Објавено во Georgia - Социјална интеракција и забава - 08 Apr 2017 00:11 - 4
.. მუსიკებს, ვუსმენდი, ვმღეროდი, ცოტას ვსვამდი კიდეც. ჩემი გართობა დასრულა მაშინ, როა კარზე განმეორებითი კაკუნი გავიგე, ვიფიქრე. რომ ისევ ადამი იყო,ამიტომ გადავწყვიტე კარი არ გამეღო, მაგრამ ბოლოს ყელში ამომივიდა კაკუნის და ზარის ხმა, ამიტომ გაბრაზებული მივედი კართან და გავაღე. იქ ერთი ადამიანიც კი არიყო. აქეთ-იქით გავიხედე, მეგონა ბავშვები მაიმუნობდნენ, მაგრამ არა. კარს დაკეტვას რომ ვაპირებდი, დაბლა დადებული ტორტი დავინახე. ავიღედა გემო გავუსინჯე. ძალიან გემრიელი იყო, ტორტს გვერდიდან შევხედე და პატარა ბარათი დავინახე. გავხსენი და დავინახე ასეთი წარწერა: "აბა მეძინებაო?!". ტორტი დავაგდე, ფეხი დავაბიჯე და კარები ჩავკეტე. დასაწოლად მოვემზადე- გამოვრთე ტელევიზორი და კომპიუტერი და საჭირო ოთახში ჩავიკეტე.(იქ 1-2 საათით ვრჩებოდი ხოლმე, რადგან დიდ სარკეში ყურება მიყვარდა.) როცა ყველაფერი "მოვაგვარე", გავაანალიზე, რომ 15 წუთზე მეტი ხანი არ გავჩერებულვარ. ამაზე გამეცინა( მეც არვიცი რატომ.) საწოლისკენ გავემართე. ვერ მოვითმინე და სარკეში კიდევ ერთხელ ჩავიხედე. სანამ სარკეში ვიხედებოდი, ვიღაამ მხარზე ბრჭყალები ჩამომისვა. გავფითრდი, ნელა შემოვტრიალდი და დიდად გამეცინა, რადგან მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ჩემი კატა იყო, რომელსაც მოფერება უნდოდა. მოვეფერე და საწოლში ჩავწექი. მაგრამ აზრი?! მაინც ვერ დავიძინე და ტელეფონი ავიღე. შევძვერი Facebook-ში და ცოტახანი იქ ვიბოდიალე. (აე 4:20 წუთი იყო) მალე ბიქსის ( კატის) კნავილი გავიგე. ვიფიქრე, რომ შიოდა, მაგრამ მეზარებოდა ადგომა. მისი კნავილი უფრო იზრდებოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მას ვიღაცა ახრჩობდა, ის კი დახმარებას მე მთხოვდა.
Поддржи
DstranGE