Gelston

KAMEHAMEHA - Весник од Georgia -

Објавено во Georgia - Политички дебати и анализи - 11 Jun 2020 15:37 - 0

დღესდღეისობით მსოფლიოს დემოკრატიულ სამყაროში არსებობს მმართველობის 3 ტიპი მინდა მოგიყვეთ ამ ფორმებზე და განვიხილოთ რომელია უკეთესი და რომელი ცუდი

1) საპრეზიდენტო სისტემა

სისტემა სადაც ქვეყნის პირველი პირი (პრეზიდენტი) ასევე მთავრობის ლიდერიცაა კანონმდებლობის მიხედვით პრეზიდენტი შეუზღუდავი (გარკვეული უფლებებისა) ძალაუფლებით სარგებლობს წარმოადგენს ქვეყანას სხვა ქვეყნებში (სამიტებზე, სხდომებზე და ასე შემდეგ) აკონტროლებს ქვეყნის შიდა საკითხებს და არ ჰყავს ზედამხედველი ორგანო ასეთი ქვეყნებია: აშშ, ბრაზილია, თურქეთი, მექსიკა...

2) ნახევრად-საპრეზიდენტო სისტემა 

მმართველობა სადაც უფლებები გადანაწილებულია პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის მოკლედ რომ აგიხსნათ ქვეყნის გარე საკითხებს პრეზიდენტი აგვარებს შიდას კი პრემიერ-მინისტრი 
მთავრობის მეთაური პრემიერ-მინისტრია რომელიც ნიშნავს და ხსნის მინისტრებს პარლამენტი კი აკონტროლებს პრეზიდენტის მუშაობას 
ნახევრად-საპრეზიდენტო სისტემას იყენებენ ქვეყნები:რუსეთი, საქართველო(2012 წლამდე) საფრანგეთი, პორტუგალია და რამდენიმე აფრიკის ქვეყანა.

3) საპარლამენტო სისტემა

სისტემა სადაც ქვეყნის მთავარი ორგანო(პარლამენტი) იღებს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, აქ პირველი პირი სიმბოლურად პრეზიდენტია, მაგრამ უფლებებით პრემიერ-მინისტრი არის ყველაფრის გამგე ის იღებს დავალებებს პარლამენტისგან ან თავის გადაწყვეტილებას გადასცემს პარლამენტს რომელსაც შემდეგ დაამტკიცებენ ან არა. ქვეყნები რომლებიც იყენებენ ამ მმართველობის ტიპს არიან: საქართველო(2012-დღემდე) სომხეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, შვეიცარია, იტალია, გერმანია ისრაელი და სხვა.

ნახვამდის სტატიის ავტორი: Aaron Gelston (KAMEHAMEHA)

Поддржи

Коментари (0)