სიცილი

zevsi - Jornal de Georgia -

Publicado em Georgia - Entreterimento e interações sociais - 07 Oct 2016 08:50 - 0

1) რად გინდათ კაბინეტში აკვარიუმი. – ჰკითხეს წარმატებულ ბიზნესმენს.

- მომენატრა არსება, რომელიც პირს იმიტომ არ აღებს, რომ ფული მთხოვოს.



2) ორმა მთვრალმა კაცმა ტაქსის მძღოლის გაშაყირება მოინდომა და მძღოლს კითხეს:

- ძმაო, ნაგავს არ წაიღებ?

- კი, ბატონო, დასხედით!


3) ჯეიმს ბონდი ქალთან:

– ჯეიმს, ეგ რა საათი გიკეთიათ?

– ეს საათი აჩვენებს, თუ რა ხდება ეხლა, ამ მომენტში.

– და რას აჩვენებს ეხლა ეგ საათი, რა ხდებაო?

– რას და მხურვალე სექსით ვართ ჩვენ დაკავებული.

– კი მაგრამ, ეს ხომ ტყუილია?

– არა, უბრალოდ ჩემი საათი ცოტა წინაა


4) – ხომ ვერ ამიხსნით ცეცხლოვანი კოცნის ტექნოლოგიას?

– სიამოვნებით. მთავრია, კოცნის დროს პირიდან გამოიღოთ ანთებული სიგარეტი.



5) ღელვის დროს, მგზავრი მივა კაპიტანთან და ეკითხება:

– რა მანძილზეა უახლოესი მიწა?

– ორ მილში.

მგზავრს გაუხარდება და კიდევ ეკითხება:

– მარჯვნივ თუ მარცხნივ?

– ქვემოდ, … მიოუგო კაპიტანმა.


6) – მეგობარო, რა ცუდად გამოიყურები.

– მთელი ღამე არ მეძინა.

– რატომ?

– სასტუმროში მე–100 ნომერში მომათავსეს, რომელსაც ერთიანი წაშლილი ჰქონდა და მთელი ღამე მიკაკუნებდნენ, დროზე გამოდი, ჩვენც გვინდაო…


7) თანამშრომელი სასიძოს ეკითხება:

– შენი საცოლეს სურათები გაქვს შიშველ მდგომარეობაში?

– რა თქმა უნდა, არა!

– გინდა გადმოგიგზავნო?





8) - ძვირფასო, ექიმმა მითხრა, რომ დიდი-დიდი 8 საათიღა დამრჩა სიცოცხლე. მოდი, წავიდეთ საუკეთესო რესტორანში, მერე სასტუმროში… – ეუბნება ქმარი ცოლს.

- ჰო, შენ რა გენაღვლება, დილით ასადგომი არ იქნები!







9) - გუშინ კინოში ვიყავით, შუქი ჩაქვრა და ნახევარი საათი სიბნელეში ვიყავით მთელი დარბაზი.

- წარმომიდგენია რა პანიკა ატყდებოდა…

- კი, ნახევარი საათის მერე, როცა შუქი აინთო.








10) კაცი რეკავს სასწრაფოში:

- სასწრაფოდ მოდით, ადამიანს კატოკმა გადაუარა!

სასწრაფო:

- მითხარით მისამართი. კაცი: – ჭავჭავაძის 34… 36… 38… 40… 42……







11) - თქვენ რა, აქ ანონიმი ალკოჰოლიკების კლუბი გახსენით.

- საიდან დაასკვენით?

- სახეზე ვერავის ვცნობ.







12) ლორდი მოსამსახურეს:

- ჯეიმს! ცხელი აბაზანა მესაჭიროება!

- უკვე ამოვდივარ, სერ!







13) ფოტოგრაფი-კლიენტს:

- თქვენ როგორი სურათი გნებავთ, დიდი თუ პატარა?

- პატარა.

- მაშინ ასე ფართოდ ნუ იღიმებით.







14) სერ, – მიმართავს ახალგაზრდა ყმაწვილი მისტერ ტომსონს,

- თქვენი ქალიშვილის ხელი მინდა გთხოვოთ…

- სიამოვნებით, – იღიმება მისტერ ტომსონი,

- ოღონდ ის, რომელიც მუდამ ჩემს ჯიბეშია.





15) ლუდით დასალევი სადღეგრძელო:

- მოდი იმ კაცს გაუმარჯოს, რომლის მამაც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა და ევროპის ჩემპიონატზე გერმანიას “ბალელშიკობს”

Patrocinador

Comentários (0)