Publicado em Georgia - Entreterimento e interações sociais - 25 Jun 2016 07:16 - 0
Barrett M82A1 – M82A2 – M82A3მსხვილკალიბრიანი ანტიმატერიალური სნაიპერული შაშხანა
ცეცხლსასროლი იარაღების მწარმოებელი კომპანია Barrett Firearms-ი რონი ბარეტმა 1982 წელს დააარსა. მისი ერთადერთი მიზანი მძლავრ, .50-კალიბრიან BMG-ის ტიპის ვაზნებზე გათვლილი ნახევრად ავტომატური სნაიპერული შაშხანების წარმოების დაწყება იყო. აღნიშნული ტიპის ვაზნები თავდაპირველად M2 „ბრაუნინგის“ ტიპის მძიმე ტყვიამფრქვევისათვის შეიქმნა და მის მიერვე გამოიყენებოდა. რონი ბარეტმა თავის მსხვილკალიბრიან ანტიმატერიალურ სნაიპერულ შაშხანაზე მუშაობა 1980-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, ხოლო პირველი შაშხანა 1982 წლისათვის შექმნა, სწორედ აქედან მომდინარეობს შაშხანის აღნიშვნა M82-იც, სადაც რიცხვი „82“ შაშხანის შექმნის თარიღს აღნიშნავს. რონი ბარეტმა ამის შემდეგაც განაგრძო მუშაობა თავისი შაშხანის სრულყოფისა და გაუმჯობესებისათვის, რის შედეგადაც, ოთხი წლის შემდეგ, 1986 წლისათვის შექმნა გაუმჯობესებული ვერსია M82A1. რონი ბარეტისა და მისი კომპანიის პირველი რეალური წარმატება 1989 წელს შვედეთის არმიის მიერ შეძენილი 100 ერთეული შაშხანა იყო. ამას ასევე მოჰყვა გაცილებით უფრო დიდი წარმატებაც 1990 – 1991 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა M82A1-ის ტიპის მრავალი ერთეული სნაიპერული შაშხანა შეიძინა. ამ პერიოდში ქუვეითსა და ერაყში ამერიკელები და მათი მოკავშირეები ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალსა“ და ოპერაცია „უდაბნოს ფარს“ ატარებდნენ, შაშხანებიც სწორედ ამისთვის ესაჭიროებოდათ. თავდაპირველად შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსმა 125 ერთეული შაშხანა შეიძინა, მალე ამას თან მოჰყვა შეკვეთები შეერთებული შტატების არმიისა და საჰაერო ძალებისაგანაც.ამერიკის შეეთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა M82A1 ცნობილია, როგორც SASR, ანუ „Special Applications Scoped Rifle“ – „სპეციალური გამოყენების ოპტიკურსამიზნიანი შაშხანა“. შაშხანი გამოიყენებოდა და დღემდე გამოიყენება როგორც ანტიმატერიალური იარაღი, მას ასევე ხშირად იყენებენ დანაღმული ან ფეთქებადი საგნების დისტანციიდან გასაუვნებლადაც.ამჟამად სნაიპერული შაშხანა Barrett M82 სულ მცირე 30 ქვეყნის შეიარაღებული ძალების, სპეცდანიშნულების რაზმებისა თუ პოლიციის შეიარაღებაში იმყოფება, მათ შორის არიან: აშშ, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, მექსიკა, პორტუგალია, საუდის არაბეთი, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო და სხვა. აღსანიშნავია, რომ Barrett M82 ასევე იმყოფება საქართველო სპეციალური დანიშნულების ძალების შეიარაღებაშიც.გარდა სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა, Barrett M82 ასევე ფართოდაა გავრცელებული სამოქალაქო პირებს შორითაც და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.შორ მანძილზე ეფექტური ცეცხლის წარმოების შესაძლებლობის, ტყვიის დიდი ენერგიისა და მაღალეფექტური საბრძოლო მასალის არსებობის გამო, მაგალითად, ისეთის როგორიცაა API-სა და Raufoss M213-ის ტიპის ვაზნები, მსროლელს საშუალება ეძლევა შორ მანძილზე მაღალი სიზუსტის გასროლებით დააზიანოს ისეთი სამიზნეები, როგორცაა რადიოლოკაციური სადგურები, სატვირთო ავტომობილები, აეროდრომებზე მდგარი შვეულმფრენები თუ თვითმფრინავები, შეუჯავშნავი და მსუბუქად შეჯავშნული სამხედრო ტექნიკა და სხვა.გარდა ამისა, „ბარეტ“ M82, რა თქმა უნდა, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მაგალითად სნაიპერების ან, თუნდაც პოლიციის მიერ, შორ დისტანციაზე მყოფი დამნაშავეების გასანეიტრალებლად. შაშხანა ასევე ეფექტურია იმ სამიზნეების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებიც რაიმე საფარს, მაგალითად, კაპიტალურ კედლებს არიან ამოფარებულნი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ტიპის .50BMG-ის ვაზნაზე გათვლილი შაშხანების შემთხვევაში, Barrett M82-ის ძირითად დანიშნულებას სულაც არ წარმოადგენს ცოცხალი ძალის წინააღმდეგ ბრძოლა, ვინაიდან ამ კალიბრზე გათვლილი შაშხანები დიდი სიზუსტით არ გმოირჩევიან.სნაიპერული შაშხანის შემდგომ განვითარებას „ბულპაპის“ კონსტრუქციით შექმნილი M82A2 წარმოადგენდა. ეს მოდიფიკაცია 1987 წელს შეიქმნა. შაშხანის ეს ვარიანტი ისე იყო კონსტრუირებული, რომ მისი სროლა მხარზე შემოდებული მდგომარეობიდან ხდებოდა. M82A2 შექმნილი იყო, როგორც იაფი შვეულმფრენების საწინააღმდეგო იარაღი. თავისი კონსტრუქციის გამო, ის შესაფერისი იყო მაღალმობილური სამიზნეების წინააღმდეგ საბრძოლველად. მიუხედავად ამისა, იარაღის ამ მოდიფიკაციით არავინ დაინტერესებული და, შესაბამისად, წარმატებაც არ მოუტიანია. მალე კი ის სრულიად ამოიღეს წარმოებიდან.შაშხანის მოდიფიკაცია M82A2, ძირითადად, M82A1-ისაგან განსხვავდება იმით, რომ მისი პისტოლეტის სახელური, სასხლეტთან ერთად მჭიდის წინ არის განთავსებული და არა მის უკან, ანუ ეს შაშხანა „ბულპაპის“ სქემის მიხედვითაა შექმნილი. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სნაიპერული შაშხანის ამ მოდიფიკაციას კონდახი ლულის კოლოფის ქვემოთ, ზუსტად მჭიდის უკანა მხარეს აქვს განთასებული. ამიტომაც, იარაღი ბეჭზე ზემოდან იდება, დაახლოებით ისე, როგორც ხელის გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები, მაგალითად РПГ-7. ხელში ჭერით სროლისას უკეთესი სტაბილურობისათვის იარაღის პისტოლეტის სახელურისა და სასხლეტის წინ, სალულის ქვემოთ ასევე განთავსებულია ერთი დამატებითი სახელურიც. ასევე წინაა გადაწეული და სალულის თავზეა მოთასებული შაშხანს ოპტიკური სამიზნე მოწყობილობაც.M82-ის ტიპის სნაიპერული შაშხანების ოჯახის უკანასკნელ მოდიფიკაციას M82A1M-ის ტიპის შაშხანა წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული ტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის შეიარაღებაში მიღებული ეს იარაღი M82A3 SASR-ის სახელწოდებით აღინიშნება. საზღვაო ქვეითებმა ამ შაშხანის საკმაოდ დიდი პარტია შეიძინეს. M82A1-ისაგან M82A3 ძირითადად განსხვავდება იმით, რომ ახალი შაშხანის ლულის კოლოფისა და სალულის მთელ სიგრძეზე Picatinny-ის ტიპის მიმმართველებია დაყენებული. ამ მიმმართველების წყალობით კი შაშხანაზე უამრავი სხადასხვა ტიპის ოპტიკური თუ სხვა ტიპის სამიზნე სისტემების დამონტაჟებაა შესაძლებელი.გარდა ამისა, ახალ მოდიფიკაციას ასევე გააჩნია სხვა ცვლილებებიც, მაგალითად, M82A3-ის კონდახზე დაყენებული დამატებითი უკანა ერთფეხა დასაკეცი სადგამი, რომელიც იარაღის უკეთეს სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. ასევე მცირედით შემსუბუქებულია მექანიზმიც, ამასთანავე ახალ შაშხანას გააჩნია მოსახსნელი წინა ორფეხა სადგამი და მოსახსნელი ლულის მუხრუჭი.ნახევრად ავტომატური Barrett M82-ის სერიის შაშხანების ავტომატიკა დაფუძნებულია ლულის მცირე უკუსვლის პრინციპზე. ლულის ჩაკეტვა საკეტის მოტრიალებით ხდება, რომელსაც სამი საბრძოლო საბჯენი გააჩნია. გასროლის შემდეგ, ხისტად ჩაკეტილი საკეტით, ლულა 25 მილიმეტრით იხევს უკან. იარაღის კვება დიდი ზომის 10-ვაზნიანი მჭიდიდან ხორციელდება.სნაიპერული შაშხანის ლულის კოლოფი ორი ნახევრისაგან – ზედა და ქვედა ნაწილისაგან შედგება და დაშტამპული ფოლადის ფურცლებისაგანაა დამზადებული. ისინი ერთმანეთთან ჯვარედინი შტიფტებით (წკირებით) არიან დაკავშირებულნი. იარაღის მასიური ლულა გარედან დაღარულია, შესაბამისად გაზრდილია ლულის ზედაპირის ფართობი, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს სითბოს გაფანტვის უნარს და უფრო მეტად იცავს იარაღის გადახურებისაგან. ამასთანავე ლულის დაღარვა მისი წონის შემცირებას, ანუ, საბოლოო ჯამში, მთლიანად იარაღის წონის შემცირებას იწვევს. ლულის ბოლოში დიდი ზომის ეფექტური ლულის მუხრუჭია დაყენებული.სნაიპერული შაშხანის ადრინდელ მოდელების ლულებზე დაყენებული ლულის მუხრუჭები მრგვალი განივკვეთიანი ფორმის იყვნენ, ხოლო M82-ის შემდგომი მოდელების ლულები ორგანყოფილებიანი, მართკუთხა ფორმის ლულის მუხრუჭებით არიან აღჭურვილნი.M82A1-ის ტიპის შაშხანებს ჩვეულებრივ გააჩნიათ დასაკეცი ღია ტიპის რკინის სამიზნეები, თუმცა, მათ რა თქმა უნდა, ასევე აქვთ ოპტიკური სამიზნე სისტემის დასაყენებელი მოწყობილობაც.M82-ის ტიპის სნაიპერული შაშხანები ხშირად აღჭურვილნი არიან Leupold M-ის სერიის 10X გადიდების მქონე ოპტიკური სამიზნეებით. როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, M82A1M-ის (საზღვაო ქვეითთა აღნიშვნით – M82A3) ტიპის შაშხანებს ლულის კოლოფის ზემოდან თითქმის მთელ სიგრძეზე მიუყვება Picatinny-ის ტიპის მიმმართველები, რის გამოც მასზე ოპტიკური სამიზნის დაყენება მომხმარებელს თავისი ნება-სურვილის მიხედვით შეუძლია. ამ მოდიფიკაციაზე შესაძლებელია როგორც დღის, ისე ღამის სამიზნე სისტემების დაყენება.M82-ის ტიპის ყველა შაშხანა აღჭურვილია სატრანსპორტო დასაკეცი სახელურითა და დასაკეცი ორფეხა სადგამით (M82A3-ზე ორივე მათგანი მოსახსნელი ტიპისაა). M82A3-ს ასვე გააჩნია უკანა ერთფეხა სადგარიც, რომელიც კონდახის ქვეშ არის დამონტაჟებული. ამ იარაღის კონდახის უკან დამაგრებულია უკუცემის მშთანთქავი რბილი ბუფერი, რაც კიდევ უფრო ამცირებს უკუცემის ძალის ზემოქმედებას. M82A1-სა და M82A3-ის ტიპის შაშხანები შესაძლებელია, რომ დამონტაჟებულ იქნას M3-ის ან M122-ის ტიპის სამფეხა დაზგაზე, რომლებიც თავდაპრველად ტყვიამფრქვევებისათვის შეიქმნა. შაშხანის დამონტაჟება ასევე შესაძლებელია მანქანებზედაც (მაგალითად, სამხედრო ჯიპებზე ან ჯავშანტრანსპორტიორებზე), თუმცა ამ შემთხვევაში საჭიროა სპეციალური დაზგის გამოყენება, მაგალითად MK82B-ს.M82A1-ზე შესაძლებელია გადასატანი ღვედის დამაგრებაც, თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც სნაიპერულ შაშხანას ღვედით ატარებდნენ ამბობდნენ, რომ Barrett M82-ის ასე ტარება ძალიან არაკომფორტული და მოუხერხებელია თავისი სიგრძისა და ძალიან მძიმე წონის გამო. ამიტომაც ამ შაშხანას ტრანსპორტირებსას, როგორც წესი, სპეციალურ ჩანთას ან კეისს იყენებენ.ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2002 წელს სნაიპერული შაშხანა Barrett M82A1-ი გამოიყენეს როგორც პლატფორმა ექსპერიმენტული ანტიმატერიალური სნაიპერული შაშხანის (უფრო სწორად, სნაიპერული ყუმბარსატყორცნის), OSW-ს (Objective Sniper Weapon – მიზნობრივი სნაიპერული იარაღი) პროტოტიპის შესაქმნელად. M82A1-ის ტიპის შაშხანაზე შედარებით მოკლე, მაგრამ 25 მმ კალიბრის ლულა დააყენეს. ეს შაშხანა OCSW-ს (Objective Crew Served Weapon) ტიპის პერსპექტიული ავტომატური ყუმბარსატყორცნისათვის შექმნილ 25 х 59 მმ კალიბრის ყუმბარებზე იყო გათვლილი. ექსპერიმენტულმა შაშხანა OSW-მ (შემდგომში ეწოდა Barrett XM109) საკმაოდ მაღალი ეფექტურობა გამოავლინა სხვადასხვა ტიპის სამიზნეების წინააღმდეგ, თუმცა მისი უზარმაზარი უკუცემის ძალა აშკარად სცილდებოდა ადამიანურ ამტანობის ჩარჩოებს და პრაქტიკულად გაუსაძლისი იყო ჩვეულებრივი მსროლელისათვის.ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები M82A1:კალიბრი.50 BMG (12.7 x 99 მმ)მოქმედებალულის მცირე უკუსვლა, ნახევრად ავტომატურისრული სიგრძე1448 მმლულის სიგრძე737 მმმჭიდი10-ვაზნიანი, მოსახსნელისამიზე10X-იანი ოპტიკურიწონა12.9 კგ (ცარიელი)ტყვიის საწყისი სიჩქარე854 მ/წმ (M33-ის ტიპის ვაზნით)სროლის მაქს. ეფექტური მანძილი1800 მეტრისროლის მაქსიმალური მანძილი6 812 მსავარაუდო სიზუსტე1.5 – 2.0 MOA

Patrocinador
Comentários (0)