არსენალი

irakli15 - Jornal de Georgia -

Publicado em Georgia - Entreterimento e interações sociais - 20 Jun 2016 03:16 - 1

ლაზიკაქვეითთა საბრძოლო მანქანაქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“,  სამხედრო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე შეიქმნა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ფინანსდება. ასევე „დელტას“ ბაზაზეა შექმნილი „დიდგორი“ 1 / 2-ის ტიპის ჯავშანმანქანებიც, რომელთა პრეზენტაციაც გასული წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე გაიმართა და სხვა მრავალი განსხვავებული ტიპის, დანიშნულებისა და კალიბრის შეიარაღება, ისევე როგორც პირველი საქართველოში დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატი.პირველი ქართული ქვეითთა საბრძოლო მანქანის ჯავშანი კომბინირებულია და შუბლა ნაწილში ის 200 მეტრიდან ნასროლ 14.5 x 114 მილიმეტრი კალიბრის Б32-ის ტიპის ჯავშანგამტანი ტყვიებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. ხოლო საბრძოლო მანქანის ბორტები და უკანა ნაწილის დაჯავშნა გათვლილია 7.62-მმ-იანი ჯავშანგამტანი ტყვიებისაგან დაცვაზე. „ლაზიკას“ ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა  STANAG-ის IV დონეს პასუხობს, რაც გულისხმობს იმას, რომ საბრძოლო მანქანა ქვემოდან 10 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქებას უძლებს.http://intermedia.ge/uploads/article_images/small/4191334741751.jpgთავისი წონისა და პროპორციების გათვალისწინებით, „ლაზიკა“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგად დაცულ ქვეითთა საბრძოლო მანქანად მიიჩნევა. მისი ჯავშანი თავისი შემადგენლობით ებრაული საბრძოლო მანქანების ჯავშნის შემადგენლობის მსგავსია.საბრძოლო მანქანის დაცულობის გასაუმჯბესებლად, „ლაზიკას“ კორპუსის წინა, ზემო ნაწილზე დაყენებულია რვა ერთეული საკვამლავი ყუმბარის გამშვები მოწყობილობა. მანქანაზე ასევე შესაძლებელია ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურებისაგან დაცვისა და ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟება.ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკას“ ამჟამინდელი შეიარაღება  2A14-ის ტიპის 1 x 23 მილიმეტრი კალიბრის ავტომატური ქვემეხისა და მასთან შეწყვილებული 1 x  7.62-მმ-იანი ПКТ-ს ტიპის ტყვიამფრქვევისაგან შედგება. ავტომატური ქვემეხიცა და ტყვიამფრქვევიც დისტანციურად მართვად მოდულზეა დამონტაჟებული.გარდა ამისა, ძირითადი შეირაღების სახით „ლაზიკაზე“ ასევე შესაძლებელია 120-მმ-იანი ნაღმსატყორცნის დაყენებაც და საბრძოლო მანქანის თვითმავალ ნაღმსატყორცნად გადაკეთება. მოდულური დიზაინის გამო, მის ბაზაზე ასევე ძალიან მარტივად შეიძლება მრავალი სხვადასხვა ტიპის დასავლური თუ აღმოსავლური წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თუ ტანკსაწინააღმდეგო სისტემების დაყენება, ოპერატორის სურვილიდან გამომდინარე.მანქანის ერთ-ერთ მთავარ ნაკლად ითვლება ის, რომ მისი შეიარაღების სისტემა ორ სიბრტყეში სტაბილიზებული არ არის, რაც მოძრაობისას ზუსტი სროლის შესაძლებლობას არ იძლევა, გაჩერებული მანქანა კი მოწინააღმდეგისათვის იოლ სამიზნეს წარმოადგენს. თუმცა, როგორც ამბობენ, ამ ნაკლის გამოსასწორებლად მუშაობა უკვე მიმდინარეობს.ახალშექმნილი ქართული ქვეითთა საბრძოლო მანქანა ასევე აღჭურვილი ცეცხლის მართვის სისტემით,  სადღეღამისო და თერმული ხედვის კამერებით. ეს კამერები დამონტაჟებულია დისტანციურად მართვად საიარაღო მოდულსა და მძღოლ-მექანიკოსის კაბინაში. ამ აღჭურვილობის გამოყენებით „ლაზიკას“ ეკიპაჟს საბრძოლო მანქანიდან გადმოუსვლელად დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მეტეოროლოგიურ პირობებში შეუძლია სამიზნის აღმოჩენა, იდენტიფიკაცია და საჭიროების შემთხვევაში  ცეცხლის გახსნაც.„ლაზიკა“ ასევე აღჭურვილია „ჩემი-სხვისი“ ამომცნობი სისტემით, რომელიც ძირითადი საბრძოლო ტანკების ანალოგიური დანიშნულების სისტემის მსგავსია. მასში გამოიყენება უახლესი საკომუნიკაციო და  თანამგზავრთან დაკავშირებული სანავიგაციო სისტემები.ქვეითთა საბრძოლო მანქანის დაჯავშნული კორპუსი მუხლუხა შასიზეა ბაზირებული. ძრავის განყოფილება კორპუსის წინა ნაწილში, მარჯვენა მხარესაა განთავსებული, მის მარცხნივ კი მძღოლ-მექანიკოსისა და მეთაურის განყოფილება მდებარეობს. დესანტის განყოფილება  მანქანის უკანა ნაწილში მდებარეობს.„ლაზიკას“ ეკიპაჟი სამი კაცისაგან, მძღოლ-მექანიკოსის, მეთაურისა და მსროლელ-ოპერატორისაგან შედგება. ქვეითთა საბრძოლო მანქანას დამატებით კიდევ შვიდი სრულად აღჭურვილი სამხედროს გადაყვანა შეუძლია დესანტის სახით. საბრძოლო მანქანის დესანტი უზრუნველყოფილია სპეციალური, ნაღმების აფეთქებისადმი ნაკლებმგრძნობიარე ინდივიდუალური  სავარძლებით. დესანტს მანქანის დატოვება და მასში შესვლა საბრძოლო მნქანის უკან განთავსებული აპარელიდან შეუძლია. აპარელში ასევე ამოჭრილია საავარიო გასასვლელიც.  აპარელსა და საავარიო გასასვლელის გაღება-დაურვა ავტომატურად ხება. „ლაზიკას“ ასევე აქვს ოთხი ლუკიც, რომლებიც მაღლა, სახურავზე არის განლაგებული. ისინი, ძირითადად, დაკვირვებისა და დაზვერვისთვის არის გათვალისწინებული, თუმცა ამ ლუკებიდან, საჭიროების შემთხვევაში, მანქანაში მსხდომ დესანტს ასევე უპრობლემოდ შეუძლია თავიანთი საშტატო იარაღით ცეცხლის გახსნა.ქვეითთა საბრძოლო მანქანის საბრძოლო წონა 14 ტონაა. სხვა თანამედროვე ქვეითთა საბრძოლო მანქანებთან შედარებით, რომელთა წონაც ხშირად 30 ტონასაც უახლოვდება და ზოგჯერ აღემატება კიდეც, ქართული „ლაზიკა“ საკმაოდ მსუბუქია.ძალური დანადგარის სახით ქართული ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე დაყენებული 300 ცენისძალიანი ტურბოდიზელის ძრავი. აღნიშნული ძალური დანადგარი საბრძოლო მანქანას მაქსიმალურ 70 კმ/სთ სიჩქარეს ანიჭებს. მანქანის სვლის მარაგი 200 კილომეტრია, მასზე შესაძლებელია საწვავის დამატებითი ავზების დამონტაჟება. ამ შემთხვევაში მანქანის სვლის მარაგი 400 კილომეტრს შეადგენს.მუხლუხა შასი ქვეითთა საბრძოლო მანქანას რთული რელიეფის პირობებში მაღალ მობილურობას, დაბრკოლებათა გადალახვის უკეთეს უნარსა და კარგ გამავლობას  ანიჭებს, თვლიან ქვეითთა საბრძოლო მანქანებთან შედარებით. „ლაზიკას“ 60%-იანი აღართისა და 30%-იანი გვერდითი დახრილობის დაძლევა შეუძლია. მანქანას ასევე შეუძლია დაძლიოს 70 სანტიმეტრი სიმაღლის ვერტიკალური წინაღობა და შეუძლია გადალახოს 2 მეტრი სიგანის თხრილი.ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები:შეიარაღებაში მიიღეს2012ეკიპაჟი3 კაციდესანტი7 კაციწონა და ზომები:წონა14 ტსიგრძე?სიგანე?სიმაღლე?შეიარაღება:ქვემეხი23-მმ-იანიტყვიამფრქვევი1 x 7.62-მმ-იანისაბრძოლო კომპლექტი:ჭურვები150ვაზნები500მობილურობა:ძრავადიზელისძრავის სიმძლავრე300 ცხ. ძალამაქსიმალური სიჩქარე ტრასაზე70 კმ/სთსვლის მარაგი200 კმმანევრულობა:დახრილობა60%გვერდითი დახრილობა30%ვერტიკალური წინაღობა0.7 მთხრილი2 მწყლიანი დაბრკოლების დაძლევა1.2 მ


Patrocinador

Comentários (1)

6 welia lazikaze vart gachedili Laugh Sad