mepuri

teshu - 掲載する国 Georgia -

掲載する国 Georgia - 社会・エンターテイメント - 23 Dec 2016 02:56 - 1

ისტორიული ფაქტია – ხევსურმა ლიქოკელმა სამურაების ოცეული გაანადგურა. ეს შემთხვევა ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში, ალბათ, ერთადერთია, როდესაც ქართული სკოლა იაპონურს დაუპირისპირდა და ეს პაექრობა პირველის აშკარა უპირატესობით დასრულდა. მეოცე საუკუნეში პრისტავის მოკვლის გამო კუნძულ სახალინზე გადაუსახლებიათ ხევსურეთის მკვიდრი, ვინმე ლიქოკელი. ხევსური თავის კუთხეში შესანიშნავ მოფარიკავედ ითვლებოდა. იმხანად რუსეთ-იაპონიის ომი მიმდინარეობდა და იაპონელთა ერთმა რაზმმა კუნძული დაიკავა. ლიქოკელი მტერს მედგრად დაუხვდა. ერთ სახლში გამაგრდა და შენობაში შესულ მოწინააღმდეგეთაგან გარეთ ცოცხალი ერთიც არ გამოუშვია. ბოლოს და ბოლოს, იაპონელებმა საერთო ძალებით კარი შეანგრიეს და ყველასათვის გასაოცრად, თვალწინ ასეთი სურათი გადაეშალათ: ოთახის შუაგულში ერთადერთი კაცი იდგა, გვერდით კი რამდენიმე ათეული იაპონელი მეომრის გვამი ესვენა. თანამემამულეთა პრესტიჟის ხსნა რაზმის მეთაურმა მოისურვა, რომელიც სამურაების კასტას განეკუთვნებოდა – ამ წრის წარმომადგენლებს კი იაპონიაში ფარიკაობის ილეთების საიდუმლოებებს ბავშვობის ასაკიდან ასწავლიდნენ – ამოიღო ხმალი სამურაიმ და დაიძრა ხევსური ლიქოკელისკენ. მისდა სამწუხაროდ, იარაღის მოქნევა ვერ მოუსწრია, რომ ლიქოკელს ოთხად გაუჭრია. ბოლოს და ბოლოს, ხევსური ჯერ დაუტყვევებიათ, შემდეგ კი დაუხვრეტიათ.

支持

ZE BUNDAMrNiCk

コメント (1)

ყოჩაღ!