yvelaferi

Pubblicato in Georgia - Intrattenimento - 11 Jun 2016 23:02 - 54

ასწლიანი ომი 1337 წლიდან 1453 წლამდე გრძელდებოდა ინგლისისა და საფრანგეთის სამეფოს შორის. 116 წლის განმავლობაში სამხედრო მოქმედება და დაზავება ცვლიდა ერთმანეთს. საერთო ჯამში სამხედრო მოქმედებებზე მოდიოდა 55, ხოლო დაზავებებზე 61 წელი. ფილიპე IV ლამაზის გარდაცვალების შემდეგ (1314) საფრანგეთის სამეფო ტახტზე ერთიმეორის მიყოლებით მეფობდა მისი სამი ვაჟი. რადგან ისინი უძეოდ გარდაიცვალნენ, კაპეტინგების დინასტიამ არსებობა შეწყვიტა. 
ფრანგმა დიდებულებმა 1328 წელს საფრანგეთის მეფედ კაპეტინგების ნათესავი ფილიპე VI ვალუა გამოაცხადეს. ფილიპე VI განაგრძობდა კაპეტინგების პოლიტიკას სამეფო დომენის გაფართოვებასა და სამეფო ძალაუფლების განმტკიცების საქმეში. მან სამეფო დომენს დოფინეს ოლქი შემოუერთა. ცოტა ხნის შემდეგ დოფინე საფრანგეთის მეფის მემკვიდრის ხელში გადავიდა და ამიტომ საფრანდეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრეს დოფინს უწოდებდნენ. ფილიპე VI შეეცადა თავისი ხელისუფლების გაძლიერებას ფლანდრიაზე. ფილიპე VI ვალუა ინგლისის მეფეებს სურდათ დაებრუნებინათ წინანდელი სამფლობელოები საფრანგეთში. ძველ მტრობას დაერთო საფრანგეთისა და ინგლისის მეტოქეობა ფლანდრიის ხელში ჩასაგდებად. 
გარდა ვალუებისა, საფრანგეთის სამეფო ტახტზე პრეტენზიას აცხადებდა ინგლისის მეფე ედვარდ III პლანტაგენეტი, რომელიც ფილიპე IV ლამაზის ქალიშვილის იზაბელას ვაჟი იყო. ედვარდ III-ს მიაჩნდა, რომ საფრანგეთის სამეფო ტახტი მას ეკუთვნოდა, როგორც ფილიპე IV ლამაზის შვილიშვილს. ფრანგი იურისტები კი ამტკიცებდნენ, რომ მათი ქვეყნის კანონების მიხედვით მეფის ქალიშვილი არ იყოს სამეფო ტახტის მემკვიდრე და აქედან გამომდინარე, იზაბელას თავისი ვაჟისთვის საფრანგეთში სამეფო ხელისუფლების გადაცემის არავითარი უფლება არ ჰქონდა. ედვარდ III პლანტაგენეტი ინგლისელებმა გაანადგურეს საფრანგეთის ფლოტი, გადალახეს ლა-მანშის სრუტე და ხელთ იგდეს ნორმანდია. 1346 წელს კრესისთან ბრძოლაში მათ დაამარცხეს საფრანგეთის ჯარი. კრესისთან ბრძოლაში ისრების ზუზუნის, ხმლისა და შუბების ჩხარუნის გარდა ევროპაში პირველად გაისმა ქვემეხების გრიალი. თუმცა მაშინ ყუმბარები ცხენებს აფრთხობდნენ, ხისგან დამზადებული ქვემეხები ხშირად სკდებოდა და თავად მეზარბაზნეებს უქმნიდა საფრთხეს. 
ინგლისელებმა დაიწყეს შეტევა აკვიტანიიდან და 1356 წელს გაიმარჯვეს უფრო მრავალრიცხვოვანი ფრანგების ლაშქარზე პუატიესთან. ამ ბრძოლაში განადგურდა საფრანგეთის ძირითადი შეარაღებული ძალები. ინგლისელებმა ტყვედ აიყვანეს საფრანგეთის მეფე ჟან კეთილი და მრავალი წარჩინებული დიდებული. ასწლიანი ომის დროს გამოყენებული ქვემეხების მსგავსი ზარბაზანი საფრანგეთი ასწლიანი ომის სხვადასხვა ეტაპზე კრესისა და პუატიეს ბრძოლებში ინგლისელებმა ნათელყვეს თავიანთი სამხედრო უპირატესობა ფრანგებზე. 
საფრანგეთის ჯარში ცხენოსანი რაინდები ჭარბობდნენ. რაინდები დისციპლინას არ იცნობდნენ. ყოველი მათგანი ომში დამოუკიდებელად იბრძოდა და ცდილობდა თავი გამოეჩინა გმირობით. ქვეითი ჯარი შედგებოდა დაქირავებული უცხოელთაგან, რომლებიც არ იყვნენ გამწყობილნი თავი გაეწირათ ფრანგების გამარჯვებისთვის. 
ინგლისის ჯარი საფრანგეთის ჯარზე უკეთ იყო ორგანიზებული. ცხენოსან რაინდთა გარდა, მათ ინგლისელი თავისუფალი გლეხებისგან შემდგარი მრავალრიცხვოვანი დისციპლინირებული ქვეითი ჯარი ჰყავდათ. ბრძოლის დროს ინგლისელების ქვეითი და ცხენოსანი ჯარი შეთანხმებულად მოქმედებდა. ქვეითი ჯარისკაცები შეიარაღებულნი იყვნენ დიდი მშვილდებით. მათი ნატყორცნი ისრები 200 მეტრის მანძილზე რაინდების აბჯარში ატანდა. 
პუატიეს ბრძოლაში საფრანგეთის მეფის ჟან კეთილის ტყვედ ჩავარდნის შემდეგ საფრანგეთის მმართველობა მისი ვაჟის დოფინ შარლის ხელში გადავიდა, ხოლო როდესაც ჟან კეთილი ინგლისის ტყვეობაში გარდაიცვალა, დოფინი შარლი საფრანგეთის მეფე გახდა შარლ V-ის სახელწოდებით. შარლ V და მისი ცოლი შარლის მმართველობა დაიწყო საფრანგეთისთვის უაღრესად მძიმე და დაძაბული საგარეო და საშინაო ვითარებაში. 
კრესისა და პუატიეს ბრძოლებში გამარჯვების შემდეგ ინგლისელები დაეუფლნენ ჩრდილო და დასავლეთ საფრანგეთს. 
საფრანგეთის ფეოდალებმა გააჩაღეს ურთიერთშორის ბრძოლა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილიეურჩებოდა შარლს. 
პრიზისა და საფრანგთის ზოგიერთი სხვა ქალაქის მოსახლეობის ნაწილი ცდილობდა სამეფო ხელისუფლების შეზღუდვას და გენერალური შტატების ძალაუფლების გაძლიერებას. 
ომით გაჩანაგებულმა და სასოწარკვეთილებამდე მიყვანილმა გლეხობამ დაიწყო აჯანყება. განსაკუთრებით ძლიერი იყო გლეხთა აჯანყება ჩრდილო- აღმოსავლეთ საფრანგეთში, რომელიც ჟოკერიის სახელწოდებითაა ცნობილი. 
მიუხედავად იმისა, რომ ჟოკერია დამარცხდა, მაგრამ გლეხთა ძლიერი აჯანყებით დაშინებულმა ფეოდალებმა დააჩქარეს გლეხთა გათავისუფლება პირადი დამოკიდებულებისაგან. XV საუკუნეში საფრანგეთში ძალიან ცოტა ყმა დარჩა. 
შარლმა მოახერხა ქალაქებში მღელვარების ჩახშობა და თანდათან დაიმორჩილა ურჩი ფრანგი ფეოდალები. 1360 წელს ის იძულებული გახდა ინგლისელებთან ზავი დაედო. 
შარლმა კარგად გამოიყენა შესვენება. მან მოაწესრიგა სახელმწიფოს ფინანსები, გაზართა დაქირავებულ ჯარისკაცთა რაზმები, დაიწყო სამხედრო ფლოტის მშენებლობა და ზარბაზნების ჩამოსხმა. 
სული რომ მოითქვეს, ფრანგებმა განაახლეს სამხედრო მოქმედება და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს. 
შარლის მიერ დანიშნული საფრანგეთის ნიჭიერი მთავარსარდალი დიუგეკლენი თავს არიდებდა ინგლისელებთან დიდ ბრძოლას, მაგრამ სწრაფი და მოულოდნელი თავდასხმებით ათავისუფლებდა მათგან სამშობლოს მიწა-წყალს. დიუგეკლენმა ინგლისელები განდევნა ორასამდე ციხე- სიმაგრიდან. 1380 წლისთვის ინგლისელები საფრანგეთში ფლობდნენ მხოლოდ რამდენიმე სანავსადგურო ქალაქს. თანდათან შეწყდა სამხედრო მოქმედება და ამჯერად საფრანგეთისთვის ხელსაყრელი ზავი დაიდო ინგლისთან. საფრანგეთის დროშა ასწლიანი ომის დროს შარლ V-ის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა მისი 12 წლის ვაჟი შარლ VI (1380-1422). 90- იან წლებში შარლი ჭკუიდან შეიშალა და ჩამოსცილდა სახელმწიფო საქმეებს. 
საფრანგეთში დაიწყო ბრძოლა ფეოდალურ დაჯგუფებებს შორის, რომლებსაც სათავეში ედგნენ მეფის უახლოესი ნათესავები- შარლ VI-ის ძმა ორლეანის ჰერცოგი და ბიძა ბურგუნდიის ჰერცოგი. ხან ერთი და ხან მეორე ჰერცოგი ხელთ იგდებდა ხოლმე სახელმწიფო ძალაუფლებას და შარლ VI-ის სახელით მართავდა სახლემწიფოს. მათი მომხრეები ანიავებდნენ სახელმწიფო ხაზინას, ეუფლებოდნენ ქალაქებს და იარაღით ხელში გამუდმებით ებრძოდნენ ერთმანეთს. 
ინგლისის მეფემ ჰენრი V-მ გადაწყვიტა ესარგებლა საფრანგეთის შინააშლილობით. ჰენრი V 1415 წელს ჰენრი V-მ კარგად გაწვრთნილია რმიით გადალახა ლამანში და დაიკავა მდინარე სენის შესართავი. იმავე წლის შემოდგომაზე აზენკურთან ბრძოლაში დამარცხდა საფრანგეთის ცუდად ორგანიზებული ფეოდალური ლაშქარი. 
ინგლისელებმა დაიკავეს ჩრდილო საფრანგეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაეუფლნენ პარიზს. მიუხედავად ამისა, საფრანგეთში არ წყდებოდა ფეოდალური შინაომები. 
1422 წელს გარდაიცვალნენ როგორც საფრანგეთის, ისე ინგლისის მეფეები შარლ VI და ჰენრი V. 
ორლეაინის ჰერცოგის მომხრე ფრანგმა დიდებულებმა მეფედ შარლ VI-ის ვაჟი დოფინი შარლი გამოაცხადეს, შარლ VII-ის სახელწოდებით, ხოლო ბურგუნდიის ჰერცოგის მომხრე დიდებულებმა ინგლისისა და საფრანგეთის მეფედ გამოაცხადეს ჰენრი VI. რამდენიმე თვის ჰენრი VI ინგლისის მეფის 
ჰენრი V-ისა და საფრანგეთის მეფის შარლ VI-ის ასულის ვაჟი იყო. ინგლისისა და საფრანგეთის ამგვარი გაერთიანება ფაქტობრივად საფრანგეთისთვის დამოუკიდებლობის დაკარგვისა და ინგლისისადმი დამორჩილებას ნიშნავდა. ინგლისის დროშა ასწლიანი ომის დროს ინგლისელებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ ორლეანს. ორლეანის აღების შემთხვევაში მათ საშუალება ეძლეოდათ საომარი მოქმედებები სამხრეთ საფრანგეთში გადაეტანათ. 
საფრანგეთს სასიკვდილო საფრთხე დაემუქრა. მოსახლეობამ დაიწყო პარტიზანული ბრძოლა ინგლისელების წინააღმდეგ. 
ფრანგი პატრიოტები გაერთიანდნენ შარლ VII-ის ირგვლივ. ისინი ქმნიდნენ რაზმებს ინგლისელთა ალყისაგან ქალაქი-სიმაგრე ორლეანის გამოსახსნელად. 
ინგლისელების წინააღმდეგ სახალხო ბრძოლის აზვირთებაში დიდი წვლილი შეიტანა გლეხის გოგონა ჟანა დ’არკის თავგანწირულმა შემართებამ. 
თანამედროვის აღწერით ჟანა დ’არკი იყო ძლიერი, მაღალი და ამტანი ქალიშვილი. იგი ხედავდა, თუ როგორ აოხრებდნენ მის სოფელს საფრანგეთის მტრები. მოგვიანებით ჟანა ამბობდა:საყვარელი საფრანგეთის უბედურება გველის ნაკბენივით მიშხამავდა გულსოა
ჟანა დ’არკი ღვთისმოსავი გოგონა იყო. საფრანგეთზე თავს დამტყარი უბედურებები უფრო მეტად აძლიერებდა მის რელიგიურ ფანატიზმს. ჟანა ხედავდა ჩვენებებს და ესმოდა წმინდანთა ხმები, რომლებიც მას მოუწოდებდნენ დაეტოვებინა თავისი სოფელი და პირდებოდნენ დახმარებას საფრანგეთიდან ინგლისელების განდევნის საქმეში. ჟანა და არკი 18 წლის იყო, როცა მიატოვა მშობლიური სოფელი და დიდი ვაი-ვაგლახით შეძლო შეხვედროდა დოფინ შარლ VII-ს. კარისკაცები მიხვდნენ, რომ ჟანას მხნეობასა და გამარჯვებისადმი ღრმა რწმენას შეეძლო ჯარის საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება. ამიტომ ჟანა გააყოლეს ორლეანის დასახმარებლად მიმავალ რაინდთა ერთ-ერთ 
რაზმს. 
საფრანგეთის ჯარს ორლეანთან მეთაურობდნენ შესანიშნავი სარდლები. ჟანა დ’არკის სიმამაცე და საზრიანობა ამხნევებდა მეომრებს. ცხრადღიანი გააფთრებული ბრძოლების შემდეგ ფრანგებმა აიძულეს ინგლისელები მოეხსნათ ორლეანის ალყა და დაეხიათ ჩრდილოეთისკენ, პარიზისაკენ. 
1429 წელს ალყისგან ორლეანის გათავისუფლებაში ჟანა დ’არკის განსაკუთრებული დამსახურებისთვის მას ორლეანელი ქალწული უწოდეს. ამ სახელით შევიდა იგი ისტორიაში. 
ორლეანთან ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დაიწყო საფრანგეთის განთავისუფლება ინგლისელებისაგან. ჟანა დ’არკის ძეგლი პარიზში რადგან ბურგუნდიის ჰერცოგის მომხრეები ჰენრი VI-ს ინგლისისა და საფრანგეთის მეფედ აღიარებდნენ, ჟანა დ’არკის რჩევით თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად შარლ VII-მ გაილაშქრა რეიმსზე, სადაც გვირგვინს იდგამდნენ საფრანგეთის მეფეები და საზეიმოდ ეკურთხა საფრანგეთის მეფედ. 
ჟანა დ’არკი შეეცადა განედევნა ინგლისელები პარიზიდან, მაგრამ ამჯერად მას ბედმა უმუხთლა და თავის საწადელს ვერ მიაღწია. 
ბურგუნდიის ჰერცოგის მომხრეებმა მოახერხეს ჟანა დ’არკის ვერაგულად ხელში ჩაგდება. მათ დიდ თანხად მიჰყიდეს ინგლისელებს ორლეანელი ქალწული. 
მრავალი თვე გაატარა ჟანამ საპყრობილეში. საფრანგეთის მეფემ შარლ VII-მ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტყვეობიდან გამოესყიდა ჟანა დ’არკი, რომელმაც უზარმაზარი დახმარება აღმოუჩინა მას. 
ჟანა ინკვიზიციის სასამართლოზე გაიყვანეს, სადაც მას ჯადოქრობა დასწამეს. მამაც ქალიშვილს სიკვდილი მიუსაჯეს და 1431 წლის მაისში კოცონზე დაწვეს ქალაქ რუანაში, მისი ფერფლი კი მდინარე სენაში გადაყარეს. ჟანა დ’არკის კოცონზე დაწვა ჟანა დ’არკის დაღუპვის შემდეგ სახალხო- განმანთავისუფლებელი ომი ახალი ძალით გაიშალა. პარიზში ინგლისელების წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო. საფრანგეთის დედაქალაქი გათავისუფლდა დამპყრობლებისგან. საფრანგეთის არმია წარმატებით ერეკებოდა სამშობლოდან ინგლისელებს. 
1453 წლის ინგლისსა და საფრანგეთს შორის შეწყდა სამხედრო მოქმედება. ეს თარიღი ასწლიანი ომის დასასრულად ითვლება.  http://presa.ge/new/img/multimedia/a14968.jpg

Supporta

Commenti (54)

v+s Laugh
4 rekordia
))Strange, but i like it
bijo allshic dawere eg gancxadeba
Laugh
o/
google translate shi chaweron
For St George
!
v
Laugh
V
v
svc
thanks
v
v
v
1
v
88
vcs
v
s
s25 v27 s4s
ამში სამხედრო მოქმედებებზე მოდიოდა 55, ხოლო დაზავებებზე 61 წელი. ფილიპე IV ლამაზის გარდაცვალების შემდეგ (1314) საფრანგეთის სამეფო ტახტზე ერთიმეორის მიყო
..
v
v s
O7
o7
vcs
bjhjjk
v
vsc
c
v
v
v
v
+
v
...............
v
v
I don t get it...
shit
v
v
vs
s51v60
o7
V
ylei