掲載する国 Georgia - エレヴォリュウション、最初のステップ - 06 May 2016 14:28 - 1
მინდა გაცნობოთ სასიხარულო ამბავი, ჩვენი თამაშის ადმინები ამ ვიკენდზე (7-8 მაისს), გვჩუქნიან 25%-იან ფასდაკლებებს კომპანიებისა და სავარჯიშოების განვითარებაში.
რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადრე პირველი დონის სავარჯიშოს მეორე დონეზე აყვანა გიჯდებოდათ 20 ოქრო, 25%-იანი სეილით თქვენ დაზოგავთ 5 ოქროს და გადაიხდით მხოლოდ 15 ოქროს გაძლიერებაში. იგივე ეხება კომპანიებსაც.
ასე, რომ არ გამოტოვოთ ფასდაკლებები და განავითარეთ თქვენი სავარჯიშოები, ან კომპანიები, თუ აქცენტი ვაჭრობაზე გაქვთ აღებული :)
ასევე, ჩვენი ბატონი პრეზიდენტის თხოვნით, შევეცდები მარტივად აგიხსნათ თუ როგორ უნდა გააძლიეროთ კომპანიები/სავარჯიშოები.
ამიტომ მოდით პირველ რიგში გასწავლით თუ როგორ ხდება სავარჯიშოების განახლება:
მთავარ გვერდზე ვეძებთ და ვაჭერთ და ჩამოთვლილთაგან ვირჩევთ Workout area-ს. რის შემდეგაც გადავდივართ სავარჯიშო გვერდზე.
თუ თქვენ 1000 ძალამდე აქაუნთი გაქვთ, მაშინ თქვენს მფლობელობაში იქნება 2 სავარჯიშო: Workout area და Beginners workout area (აქედან მეორე არის დამწყებთა დამხმარე სავარჯიშო, რომელიც გაქრება მას შემდეგ რაც თქვენ 1000 ძალას მიაღწევთ. შესაბამისად მისი განახლებაც არ შეიძლება).
განახლებისათვის სავარჯიშოების თავზე ნაცრისფერ კვადრატში თეთრ პლიუსის ნიშანს ვაჭერთ, როგორც ქვემოთ სურათში არის მოყვანილი:
შემდეგ გამოჩნდება ესეთი ფანჯარა:
შემდეგ ვაჭერთ ღილაკს და ვსიო, სავარჯიშო გაძლიერდა :)
ამის შემდეგ, ჩნდება ახალი ფანჯარა, სადაც თქვენ შეგიძლიათ:
ა) გაყიდოთ თქვენი კომპანია ბაზარზე
ბ) გააძლიეროთ
გ) დაშალოთ
მოკლედ, სულ ეს იყო მეგობრებო, თუ რაიმე კითხვები გექნებათ დაწერეთ კომენტარებში, ან მომწერეთ პირადი მესიჯი.
გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი გაზეთი და ხმა მიეცით სტატიას.
წინასწარ დიდი მადლობა! ☺
წარმატებები და Hakuna Mattata :)
支持
Blackfuryコメント (1)
vote