Објавено во Georgia - Политички дебати и анализи - 16 Oct 2016 11:46 - 0
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ სირიაში იწყება ოპერაცია „ევფრატის ფარის“ ახალი ფაზა - შეტევა ისლამისტებისთვის წმიდა ქალაქ დაბიკზე, რომელიც პროვინცია ალეპოში მდებარეობს. ეს განცხადება მან გააკეთა შვეიცარიაში, აშშ-ის, რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელთა შეხვედრაზე. ამავე დროს ქალაქ ალეპოში მწვავდება ბრძოლები ალყაშემორტყმული ქალაქის აღმოსავლეთ რაიონებზე კონტროლისთვის. შეტევით ოპერაციას აწარმოებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის არმია რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით.
Поддржи
Коментари (0)