georgia

Publicēts Georgia - Vispārīgi un izklaide - 13 Feb 2017 07:19 - 0

საქართველო IX-X საუკუნეებშისაქართველოს გაერთიანება აუცილებლობას წარმოადგენდა. უპირველესად ეს იყო საგარეო ფაქტორი. მრავალრიცხოვან მტრისგან თავის დასაცავად. მართალია ამ პერიოდში სახალიფო დასუსტებული იყო მაგრამ მას მაინც შესწევდა იმდენი ძალა საქართველოსთვის დარტყმა მიეყენებია. სახალიფოსგან განსხვავებით ძლიერდება ბიზანტიის იმპერია, რომელიც ცდილობს დაკარგული გავლენის აღდგენას. ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მოითხოვს ერითიანი მონარქიის შექმნას. რაც მთავარია საზოგადოების ყველა ფენის ინტერესებში შედიოდა საქართველოს გაერთიანება. ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისთვის ძალზედ მძიმე იყო.აშოტ ბაგრატიონის გარდაცვალების შემდეგ, ტაო-კლარჯეთმა ვერ შესძლო ქართლის შენარჩუნება და ეს ტერიტორია კვლავ არაბებს დაუბრუნდა. ამ პერიოდისთვის სახალიფოში ძალზედ მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, სახალიფოს ცალკეულ პროვინციებში აჯანყებები იმართებოდა, ხალიფას აღარ ემორჩილებოდა ადგილობრივი ამირები. ამ გზას დაადგა თბილისის ამირებიც, მათგან ყველაზე ცნობილი ამირა საჰაკი, 23 წლის მანძილზე მართავდა თბილისს. IX საუკუნის შუა ხანებში არაბთა წინააღმდეგ სომხეთში დიდი აჯანყება დაიწყო. აჯანყების ჩასახშობად, საჰაკის დასამორეჩილებლად და საერთოდ კავკასიაში გავლენის განსამტკიცებლად , სახალიფომ ბუღა თურქი გამოგზავნა. ბუღა თურქი სასტიკად გაუსწორდა სომხებს და თბილისისკენ დაიძრა. მან საჰაკს ელჩი გაუგზავნა და დამორჩილება შესთავაზა , რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. ბუღა საქართველოში შემოვიდა და თბილის ალყა შემოარტყა, მის მოკავშირედ გვევლინება ბაგრატ აშოტის ძე. ბაგრატი არაბების საშუალებით ცდილობდა მისი მდგომარეობის განმტკიცებას. მისი უმცროსი ძმა გვარამ მამფალი კი არაბების წინააღმდეგ გამოვიდა. ბუღა თურქის წინააღმდეგ მოქმედებდა კახეთის ქორეპისკოპოსიც და აფხაზეთის მეფეც. 853 წლის 3 აგვისტოს ბუღამ თბილისი აიღო და გადაწვა.საჰაკის მოკვეთილი თავი კი ხალიფას გაუგზავნა. თბილისის აღების შემდეგ ბუღა თურქმა მისი სარდალი ზირაქი გაგზავნა აფხაზთა მეფის წინააღმდეგ. ზირაქი დამარცხდა და უკან დაიხია. სწორედ ზირაქმა დაატყვევა ქართველი დიდაზნაური კონსტანტი-კახი. მან უარი განაცხადა ისლამის მიღებაზე.რისთვისაც ის სიკვდილით დასაჯეს.914 წელს საქართველოში შემოიჭრა სამხრეთ აზერბაიჯანის ამირა აბულ-კასიმი. ის ჯერ თბილისს მოადგა შემდეგ გადავიდა კახეთში. აბულ კასიმმა ააოხრა ქართლიც და სამცხეც. აბულ კასიმი იყო ბოლო არაბი სარდალი რომელიც საქართველოში შემოვიდა. უკვე საქართველოში არაბთა მმართველობის აღდგენა შეუძლებელი გახდა.საქართველოს გაერთიანებას ხელს უშლიდა ბიზანტია .ბიზანტიის იმპერატორები ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენლებს შორის შუღლს აგდებდნენ და ამ გზით ცდილობდნენ დაესუსტებინათ ქართველთა სამეფო. თუ საშუალება მიეცემოდა ბიზანტია აქტიურად ერეოდა აფხაზეთის სამეფოს საქმეებშიც.IX საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერიის ტახტს, ბასილ I იკავებს. მან ჩაუყარა საფუძველი მაკედონურ დინასტიას. ამ პერიოდიდან იწყება ბიზანტიის სიძლიერის განახლება. თუ ბიზანტია აშოტ დიდის დროს ხელს უწყობდა ტაო-კლარჯეთის სამეფოს გაძლიერებას, არაბებთან საბრძოლველად, მას შემდეგ, რაც არაბთა სახალიფო დასუსტდა, ბიზანტიისთვის მიუღებელი გახდა ქართული სამეფო სამთავროების გაძლიერება და საქართველოს გაერთიანება.საქართველოს სამეფო-სამთავროებს შორის წარმოებულ ბრძოლებში ხშირად ერეოდნენ სომხური სამეფოებიც. მათ მოახერხეს მიეტაცებინათ, ქვემო ქართლის ნაწილი. ამ ტერიტორიაზე X საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა ლორე-ტაშირის სამეფო, რომლის ცენტრი სამშვილდე იყო. ტაო-კლარჯეთის დასუსტების შემდეგ ერთი პერიოდი გაძლიერდა კახეთის საქორეპისკოპოსო, მაგრამ უკვე X საუკუნის დასაწყისიდან უპირატესობას აფხაზთა სამეფო იგდებს ხელთ. აფხაზთა მეფემ კონსტანტინე III-მ დაიკავა შიდა ქართლის ნაწილი და აქ თავისი ერისთავი დანიშნა. მანვე კახეთის ქორეპისკოპოსთან ერთად ილაშქრა ჰერეთში, დაამარცხა ჰერეთის მეფე და ციხეები დაიკავა. კიდევ უფრო გაძლიერდა აფხაზთა სამეფო გიორგი II-ის მმართველობის დროს (922-957 წწ.). ქართლის აზნაურებმა გიორგი II-ს მისი ძე კონსტანტინე აუჯანყეს. რომელიც მეფეს ქართლის ერისმთავრად ჰყავდა დანიშნული. მეფემ დაამარცხა განმდგარი შვილი და კიდევ უფრო დაიმორჩილა შიდა ქართლი. ამის შემდეგ გიორგი II-მ კახეთის ქორეპისკოპოსს შეუტია. ქორეპისკოპოსმა მორჩილება გამოუცხადა გიორგი II-ს, თუმცა როგორც კი ის დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა, ქართლის აზნაურების წაქეზებით ის კვლავ განუდგა აფხაზთა მეფეს. შიდა ქართლის აზნაურებს არ სურდათ დამორჩილებოდნენ მეფის მტკიცე ხელისუფლებას, მათ სურდათ თვითონ ემართად სამეფო. მათ ამჯერადაც მარცხი განიცადეს. აფხაზეთს ქართლის მტკიცეთ ჰქონდათ დამორჩილებული და დათმობას არ აპირებდნენ. გიორგი II-მ კახეთის წინააღმდეგ ბრძოლა თავის შვილ ლეონს დაავალა.გიორგი II-ს გარდაცვალების შემდეგ მეფე გახდა ლეონი. ლეონის მმართველობის დროს აფხაზთა სამეფოს შემადგენლობაში ჯავახეთიც შევიდა. ამ დროისთვის აფხაზეთი ყველაზე ძლიერი იყო ქართულ სამეფო სამთავროებს შორის. ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც აფხაზთა სამეფო ტახტი გიორგი II-ის ძემ თეოდოსმა დაიკავცა. თეოდოსი თავის დროზე აუჯანყდა თავის ძმას დემეტრს და სამეფო ტახტის დაკავება მოინდომა. აჯანყებული თეოდოსი შეიპყრეს და თვალები დასთხარეს. 975 წელს თეოდოსი ტახტზე ავიდა რადგან სხვა კანონიერი მემკვიდრე აღარ იყო . ცხადი იყო რომ მას ქვეყნის მართვა მტკიცედ არ შეეძლო. ამით ისარგებლა კახეთის ქორეპისკოპოსმა და ქართლის დაკავებას შეეცადა. კახელებმა ქართლში ილაშქრეს და უფლისციხე დაიკავეს.

Ziedot

Komentāri (0)