DAILY NEWS

geo father - Jornal de Georgia -

Publicado em Georgia - Entreterimento e interações sociais - 04 Jul 2016 10:08 - 4

აღმოსავლეთ ევროპელებმა სერია სამოასთან ფრით დაიწყეს, შემდეგ შეხვედრაში მცირედით აჯობეს ტონგას და ტური სუვაში, დაძაბულ ბრძოლაში ფიჯის
დამაჯერებელი ძლევით დაასრულეს. მათ ამ შედეგს დამატებით
განსაკუთრებულობას სძენს ის, რომ ქართველებმა საკუთარი ლიდერის, გუნდის
კაპიტანის და თილისმის, მამუკა გორგოძის გარეშე ითამაშეს, რომელიც
„ტულონთან“ ერთად ტოპ 14-ის ჩემპიონობისთვის იბრძოდა და კუნძულებზე საკლუბო
ვალდებულების გამო ვერ გაემგზავრა.
მაშინ, როდესაც „გორგოძილა“ მეორედ თამაშობდა საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში, ისეთმა მოთამაშეებმა,
როგორებიც კაპიტანი შალვა სუთიაშვილი და გამოცდილი მერაბ კვირიკაშვილი
არიან, ტურნეს წარმატებით დასრულებაში ფასდაუდებელი სამუშაო გაწიეს.
საკუთარი ძალის წყალობით, ქართველებმა ყველა თამაშში მოახერხეს
უპირატესობის მოპოვება და ამაყები არიან შერკინებით, რომელმაც მსოფლიოში
ერთ-ერთი უძლიერესის რეპუტაცია დიდი ხანია მოიპოვა.
ეს იყო შარშან მსოფლიო თასზე შთამბეჭდავი გამოსვლის გაგრძელება. ინგლისში საქართველომ
ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა და ტონგასა და ნამიბიას ძლევის
გარდა, დამაჯერებელი თამაში აჩვენა მომავალ მსოფლიოს ჩემპიონ ახალ
ზელანდიასთან. საქართველო გლობალურ ფორუმზე პლეი ოფში ვერ გავიდა, თუმცა
მათ დაამტკიცეს, რომ წარმოადგენენ კონკურენტუნარიან ძალას. მსოფლიო თასზე
შთამბეჭდავმა თამაშმა და დომინირებამ ევროპის ერთა თასზე, სადაც
უკანასკნელი ექვსი წელიწადია ჩემპიონები ხდებიან, გამოიწვია ის, რომ სულ
უფრო ხშირად ისმის მოწოდება „ლელოების“ ექვსი ერის გათამაშებაში ჩართვისა.
მართალია ჯონ ფიენმა საკუთარი განცხადებით ამის შესაძლებლობა გამორიცხა, რაც
საქართველოსთვის უკან გადადგმული ნებიჯი იყო, მაგრამ ეჭვგარეშეა, წყნარი
ოკეანის კუნძულებზე ქართველთა წარმატებული გამოსვლა, მათ ექვს ერში ჩართვის
მოწოდებებს კიდევ უფრო ხმამაღალს გახდის. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ამაში მათ
დახმარებას „მსოფლიო რაგბიც“ გაუწევს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით რაგბის
პოპულარიზაციაზე მუშაობს“.



           გთავაზობთ ვიდეოს სადაც ნაჩვენებია ქართველთა ყველა ლელო რომელიც ამ გასვლაზე დაუდეს კუნძულელებს

                                                  https://www.facebook.com/officalgeorugby/videos/288521241499787/



               P.S.  აქვე არ მინდა ნაშრომი დავუკარგო ჩვენს 20 წლამდელთა ნაკრებს და ასევე მათ საპატივცემულოდ გთავაზობთ კიდევ ერთ ვიდეოს

                                                      https://www.facebook.com/Fanebi/videos/1125138120877430/

გმაადლობთ რომ კითხულობთ ჩემს გაზეთს  
            
                                  

Patrocinador

GEO FIGHTERGEO FIGHTER

Comentários (4)

vote nel nela DAXVEW STATIEBS IMEDIA Laugh
o7
ეხლა ერთიც ძიუდოზე და ეგაა რა :დ ო7
o7