გამოქვეყნების ადგილი Georgia - პოლიტიკური დებატები და ანალიზი - 18 Nov 2016 11:26 - 0
პოლიტიკა — ეს არის: საზოგადოების და სახელმწიფოს მართვის ხელოვნება, საზოგადოებრივი იდეების ერთობლიობა და მისგან გამომდინარე მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფოებს, ხალხებს, ერებს, სოციალურ ჯგუფებს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან.
პოლიტიკას წარსულში განსაზღვრავდნენ სხვადასხვაგვარად, კერძოდ: როგორც ”სამეფო ხელოვნებას” ყველა სხვა ხელოვნების (ორატორული, სამხედრო, სასამართლო) სამართავად, როგორც უნარს ”ყველა მოქალაქის დაცვისა და მათ შორის უარესების უკეთესებად გარდაქმნისა” (პლატონი), როგორც ცოდნას სამართლიანი და ბრძნული მმართველობის თაობაზე (მაკიაველი), როგორც კლასთა ინტერესების ბრძოლას (მარქსი).

მხარდაჭერა
Yamamotoკომენტარები (0)