Georgian News

Cavea - Avīze no Georgia -

Publicēts Georgia - Pirmie soļi eRevollution - 03 Mar 2016 12:25 - 2

http://gov.ge/imgs/president-banner-eng.jpg

 

 მოგესალმებით, ეს არის ჩემი პირველი სტატია ამიტომ გადავწყვიტე, რომ ისეთი ყოფილიყო, რომელიც ქვეყანაში არსებულ პრობლემებს მცირედით მაინც გადაჭრიდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ინტერვიუ ამეღო საქართველოს პრეზიდენტისგან, რადგანაც ამ ბოლო დროს მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა.


ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ BlackFury _ სთან:

1) დღეს გამოქვეყნდა სტატია რომელშიც საქართველოს მთავრობას ბრალს დებენ სახელმწიფო ბიუჯეტის არასამართლიანად გამოყენებაში. http://prnt.sc/aastv3 _ რა განცხადებას გააკეთებთ ამ საკითხთან დაკავშირებით? 
ის თანხა რომელიც ბიუჯეტიდან ავიღეთ გადაიცვალა ოქროში და დაიხარჯა ირანთან ნაპ-ში, როგორც კი ირანი დაიბრუნებს საკუთარ მიწებს ეს თანხა უკან დაგვიბრუნდება, ასე რომ სახელმწიფო სახსრები არამიზნობრივად არ დახარჯულა.

2) Ready to Die-მ განაცხადა რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, როგორ შეაფასებთ მის გადაწყვეტილებას?
ლაშას კარგად ვიცნობ და ეს ის შემთხვევაა, როდესაც არ დამწყდება გული თუ მასთან წავაგებ, რადგან ვიცი ქვყნისთვის კარგი უნდა ისევე როგორც მე.

3) როდის აპირებთ სომხეთის დანარჩენი რეგიონების შემოერთებას? http://prnt.sc/aasw3h
სომხეთზე ომის გამოცხადების კანონი უკვე გასულია ასე რომ, როგორც კი ემირატებთან ომს მოვრჩებით მაშინვე დაიწყება სომხეთის მიწების დაბრუნება.

4) რომელი ბონუსების ასაღებად მიმდინარეობს ომი გაერთიანებულ ემირატებში და თუ არსებობს კონკრეტული გეგმა ბონუსებთან დაკავშირებით? 
გაერთიანებულ ემირატებში ომი იარაღისა და სახლის ბონუსებისთვის მიმდინარეობს, ასევე ჩვენ გვაქვს დადებული შეთანხმება რომლის თანახმადაც ყველა ის რეგიონი რომელიც საკვების ბონუსს ფლობს ისევ ემირატებს დარჩება ხოლო დანარჩენი ჩვენ.
 
5) საუდის არაბეთის ტერიტორიების დაპყრობა თუ იგეგმება და თურქეთი რა აზრის არის ამ შემთხვევაში?
საუდის არაბეთის თემაზე ჯერ საუბარი ადრეა, ასე რომ გაგაგებინებთ თუ რაიმე სიახლე იქნება.

6) როდის იგეგმება ირანული მიწების ირანელებისთვის დაბრუნება? 
წესით ხვალ უკვე უნდა დაბრუნდეს ირანს საკუთარი მიწები.

7) როგორ ფიქრობთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას შეძლებთ?
არჩევნებში გამარჯვება ჩემზე კი არა ხალხზეა დამოკიდებული, თუ მათ უნდათ იცხოვრონ ქვეყანაში, სადაც შეძლებენ განვითარებას მომეცით ხმა!

P.S ხმის მიცემა არ დაგავიწყდეთ რათა ბევრმა მოთამაშემ ნახოს ;)

Ziedot

Death Angel AzrielBlackfuryGeorgian Wolff

Komentāri (2)

S+V
ase dzmao iaqtiuret