეცით სტატიას.
წარმატებები ყველას!
o7 და ჰაკუნა მატატა ^^,
Supporta
EReJSCommenti (3)
amieridan mec uaryopas mivcem yvela kanons romelic statiis gareshe gamova garda mpp bisa
yvela kanonze statiis dawera zedmetia, premier ministrma kvirashi ertxel unda daweros statia momavali momdevno erti kviris gegmebze da kanonebze, da tu rame sheicvleba chaasworos im statiashi, tu rame mnishvnelovani iqneba axali unda daweros + am statiashi mokled wina kvirazec ityvis rames da ase shemdeg