Објавено во Georgia - Социјална интеракција и забава - 06 Jun 2016 04:46 - 16
მოგესალმებით ყველას, გათენდა ახალი დღე და აგერ უკვე პრეზიდენტი ვარ (:D),რაც დამეთანხმებით საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. ამისათვის პირველ რიგში მადლობა თქვენ, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ხმა მომცა, ასევე დიდი მადლობა ოპონენტებს და მათ მხარდამჭერებს აქტიურობისათვის.
გეგმები
რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ჩემი მთავარი საზრუნავი იქნება სტაბილურობა შევინარჩუნო ქვეყანაში და მოთამაშეების განვითარებისთვის ხელსაყრელი სიტოაცია შევქმნა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში არ ვაპირებ ვინმესთან ფართომაშტაბიანი ომის დაწყებას თუ რათქმაუნდა რამე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდა მსოფლიოში ( ჩემი პირადი სურვილი იქნებოდა, რომ "უახლოესი მომავალი" რამდენიმე თვეს მოიცავდეს). თუმცა ბრძოლები მაინც მოგვიწევს, ძირითადად ეს მოკავშირეების დახმარებით შემოიფარგლება. საგარეოს მხრივაც არ ვგეგმავ რაიმე გრანდიოზულ ცვლილებას, მპპ-ებს ისევ იგივე ქვეყნებს გავუფორმებთ და შევეცდებით ნეიტრალური დავიჭიროთ სანამ სიტოაცია არ შეიცვლება, მერე კი დრო გვიჩვენებს ყველაფერს. არ გამოვრიცხავ ასევე ურთიერთობების დათბობას ირანთან და რამდენიმე მცირე ქვეყანასთან. ჩემი მმართველობის პერიოდში ვისურვებდი, რომ განვითარებისა და გაძლიერების ხანა ყოფილიყოს, რესურსების შევსებისა და ეკონომიკური აღმავლობის....
და ბოლოს...
წარმატებებს გისურვებთ ყველას, განსაკუთრებით ახლებს , რომელთა გაძლიერება ყველაზე პრიორიტეტულია. გირჩევდით რომ პირველ რიგში სავარჯიშო აწიოთ რათა მალე მოძლიერდეთ და მტრებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოთ... ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს ღირს თუ არა დარჩენა, პირდაპირ გეტყვით, რომ აქ საფიკრალი არაფერია :) გააგრძელეთ თამაში და დამიჯერეთ აარ ინანებთ, უდიდეს სიამოვნებასა და კერგ მოგონებებს დაგიტოვებთ.... შეიძენთ უამრავ მეგობარს, ბევრს იცინებთ, ბევრს ინერვიულებთ, და ადრენალინით დაიმუხტებით(როცა სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს მაშინ გაიხსენეთ ეს სიტყვები).
პ.ს. სამთავრობო გუნდის შესახებ ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ.
Поддржи
Giorgi BurashviliHeisenbergiluka304Death Angel Azrielzaza checheКоментари (16)