Georgia Today

Blackfury - Jornal de Georgia -
olaha

Publicado em Georgia - Análise e debates políticos - 25 Sep 2016 19:35 - 2

ერეპუბლიკის ძველ სტატიებს ვათვალიერებდი რაღაცას გადავაწყდი და მინდა გაჩვენოთ ეს სტატია დაწერილია ჩემს მიერ 500 დღის წინ :დ


ერგო უფლება წარვუდგინო ქართველ ერს და პრეზიდენტს, სენატი რომლის ფუნქცია ბევრად უფრო დიდია ვიდრე სახელი. სენატი პასუხისმგებელია ჩვენი ქვეყნის მომავალსა და განვითარებაზე. სენატი არის ქართული დემოკრატიის და ერთიანობის შუქურა რომელსაც სპარსული ისრებიც ვერ დააბნელებს და სამარადჟამოდ დარჩება როგორც ქვეყნის კეთილდღეობის და სიძლიერის სიმბოლო.

სენატში შემავალი წევრები :

სენატი შედგება 16 წევრისგან რომელთაგან 4 დროებითი ხოლო 12 მუდმივი წევრია.

დროებითი წევრები აირჩევა ყოველი თვის 5 რიცხვში მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებისთანავე . დროებითი წევრი ხდება:პრეზიდენტი,პრემიერი,მოფა,მოდ.

სენატში ყველა წევრს ექნება ხმის უფლება.

პრეზიდენტს აქვს უფლება დაადოს ვეტო სენატის გადაწყვეტილებას თუ სენატის 30% მხარდაჭერა აქვს.

სენატს აქვს უფლება ვეტო დაადოს პრეზიდენტის და მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას თუ ამას სენატის 60% უჭერს მხარს.

სენატს ეყოლება მთავარი მომხსენებელი რომელიც ამ შემთხვევაში უზრუნველყოფს მთავრობის სენატთან და სენატის ხალხთან კომუნიკაციას, ასევე ის გაუძღვება სენატის შეხვედრებს.

მთავარ მომხსენებელს ირჩევს პრეზიდენტი მუდმივი წევრებიდან,ხოლო ყოველი შემდგომი მთავარი მომხსენებელი აირჩევა სენატში შიდა კენჭისყრის შედეგად.

მთავარი მომხსენებელი აირჩევა ყოველ 5 რიცხვში პრეზიდენტის არჩევის დღეს.

ამ კანონის დამტკიცების შემდეგ პრეზიდენტს ერთმევა უფლება შეცვალოს სენატის მუდმივი წევრები, ან გააუქმოს სენატი.

ამ შემადგენლობის შეცვლა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმემ თვითონ გადაწყვიტა გასვლა მოუცლელობის ან რამე სხვა მიზეზის გამო.

სენატის ნებისმიერ წევრს აქვს უფლება დააყენოს საკითხი სენატის რომელიმე წევრის სენატიდან გარიცხვის თაობაზე. თუ ხმები თანაბრად გაიყო, გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი.

დაუშვებელია სენატიდან პირველი, თანამდებობრივი კატეგორიის სენატორის გარიცხვა, სანამ ის პოსტზე იმყოფება.

სენატორის გარიცხვის შემთხვევაში სენატის ნებისმიერ წევრს აქვს უფლება წარადგინოს მისთვის სასურველი კანდიდატურა სენატის მუდმივ წევრად. განიხილება შიდა კენჭისყრით.

გარიცხულ სენატორს აქვს უფლება წარადგინოს თავისი შემცვლელი და რათქმაუნდა ესეც ხმათა უმრავლესობით გადაწყდება.

ფორსმაჟორულ სიტუაციაში სენატი აირჩევს პიროვნებას რომელსაც ექნება გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება! იმედია არ დაგვჭირდება.

ცვლილებები სენატის შესახებ კანონში შევა ნებისმიერ დროს გარდა მუდმივი წევრების ცვლილებისა ,მუდმივი წევრების ხელახლა დამტკიცება მოხდება 5 თვეში ერთხელ.

სენატორების სიას წარმოგიდგენთ პრეზიდენტი ამ კანონზე თანხმობის შემთხვევაში.

ყველა მოქალაქეს შეუძლია გახდეს სენატის წევრი და შეიტანოს წვლილი ქართულ საქმეში რათქმაუნდა სენატორობის გარეშეც შეგიძლიათ ეს!

ვთხოვ პრეზიდენტს და სენატორებს კომენტარებში დაამტკიცონ მოცემული წესდება!

დიდება საქართველოს!

Patrocinador

Comentários (2)

cudi araa. magram chemi varianti jobda
Vtqvat ari 5 partia iqidan shekrebilia senatshi tanabari raodenoba magram 1 partias gaachnia +4 wevri senatshi anu 4 xma kidev es imas nishnavs rom saertod mat gadawyvetilebis da survilisamebr iqneba yvelaperi da senatis idea azrs kargavs mitumetes ro vetos ufleba gaachnia prezidents