Објавено во Georgia - Политички дебати и анализи - 10 Jun 2016 04:11 - 60
Donate & დაფინანსება
სახალხო აზრის დეპარტამენტი
ვაპირებ ჩამოვაყალიბო დეპარტამენტი მოცემული სახელწოდებით რომლის ფუნქცია იქნება მოისმინოს და შეკრიბოს ყველა ის პრობლემა , რომელიც მოსახლეობას აწუხებს და ყოველი კვირის შაბათ დღეს განიხილოს მთავრობასთან ერთად. ყველაზე აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად მივიღებთ გარკვეულ ზომებს. მაგ: თუ 5-6 კაცს ეწერა რომ არ ყოფნით ფული მუშების ხელფასების ასანაზღაურებლად, ეს ნიშანი იქნება ჩვენთვის რომ გავატაროთ მონეტარული პოლიტიკა, ანუ მივაწოდოთ ბაზარს cc. ხელმძღვანელის ადგილი ვაკანტურია!!!
p.s. 2 დღით 15 გოლდ მასესხე და დაგიბრუნებ, სიგარეტი მომე ან ლუდი დამალევიე მოთხოვნები არ განიხილება :D
სამხედრო რეფორმა
დავით კოდუას ინიციატივითა და სახელმწიფოს მხარდაჭერით ვგეგმავთ გავატაროთ სამხედრო რეფორმა მოთამაშეების დივიზიებად დაყოფის სახით. სულ იქნება 4 დივიზია, რომელიც მოთამაშეების ძალათა შესაბამისად გაიყოფა----- 1დივ:0-700; 2დივ:700-1500; 3დივ:1500-2000; 4დივ:2000+.....
თითოეული დივიზიონისთვის შეიქმნება ცალკე სკაიპ-გრუპა,მათ ეყოლებათ ხელმძღვანელი და მოადგილე, ქვეყნის პრეზიდენტი და ერთი მთავრობის წევრი ყველა ჩათში იქნება. დივიზიონებში გადანაწილებისათვის მიმართეთ sarijaa-ს ან deviko99-ს.
p.s. ეს იდეა ტესტირების პროცესშია ანუ ბეტა ტესტს გადის, დიდი იმედი გვაქვს რომ თითოეული თქვენგანი მჭიდროდ ითანამშრომლებს ჩვენთან და ერთად შევძლებთ მობილური არმიის შექმნას.
სავალუტო კურსი
აღნიშნული რეფორმა ჩემს პირად ინიციატივას წარმოადგენს , რომელსაც ფინანსთა მინისტრთან ერთად განვიხილავ და იმედი მაქვს რომ თქვენც ამყვებით, ამიტომ თითოეული თქვენგანის აზრი მაინტერესებს, როგორც მუშის, ასევე დამსაქმებლის. მაშასადამე იდეაში მაქვს რომ ლარი-ოქროს კურსი საბოლოო ჯამში სტაბილურად 1-100-ზე დავიყვანო. ამას ბევრი პრობლემა შეიძლება ახლდეს თან, მათ შორის უკმაყოფილება დამსაქმებელთა მხრიდან ან ხელფასების დაწევა, ამიტომ მზად ვარ თითოეულის აზრიი მოვისმინო.
განხორციელების 3 გზა:
1) ბიუჯეტიდან გამომაქ დიდი ოდენობით ოქრო და ვდებ მონეტარულ ბაზარზე, ოქროს მიწოდების გაზრდა გამოიწვევს მისი ფასის დაცემას და ამ გზით დაიწევს 100 ლარამდე ( ამ გზას ყველაზე ნაკლებად ვისურვებდი რადგან ბიუჯეტის ოქროზე თითის დაკარება არ მინდა)
2)ბაზარზე გამოვიწვევ ლარის შიმშილს, ანუ მწარმოებლებს ლარის დეფიციტი შეექმნებათ და როდესაც მაღალი კურსით იყიდიან ლარს და მაინც არასაკმარისი იქნება ეს, მასინ იძულებული გახდებიან 1 გოლდით დათანხმდნენ 100 ლარის ყიდვასაც კი, ვინაიდან უკეთესი შეთავაზება უკვე აღარ იქნება ბაზარზე.
3)ეს გზა რეალურ ეკონომიკაში სრული აბსურდია, მაგრამ აქ შეიძლება ფსონი გავაკეთოთ. ანუ თუ ყველა თანახმა იქნება, შევთანხმდებით სიტყვით, რომ მაგალითად დღეიდან ვისაც უკვე უდევს ან აწი აპირებს დადებას, 1 გოლდს დადებს 100 ლარად და პირიქით 1 ლარს 0.01 გოლდად....
დღეისათვის სულ ეს იყო... დაავოუთეთ რომ ყველამ ნახოს და დაწერეთ თქვენი მოსაზრება აუცილებლად....
Поддржи
AnanoAnanoGEO FIGHTERGEO FIGHTERDareDevilzaza checheHalshleyHughHughКоментари (60)