☼ Hakuna Matata ☼

掲載する国 Georgia - 政治討論と分析 - 29 Sep 2016 04:29 - 13

გამარჯობა ბიჭებო და გოგონებო!

ალბათ ზოგიერთები შეამჩნევდით რამოდენიმე დღის წინ ბეიბი ბუმით დარეგისტრირებული რამოდენიმე ახალწვეულის აგრესიულ დამოკიდებულებას ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
ამაზე მე არ მაქვს პრეტენზია, ეგრეც უნდა იყოს, რა თქმა უნდა აჯობებდა მოთამაშე ჯერ ბოლომდე გარკვეოდა თამაშში ან უბრალოდ გამოცდილ მოთამაშეებს დაკითხოდა რა და როგორ არის, მაგრამ ამასაც არაუშავს. მთავარი ხომ ისაა რომ ისინი პირველ რიგში ქვეყნის გაძლიერების სურვილით მოძრაობენ.

ჩემთვის უსიამოვნო ფაქტი იყო კონკრეტული პიროვნებების უკვე უზდელობაში და პირად შეურაცჰყოფაში გადასული აგრესია!
მე აქ ვგულისხმობ ერთ-ერთ სტატიაში National Assembly-ს თანაპარტიელის აგდებულ შემოპასუხებას ნინის კომენტარზე.
ეს ბიჭებო მიუღებელია ჩვენთან!
იმედია ეგეთი შემთხვევები აღარ განმეორდება!
ჩვენ აქ ერთი ოჯახის წევრები ვართ! 
აქამდე არასდროს არ ყოფილა ზედმეტი დაძაბულობა ერთმანეთში და არც უნდა იყოს!
ეს არის თამაში სადაც ყველანი ვზრუნავთ იმისთვის რომ ქვეყანა იყოს ძლიერი, რა თქმა უნდა ბევრს სხვადასხვა გზები აქვს არჩეული ამისთვის, მაგრამ ყველამ პატივი უნდა ვცეთ თითოეულის აზრს, თუ რაიმე არ მოგეწონებათ შეგიძლიათ მოაწყოთ დებატები და განიხილოთ თითოეული საკითხი, არაა საჭირო აგდებული შეპასუხებები ერთმანეთთან!
უმეტესობა ახლები ხართ და სისხლი გიდუღთ, რაც ძაან კარგია და დარწმუნებული ვარ სულ მალე თქვენნაირ აქტიურ და გულად ხალხთან ერთიან ძლიერ ქვეყანას შევქმნით!
http://s32.postimg.org/5l18w48g5/divider_1.png
ეხლა რაც შეეხება თავად დებატებს!
როგორც შევამჩნიე პარტია National Assembly და მისი ლიდერები აკრიტიკებენ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას
კონკრეტულად კი აბრალებენ მთავრობას იმის გამო, რომ ქვეყანაში დაბალი ხელფასებია და ბაზარზე ძვირი პროდუქტებია.

დიდი სიამოვნებით გავესაუბრები immera-ს (ასამბლეის ლიდერს) დებატებში.
დისკორდის ჩათში, სადაც ყველას შეეძლება ჩვენი მოსმენა.
დრო ალბათ საღამოს საათები უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს უმრავლესობისთვის,
ასე, რომ რას ფიქრობთ რომ ეს ყველაფერი მოხდეს დღეს 22:00 საათზე საქართველოს დროით?

შენიშვნა! ეს არ იქნება საარჩევნო დებატები!
იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მე არ ვღებულობ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას!
მე უბრალოდ მსურს დასაბუთებული კრიტიკა და არა უბრალოდ ნასროლი სიტყვები :)
http://s32.postimg.org/5l18w48g5/divider_1.png
შემდეგი შეუძლია წაიკითხონ იმ ახალბედებმა, რომლებიც მოითხოვენ მაღალ ხელფასებს და დაბალ ფასებს.

მოდით დავიწყოთ მცირე ისტორიით:
ეს თამაში შეიქმნა ამა წლის იანვარს.
პირველი თვეების განმავლობაში საქართველოს და მაშინდელი მთავრობის მთავარი მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაკავება.
იყო წარმატებები, თუმცა ბოლოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირანთან ომი, რომელშიც დავმარცხდით ძალიან მძიმედ გადავიტანეთ.
შემდეგი თვეები მოვანდომეთ მიწების დაბრუნებას და მხოლოდ ზაფხულისკენ ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა დროებით მოეკლო საბრძოლო პოლიტიკას და აქცენტი ეკონომიკაზე და განვითარებაზე აეღო. ამას დაემთხვა ფასდაკლებები რომელიც იმ დროს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა რადგან ბიუჯეტი ამდენი ომიანობის გამო სავალალო მდგომარეობაში იყო და მცირე შეღავათები ნამდვილად არ გვაწყენდა.
შედეგად ნელნელა განვითარდა მცირე ბიზნესი.
ამ ფასდაკლებების შემდეგ 3 თვე ფასდაკლება აღარ ყოფილა, მომავალი 7-8 ოქტომბრის სეილები პირველია ამდენი თვის განმავლობაში!
ამიტომ აქამდე ფიზიკურად ვერ შევძლებდით მსხვილ წარმოებაზე გადასვლას, თუ არ ჩავთლით მხოლოდ 1-2 მოქალაქეს, რომლებმაც თავიანთი სახსრებით და თამაშში რეალური ფულის ჩადებით შეძლეს ფასდაკლების გარეშე გადასულიყვნენ დიდ ბიზნესში.
ეხლა განვიხილოთ თუ რა იგულისხმება მცირე და მსხვილ წარმოებაში.
მსხვილ წარმოებად ითვლება პირველ რიგში Q5 ვერტმფრენების წარმოება, ასევე მაღალი დონის სახლების და 100 000ზე მეტი ნედნეული მასალების.
ხოლო მცირედში შედის სხვა დანარჩენი, მაგალითად მე მაქვს მხოლოდ 2 ცალი ქ2 საკვების საწარმო და მისი წარმოებისთვის საჭირო რამოდენიმე საკვების ნედლეულის ქარხანა.
ასევე ერთი ცალი ქ3 ტანკი, რომლის წარმოებასაც წაგებაში მივყავარ, უბრალოდ ვინახავ იმისთვის რომ ამ ფასდაკლებაზე ავწიო ქ5 ვერტმფრენამდე და გადავიდე მსხვილ წარმოებაზე.
მანამდე კი მე ისევე როგორც სხვა დანარჩენ 97% ქართველ მეწარმეებს არ უღირთ მუშების აყვნა,
მე ჩემით რომ ვაწარმოო 2ცალი ქ2 საკვები ამას ისევ ჩემ თავს ვახმარ, მაგრამ ამას რო დავამატო ვინმე მუშა და ვუხადო მას 150 ლარი, 1 კვირაც არ გავა რო გავკოტრდები! ამ ერთი მუშით მე დამატებით 200 ქ2 საკვებს ვაწარმოებ რომლის ფასიც ბაზარზე 52 ლარია, ეხლა ცოტათი დაფიქრდით.
მუშაში ვიხდი 150 ლარს, გაყიდვით ვღებულობ 52 შემოსავალს!
მეტის გაგრძელება მემგონი არაა საჭირო!

და ასე არის თითქმის ყველა!
ზოგს შეიძლება მეტი საწარმო აქვს (დაბალი დონის) მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მათთვის მუშების აყვანა მცირე ბიზნესში არის გაკოტრების საწინდარი.
ამიტომ ვუშვებთ ახალბედებს უცხოეთში სამუშაოდ, რომ იქ მოაგროვონ ფული, და სამაგიეროდ მოახლოებული ფასდაკლებების შემდეგ კიდე შემოგვემატება დიდი მეწარმეები რომლებიც შეძლებენ მათთვის იგივე ხელფასის გადახდას!

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, აი ამ თემებზე მინდა immera-სთან დებატები.
ან თუ თვითონ ვერ შეძლებს, ნებისმიერ სხვა პარტიის ლიდერთან.

და კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, ამ დებატებში არავინ არ ეცადოს პოლიტიკური ქულების დაწერა!
ჩვენი შეკრების მიზანი იქნება ქვეყნისთვის სწორი კურსის არჩევა!
მე მოველი დასაბუთებულ ბრალდებებს და ჩემგანაც გაიცემა დეტალური პასუხები!


წარმატებები ყველას!
o7 და ჰაკუნა მატატა ☺

http://s18.postimg.org/524tv2qw9/screenshot_25112.png

支持

コメント (13)

დებატებიო და მეთქი შევიხედავთქო და მერე იმერაო დამწყებებიო 150 ლარი ხელფასიო ქ1 პურის ქარხნებზეო და ეუფ ეუფ ეუფ :დ
aba ras vambobdi me Laugh
o7 , hail hitler
avto me piradad shenze kargis meti araperi metqmis Smile) rac sheexeba statiashi moyvanil axalbedebistvis ganmartebas absoliturad martalia aseve axalbedebis sayuradgebod tavi sheikavet vinems sheuracyopisgan aq piradad chemi ori dzmakacis garda aravis vicnob mara rac shexeba mqonia yvela noromaluri chveulebrivi adamiania iyavit megobrulebi ! warmatebebi tamashshi chven ritac shevdzleb dagexmarebit aseve
xoda tu vinmes politikuri ambiciebi aqvs yvela mtavrobas chirdeba damxmareebi yvela poziciebze shestavazet tqveni tavi gaerkvevit daamugamebt konkretuli saqmis specipikac aq ase araa moxvideda prezidenti midna gavxde Laugh jer ragac ragaceebshi unda gaerkviot sheidznot nacnobebi rogorc shida aseve ucxoetshi da mere gamotqvat tqveni ambiciebi darwmunebuli var amashi aravin shegishlit xels Smile))
didad vtsuxvar imis gamo rom debatebs ver davestsrebi Sad
debatebze ar gamomtovot magram imeram icis rom dges aris ??? sadme rame chati xom ar gagveketebina sadac nomrebi daiwereboda (meti siaxlove xalxtan) SmileSmile
o7
avto gadi shemdeg saprezidentoze tore gadagekidebi Laugh
შენ თუ არ გადიხარ მე გავდივარ :დ
Hail avto Smile axalbedebisatvis dzalian magari statiaa Wink Wink dzalian momewona sheni da sheni gundis mier archeuli kursi, tqveni damsaxurebaa rom am fasdaklebebis shemdeg esaqartvelo dzalian gadzlierdeba rogorc ekonomikurad ise dzalis mixedvit. Rac sheexeba immeras man chem mier daweril statiashi tqva rom male gvachveneben im gegmas romlitac xelfasebi gaizrdeba esaqartveloshi da mgoni yvela velodebit am gegmis xilvas.
Rac sheexeba momavaal archevnebs gtxov isev iyare kenchi archevnebshi Smile
meored debatebi agar axsenot Laugh debatebi vici me cxare kamati da mteli temebi :d