Publicado em Georgia - Entreterimento e interações sociais - 17 Oct 2016 04:49 - 0
სამედიცინო მარიხუანასამედიცინო მიზნებისათვის მარიხუანას გამოყენების ფაქტები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2737 წელს ფიქსირდება ჩინეთის იმპერიაში. მარიხუანასაგან დამზადებულ ჩაის იმ დროს პოდაგრის, რევმატიზმის, მალარიის და დაქვეითებული მეხსიერების სამკურნალოდ იყენებდნენ. მოგვინებით, ეს ნივთიერება საკმაოდ გავრცელდა აზიაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში ტკივილისა და სტრესის მოსახსნელად.დღესდღეისობით მარიხუანას გამოყენება სამედიცინო მიზნებისათვის ზოგიერთ ქვეყანაში კვლავაც მიღებულია. ის მოსაწევი, ორთქლის, საჭმლის ან თხიერი ექსტრაქტის სახით არსებობს და ექიმების მიერ ისეთ შემთხვევებში ინიშნება, როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებები არაეფექტურია ამა თუ იმ სამედიცინო პრობლემის მოსაგვარებლად.მარიხუანას შემადგენლობაში კანაბინოიდებად წოდებული ნივთიერებები შედის. მათი რაოდენობა 100-ს აღემატება, თუმცა დღესდღესისობით, სამედიცინო თვალსაზრისით ორი მათგანია საინტერესო: ტეტრაჰიდროკარაბინოლი და კანაბიდიოლი. კანაბინოიდები მცირე დოზით ბუნებრივი გზითაც გამომუშავდება ადამინის ორგანიზმში და მათი ფუნქცია მეხსიერების, სიამოვნების, მადის, ტკივილის, ანთების და სხვა მსგავს პროცესებში მონაწილეობაა. ზომიერი რაოდენობით გარედან მიღებული კანაბინოიდები ბუნებრივად გამომუშავებული კანაბინოიდების ეფექტურობას ზრდის და სწორედ ეს უდევს საფუძვლად სამედიცინო მიზნებისათვის მის გამოყენებას. სამედიცინო მარიხუანა ექიმის მიერ შეიძლება შემდეგი მდგომარეობების დროს დაინიშნოს:გულისრევა - გამოწვეული ქიმიოთერაპიით ან შიდს-ით. გულისრევის და ღებინების საწინააღმდეგო ეფექტს მარიხუანას შემადგენოლობაში შემავალი ძირითადი კანაბინოიდი - ტეტრაჰიდროკარაბინოლი უზრუნველყოფს. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ნივთიერება ხელოვნურად სინთეზირდება და მედიკამენტის სახით გამოდის. ქიმიოთერაპიითა და შიდს-ით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების მოსახსნელად ხშირ შემთხვევაში ის უფრო ეფექტურია ვიდრე ღებინების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები.ნერვული ტკივილი - მარიხუანა ეფექტურად ამცირებს წვისა და ტკივილის შეგრძნებას, გამოწვეულს დიაბეტით, შიდს-ით, ზურგის ტვინის დაზიანებით და სხვა მიზეზებით. ასეთ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური მარიხუანას მოსაწევი ფორმაა. ის შეიძლება უფრო ეფექტური აღმოჩნდეს ვიდრე სხვა ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, თუნდაც მორფინი. ასევე დადგენილია მარიხუანას მორფინთან კომბინაციისას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის გაორმაგება.მრავლობითი სკლეროზი - აღნიშნული პათოლოგიის დროს მარიხუანა კუნთების სპაზმისა და დაჭიმულობის მოსახსნელად გამოიყენება, რომელიც ასეთ პაციენტებში ძილსა და სიარულს მნიშვნელოვნად აფერხებს.გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებისა არის სხვა პათოლოგიებიც, სადაც გარკვეული კვლევები მიმდინარეობს მარიხუანას ეფექტურობის შესასწავლად. მაგალითად, გლაუკომა (მომატებული თვალის შიდა წნევა), ეპილეფსია, კრონის დაავადება (ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება), პარკინსონის, ალცჰაიმერის დაავადებები, შფოთვითი დარღვევები, ფსიქოლიგიური ტრავმის შემდგომი სტრესი, კიბო და სხვა. თუმცა ჯერ-ჯერობით აღნიშნული დაავადებების დროს მარიხუანას სარგებლის შესახებ მონაცემები მწირი ან არასარწმუნოა.ნებისმიერ შემთხვევაში, საუბარია მარიხუანას ზომიერი - თერაპიული დოზით გამოყენებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვერდითმა ეფექტებმა მარიხუანას სამედიცინო სარგებელი შეიძლება გადაწონოს და პირიქით, ზიანი მიაყენოს პაციენტს. ამიტომაც, იმ ქვეყნებში, სადაც მარიხუანას გამოყენება სამედიცინო მიზნებისათვის დაშვებულია, ექიმის მხრიდან მარტივი არ არის აღნიშნული რეკომენდაციის მიცემა. მან უნდა აწონ-დაწონოს მარიხუანას სარგებელი იმ კონკრეტულ შემთხვევაში და მისი შორეული გვერდითი ეფექტები.
Patrocinador
Comentários (0)