sashishi istoriebi

geosasuke - Jornal de Georgia -

Publicado em Georgia - Entreterimento e interações sociais - 30 Oct 2016 01:25 - 2

1 თავი
ბავშვობიდან, განსაკუთრებული წინათგრძნობა მაქვს.
ყოველთვის ვგრძნობ რაღაც უცნაურს, როცა, რამე ცუდი ხდება ან უნდა მოხდეს.
იმ ღამესაც ცუდი წინათგრძნობა მქონდა, როცა ჩემი მშობლების ძველ სახლში მივდიოდი. მინდოდა უნივერსიტეტამდე, ბოლო თვე მარტო გამეტარებინა. დაახლოებით 1 თვის წინ ავარიაში მოვყევი. 
ავარიამ, ფიზიკურად ვერაფერი დამაკლო თუმცა ფსიქიკურად შემშალა. ამიტომაც განტვირთვა მჭირდებოდა. არც დედა და მამა იყვნენ წინააღმდეგი თუ მეგობარს წავიყვანდი მაგრამ, უარი ვთქვი და გადაწყვიტეს ძაღლი გაეტანებინათ. ასე თავს ცოტა უფრო მშვიდად იგრძობდნენ. სახლი ტყესთან იდგა, ძაღლი კი ბოლოს და ბოლოს რაიმე გარეული ცხოველისგან დამიცავდა ან მოახლოვებას მაგრძობინებდა.
. სახლში დაახლოებით 10წუთის მისული ვიყავი დედამ რომ დამირეკა:
-ეშლი, საყვარელო მიხვედი?
-კი დედა, მოგვიანებით დაგირეკავ - ვთქვი და ტელეფონი გავთიშე. ტაქსის შოფერს ფული გადავუხადე, სახლი გავაღე და ბარგი შევიტანე.
სახლი არცისე ძველმოდური იყო, გარედან იდეალურად გამოიყურებოდა მაგრამ საკითხავია შიგნით რა მდგომარეობა იქნებოდა.
კარი გავაღე თუარა საშინელი ნესტის სუნი მეცა. ეს გასაკვირი არც ყოფილა, ჩემი დაბადების შემდეგ ხომ ამ სახლში არავინ ყოფილა.
სახლს ბევრი ფანჯარა ჰქონდა, თუმცა ყველა მათგანი საიმედო და მყარი იყო. ფანჯრის მინები იმაზე სქელი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა. სახლი ორ სართულიანი გახლდათ თავის სხვენით და სარდაფით. ბევრი აღარ მიფიქრია და სახლი მოვაწესრიგე. დაახლოებით 3საათში ყველაფერი იდეალურად გამოიყურებოდა.
ამასობაში დაღამდაა...
შემდეგ ბარგი ამოვალაგე და დედას სკაიპით დავურეკე. ლაპარაკს რომ მოვრჩით დავიძინე, ძალიან დაღლილი ვიყავი. მანამ კი ძაღლი გარეთ დავაბი. ფანჯრები კარგად ჩავკეტე სარდაფთან და კარებთან ერთად. 
.........................................
ღამით უჩვეულო რამ ხდება...
მეღვიძება უფრო სწორად ძაღლის ყეფა მაღვიძებს...
ასე სამი ოთხი საათი იქნებოდა.
ფანჯრიდან გავიხედე, მაგრამ მხოლოდ ის შევამჩნიე როგორ უყეფდა ძაღლი რაღაცას. დაბლა ფრთხილად ჩავედი ფარანით და არემარე შევათვალიერე. მოშორებით რაღაც ლანდი შევნიშნე, ვაკვირდებოდი მერე ვუძახე კიდეც ვინ იყო თუმცა ამაოდ. ცოტახანში ჩემი ყურადღება ჩემს ოთახში ციმციმა შუქმა მიიქცია. ავირბინე კიბეებზე და შუქი გამოვრთე შემდეგ კი ხელთავიდან ჩავრთე.
ძაღლიც დაწყნარებულიყო...
კარებები გადავამოწმე და ძილი განვაგრძე.
ჯერ კიდევ არმეძინა ჩემს ოთახში თავისით შუქი რომ ჩაირთოო.

Patrocinador

AravchamotpuriteshuZE BUNDAZlatan0000

Comentários (2)

საინტერესოა Smile
Ganagrdze Wink