georgia

掲載する国 Georgia - 社会・エンターテイメント - 13 Feb 2017 07:18 - 1

საქართველო IX-X საუკუნეებშისამეფო-სამთავროების ჩამოყალიბება  საქართველოში არაბთა ბატონობის სიმძიმე ყველაზე მეტად ქართლში იგრძნობოდა. ეს ბუნებრივიც იყო რადგან ქართლი ქვეყნის ცენტრს წარმოადგენდა. სტრატეგიულად ძალზედ მნიშვნელოვან ადგილს, არაბთა შემოსევების დროს ყველაზე პირველად დარტყმას სწორედ ქართლი იღებდა. არაბებმა ვერ შესძლეს დასავლეთ საქართველოში ფეხის მოკიდება, აგრეთვე უჭირდათ კახეთის მთიანეთის დამორჩილებაც. არაბთა სახელმწიფო: ევროპაში, აზიაში და აფრიკაში იყო გადაჭიმული, იმპერიის ერთი ცენტრიდან მართვა შეუძლებელი გახდა. სახალიფოს სიმტკიცე მხოლოდ ძალაზე იყო დამოკიდებული.VIII საუკუნის ბოლოს დაიწყო სახალიფოს დასუსტება , რაც საქართველოშიც აშკარად აისახა. ამ პერიოდში იწყება ჩამოყალიბება.ერთ-ერთი პირველი ჩამოყალიბდა კახეთის სამთავრო. ამ სამთავროს შექმნა დაკავშირებულია წანარებთან. წანარები იყო ქართული ტომი, რომელიც დარიალის ხეობაში სახლობდნენ. შემდგომში ისინი დღევანდელ თიანეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ. VIII საუკუნის 70-იანი წლებიდან მათ არაბთა წინააღმდეგ აჯანყებები დაიწყეს. VIII საუკუნის ბოლოს კახეთი უკვე არაბებისაგან დამოუკიდებელი გახდა. ამ პერიოდში სამთავროს ცენტრი გახდა თიანეთი. კახეთის მთავრები ატარებდნენ ქორეპისკოპოსის ტიტულს. მალე კახეთის სამთავრომ აქტიური პოლიტიკის გატარება დაიწყო. იბრძვის არაბთა წინააღმდეგ, მონაწილეობს საქართველოს გაერთიანების პროცესში, იფართოებს საზღვრებს.კახეთის აღმოსავლეთით VIII საუკუნის მეორე ნახევარში ყალიბდება , ჰერეთის სამეფო. ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს ის წარმოადგენდა ქართლის ერთ-ერთ საერისთავოს. IX საუკუნის ბოლოს ჰერეთის მმართველები იღებენ ”რანთა მეფის ” ტიტულს. არსებობს თვალსაზრისი, რომ ჰერეთის მეფეები ბაგრატიონთა დინასტიის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენლები იყვნენ. სამეფოს დედაქალაქი შაქში იყოგანსხვავებულ ვითარებაში ხდება აფხაზეთის სამეფოს ჩამოყალიბება. საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთში არაბთა ბატონობა ფაქტობრივად ვერ დამყარდა. აქ ძირითადი მოწინააღმდეგე ბიზანტია იყო. VIII საუკუნის დასაწყისში იწყება აფხაზთა საერისთავოს გაძლიერება. თავდაპირველად ამას ბიზანტიაც უწყობდა ხელს , რადგან გაძლიერებულ საერისთავოს არაბების წინაააღმდეგ გამოიყენებდა. აფხაზთა საერისთავო თანდათანობით იფართოებს საზღვრებს, იერთებს აფშილეთს.VIII საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზეთის მთავარი ლეონ II, სარგებლობს ბიზანტიის დასუსტებით და დახმარებას სთხოვს ხაზარებს. ამის შემდეგ კი იფართოებს საზღვრებს. აფხაზების კონტროლს ამყარებენ მთელ დასავლეთ საქართველოზე. რადგან ლეონ II და მისი წინაპრებიც აფხაზთა ერისთავები იყვნენ, ახლად შექმნილ სახელმწიფოს მმართველებმა მიიღს აფხაზთა მეფის ტიტული. სამეფოს დედაქალაქი ქუთაისში იყო. აფხაზთა სამეფო დაიყო საერისთავოებად. აფხაზთა სამეფო თავიდანვე მკაცრად ცენტრალიზებული იყო. მისი მეფეები აქტიურად იბრძოდნენ საქართველოს გაერთიანებისთვის და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევდნენ. დასავლეთ საქართველოში არსებობდა ეპარქიები რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა. აფხაზთა მეფეებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, იმისთვის რომ დასავლეთ საქართველოს საეპისკოპოსოები მცხეთის კათალიკოსისთვის დაექვემდებარა. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი იყო რადგან, საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას წინ უძღვოდა ქვეყნის ეკლესიური გაერთიანება. მთელი საქართველო დაექვემდებარა მცხეთის საკათალიკოსოს.ყველაზე გვიან ჩამოყალიბდა ტაო-კლარჯეთის სამთავრო. არაბებთან წინააღმდეგობის გამო IX საუკუნის დასაწყისში , ქართლის ბოლო ერისმთავარმა აშოტ ბაგრატიონმა მიატოვა ქართლი და თავის ოჯახთან და მომხრეებთან ერთად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, კლარჯეთს შეაფარა თავი. აშოტმა აღადგინა ვახტანგ გორგასლის დროს დაარსებული არტანუჯი და თავის რეზიდენციად აქცია. აშოტ ბაგრატიონზე ცოტა ადრე დაიწყო ამ მხარეში მოღვაწეობა, უდიდესმაა სასულიერო პირმა გრიგოლ ხანძთელმა. ამ ორი პიროვნების საქმიანობებმა ჩაუყარა საფუძველი ტაო-კლარჯეთის გაძლიერებას. შეიძლება ითქვას რომ აშოტის და გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობით იწყება საქართველოს გაერთიანება. ბიზანტიის იმპერიამ აშოტს კურაპალატის ტიტული უბოძა. ფორმალურად აშოტს ბიზანტია მფარველობდა, რეალურად კი აშოტს მხოლოდ თავისი ძალებით უხდებოდა სამთავროს გაძლიერება.აშოტის დროს სამთავროს ფარგლებში შევიდა: შავშეთიტაოსამცხეჯავახეთიარტაანი. მან შეძლო შემოეერთებიანშიდა ქართლის ნაწილიც. აშოტის პოლიტიკას მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა ქვეყნის შიგნით. ისტორიკოს სუმბატ დავითის ძის გადმოცემით . აშოტი 826 წელს შეთქმულებმა მოკლეს მეფე. აშოტ კურაპალატს დარჩა სამი ვაჟი: ადარნასებაგრატი და გუარამი. კურაპალატობა და ქვეყნის მართვა ბაგრატს ერგო. ბაგრატიონთა შტო ორად გაიყო არტანუჯელ (ადარნასეს მემკვიდრეები) და ტაოელ ბაგრატიონთა (მომავალში ერთიანი საქართველოს მეფეები). გუარამის შთამომავლობა ბაგრატიონთა საგვარეულოს შიგნით ამტყდარი შინაომის დროს ამოწყდა. აშოტის გარდაცვალების შემდეგ სამთავრო დასუსტდა და ტერიტორიებიც დაკარგა. 888 წელს ბაგრატ კურაპალატის შვილმა ადარნასემ მიიღო ქართველთა მეფის ტიტული. ამ დროიდან ტაო-კლარჯეთის სამეფოს ქართველთა სამეფო ეწოდა. ქართველთა სამეფო პატარ-პატარა სამთავროებისაგან შედგებოდა. ყველა ბაგრატიონს თავისი კუთვნილი სამფლობელო ჰქონდა. ნომინალურად მათი მმართველი ქართველთა მეფე იყო, მაგრამ ყველა თავისი ნებით მოქმედებდა.ცალკე პოლიტიკურ ერთეულა წარმოადგენდა თბილისის საამირო. არაბთა დასუსტების პარალერულად მცირდებოდა საამიროს ფართობიც. შიდა ქართლის დაკარგვის შემდეგ არაბებს მხოლოდ თბილისი და მისი შემოგარენი ემორჩილებოდა. ამირები ცდილობდნენ სახალიფოსგან დამოუკიდებლად ემართათ ეს ტერიტორია.

支持

gonjavar

コメント (1)

წანარები იყვნენ პირველი მოხევეები. მარტო დარიალის ხეობას კი არა, მთლიამ თერგის ხეობას აკონტროლებდნენ, თრუსოს ხეობის ჩათვლით