Publicado em Georgia - Entreterimento e interações sociais - 05 Dec 2016 06:45 - 2
უსეინ ბოლტი - პლანეტის უსწრაფესი ადამიანი მოღვაწეობას გერმანულ „დორტმუნდში“ გააგრძელებს. იამაიკელი სპორტსმენი ფეხბურთის მიმართ სიმპათიებს არასდროს მალავდა და მის მომავალს მანჩესტერ „იუნაიტედს“ უკავშირებდა. ეს ვარიანტი ჯერჯერობით არ გამოვიდა, თუმცა უძლიერესი მორბენალი, მალე სიგნალ იდუნა პარკზე ინტენსიურ ვარჯიშს დაიწყებს.
საფეხბურთო საიტი Goal.Ge წარმოგიდნენთ იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომლებმაც ბედი სპორტის სხვადასხვა სახეობებში სცადეს.
1. „ელვისებური ბოლტი“ - სპრინტერი, რომელმაც მძლეოსნობაში ახალი ისტორია შექმნა. მსოფლიო რეკორდსმენი, 30 წლის ასაკში მზად არის "დორტმუნდის" რიგებს შეუერთდეს და საფეხბურთო კარიერა პროფესიონალურ დონეზე დაიწყოს.
2. კლაივ ალენი - „ტოტენჰემის“ ექს-ფორვარდი, რომელმაც ფეხბურთს თითქმის მთელი ცხოვრება შეალია, კარიერის ბოლო წლები ამერიკულ ფეხბურთს მიუძღვნა. ალენმა ლონდონელთა რიგებში 105 შეხვედრა ჩაატარა და 60 გოლის გატანა მოახერხა. კლაივმა ამერიკული ფეხბურთი 2 წლის მანძილზე ითამაშა.
3. გაბრიელ ბატისტუტა - არგენტინელი გოლეადორი, რომელმაც კარიერის უმნიშვნელოვანესი წლები იტალიაში, კერძოდ „რომასა“ და „ფიორენტინაში“ გაატარა. 2005 წელს მან ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა და პოლოში გადაინაცვლა.
4. მანფრედ ბურგსმიულერი - გერმანელმა დორტმუნდის ბორუსიის ისტორიაში თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა. ბურსმიულერმა სიგნალ იდუნა პარკზე 7 წელი დაჰყო, 224 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი 135-ჯერ დალაშქრა.
52 წლის ასაკში, მან ამერიკული ფეხბურთის თამაში პროფესიონალურ დონეზე დაიწყო და გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე NFL არსებობის ისტორიაში.
5. ერიკ კანტონა - ლეგენდარული ფრანგი მანჩესტერ „იუნაიტედის“ რიგებში 1992-97 წლებში თამაშობდა. ალექს ფერგიუსონთან ერთად, მან თავისი ტალანტი ბოლომდე სწორედ „წითელ ეშმაკებში“ სრულყო. ამავე წელს, მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა და რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, მოღვაწეობა პლაჟის ფეხბურთში გააგრძელა.
6. ანდრეს ფოსტერვოლდი - ნორეგიელმა სპორტსმენმა ადრეულ ასაკში ფეხბურთელობა გადაწყვიტა. ის 1991-2002 წლებში „მიოლდეში“ და „გრიმსბიში“ თამაშობდა. ამპლუით ნახევარმცველმა, სპორტის ამ სახეობაში არც თუ დიდი კვალი დატოვა და ველოსპორტში გადაინაცვლა. ველოსიპედმა მას ბევრი თაყვანისმცემელი და ჯილდო მოუპოვა...
7. ადამ ჯემილი - ამჟამად ცნობილი სპრინტერი, რომელმაც 200 მეტრის დისტანციაზე ევროპის ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა, ადრეულ ასაკში ფეხბურთით იყო დაინტერესებული. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ჯემილი ლონდონის „ჩელსის“ ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა და კარგ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ. მიუხედავად ამისა, ამ უკანასკნელმა საბოლოო არჩევანი მძლეოსნობაზე შეაჩერა.
8. ბიქსენტ ლიზარაზუ - ტიტულოვანი ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნის“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა. მან შეძლო მოეგო ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა...
ლიზარაზუმ საფეხბურთო კარიერა 2006 წელს დაასრულა და მომენტალურად, ჯიუ-ჯიცუს საბრძოლო ხელოვნებას მოჰკიდა ხელი. სხვათაშორის, ის ლურჯი ქამრის მფლობელია.
9. კურტის ვუდჰაუსი - ვუდჰაუსი ფეხბურთში 1997-2012 წლებში მოღვაწეობდა. კარიერის საწყისი წლები მან „შეფილდში“ გაატარა, 104 მატჩი ჩაატარა და 6-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. ამპლუით ნახევარმცველი, გოლების გატანითა და ბურთთან კარგი ურთიერთობით ვერ დაიკვეხნიდა, თუმცა ფიზ.მომზადებითა და ბრძოლის ჟინით მუდმივად გამორჩეული იყო.
ვუდჰაუსმა 2006 წელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და კრივში გადაინაცვლა.
10. შეინ ლონგი - „საუთჰემტონისა“ და ირლანდიის ნაკრების წევრი, შეინ ლონგი სანამ საფეხბურთო კარიერას დაიწყებდა, ჰარლინგს თამაშობდა.

Patrocinador
Grizzly021CaveaHanibalComentários (2)
sg
magaria o7