Publicado em Georgia - Análise e debates políticos - 02 Feb 2017 12:50 - 15
✘ მოგესალმებით
მე ვარ Grizzly021 და ამ სტატიას ვწერ იმ ორკესტრირებული ვაგხანალიის გამო,
რაც ჩემს მიმართ და ჩემი გუნდის საქმეების წინააღმდეგ მოეწყო.
მაშ ასე, ავხადოთ ფარდა ტყუილების კასკადს.
✍
გრიზლი ჩვენს ალიანსს ებრძოდა და 3 რიცხვში დავაბრუნე.
მახარას პრეზოობის დროს საერთოდ არ ვერეოდი პოლიტიკაში. ჩემთვის ვღადაობდი, ჩემთვის მხიარულად ვერთობოდი.
საერთოდ არ ვიცოდი პოლიტიკის ნიუანსები, წავედი უკაინაში და სულ რაღაც ჯამში 12 მლნ დავდე ბულგარეთის წინააღმდეგ ანუ ვიბრძოდი TP-სთვის, როგორც სხვა ქართველებმა.
ახლა რაც შეეხება ჩემს დაბრუნებას - მე დავბრუნდი 28-ში.
ტყუილი მეორე:
გავაკრიტიკე გრიზლი და ამიტომ მომიგონა 14კ ოქროს ამბავი.
როცა პრეზიდენტი გავხდი, საერთოდ არ ვიცოდი დაკარგული ოქროების შესახებ. ერთ დღესაც მუხრანი და სხვა მოთამაშეები მწერენ, როგორ აპირებ
დაკარგული ოქროების დაბრუნებასო? გამიკვირდა, მივდექი-მოვდექი და დავიწყე ოქროების ძებნა.
ეს ყველაფერი კი ძალიან კარგად აღწერილია სტატიაში: როცა შუბლის ძარღვი გაგიწყდება
ტყუილი მესამე:
გრიზლიმ სესხით აიგო 10 ქარხანა.
სრული სიგიჟეა. ყველაფერს წარმოვიდგენდი და თუ ამას დამაბრალებდა ვინმე არ მეგონა. ყველა ძველმა მოთამაშემ იცის, რომ ეს ტყუილია და გთხოვთ კომენტარებში დაადასტუროთ.
ახლებმა კი ნახეთ ჩემი გაზეთი სესხების შესახებ და ფინანსური ოპერაციების შესახებ.
ტყუილი მეოთხე:
400 ოქროს სესხი მისცა ავთოს და მის ალტს. თურმე ეს ფული ახლებს მიაკლდა.
სრული სიგიჟე და დემაგოგიაა. 300 ოქროზე მეტი სესხი არავისთვის მიგვიცია, რადგან ეს იყო ლიმიტი და ამ ფასდაკლებაზე ყველა მოთამაშეს სჭირდებოდა დახმარება.
მაგრამ ვატყობ მახარას შურის და ბოღმის მეტი არაფერი ამოძრავებს. რადგან მას არ მივეცი სესხი, საფუძვლიანი ეჭვის გამო (მოტეხა ოქროები). პლუს ამას ანგარიშზე ჰქონდა 2000 ოქროზე მეტი და მისთვის მისაცემი ოქრო სწორედ ახლებს და პატრიოტ მოთამაშეებს გავუნაწილე.
რაც შეეხება ავთოს ქეისს, მახარას ბოღმამ თვალები დაუბინდა - ბარემ პირდაპირ დაგერეპორტებინა ავთო? მახარ საკუთარი თანამოქალაქეზე ასეთი რამის დაწერა ზედმეტად არ გეჩვენება? მართალია თამაშია და ვდებატობთ, მაგრამ ეს რომ ზედმეტია ვერ ხვდები?
იმას, რატომ არ წერ, რომ ორ აქაუნთიან მოთამაშეებს, რომლებსაც ყავთ ძმები და დები ერთ Ip-ზე, ყველას ვაფინანსებდით და ეს ყველაფერი ყველამ იცის?
ტყუილი მეხუთე:
სახელმწიფომ უცხოელებზე გასცა სესხი.
როდესაც სესხების დარიგების პერიოდი მოვიდა, ახალმა პრეზიდენტმა Ready to Die-მ მთხოვა უცხოელებისთვისაც მიმეცა სესხი პატივისცემის ნიშნად.
რისი წინააღმდეგიც ვიყავი, მაგრამ პრეზიდენტი იყო და თხოვნის თანახმად უცხოელები შევიყვანე სესხების სიაში. რომელიც გამოქვეყნდა სესხების მეორე ეტაპისთვის.
მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ბევრ ქართველ მოთამაშეს აკლდებოდა თანხა და უცხოელებისთვის მისაცემი თანხა მათზე გავანაწილე.
და არ მივეცი ქართველების ფული უცხოელებს.
ვთხოვ Ready to Die-ს და დამატებითი სესხების მიმღებ მოთამაშეებს, დაადასტურონ ეს.
ტყუილი მეექვსე:
გრიზლიმ თავის თავს მისცა სესხი.
ყველა ძველ მოთამაშეს ახსოვს, ვინც სესხების პროგრამას ადევნებდა თვალს, რომ ჩემს თავს სესხი მხოლოდ მაშინ დავუმტკიცე, როცა სხვა დანარჩენ მოთამაშეებს დაურიგდათ ის.
ამის შესახებ დავწერე კიდეც და თუ თქვენ ნახავთ სტატიებს, დამტკიცებული სესხების სიაში ყველაზე ბოლოს ვარ მე.
ეს იყო ჩემი პრინციპული პოზიცია და სირცხვილი მახარას ამ ცილისწამებისთვის.
ჩემი რესურსით ჩავდგი ქ5 კიტი და ახალი სავარჯიშო ბოლომდე.
ტყუილი მეშვიდე:
გრიზლის არ უყვარს ქვეყანა.
აი აქ უკვე ჩემო მახარ ბარემ ბოროტი დევის შესახებ მოგეყოლა ზღაპარი :D
მახარ აი აქ არ გჯერა, რომ ვინმეს შეიძლება უყვარდეს მის ირგვლივ არსებული საზოგადოება, ის ისტორია რაც მათ აერთიანებს, ის ემოცია რაც მათ ერთიანად გააჩნია. ალბათ იმიტომ, რომ შენ მხოლოდ ბოღმაში ცურავ.
ეს იმ ტყულების და ორკესტრირებული ვაგხანალიის ნაწილია, რაც მახარამ მოაწყო
როგორც კი შეიტყო ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატურის შესახებ, მაშინვე ისტერიკაში ჩავარდა და სტატიებს სტატიებზე წერდა.
მაგრამ ჩემო მახარ, სხვაზე წერას, სხვების ცილისწამებას, სხვების დამცირებას
შენს თავზე რო ისაუბრო არ გირჩვნია? რას ჭორაობ ამხელა კაცი საჯაროდ?
ჭორაობა ჰქვია ამდენი ტყუილის ფრქვევას და ხალხის მოტყუებას, მეტი კი არაფერი.
წაიკითხეთ სტატიები:
მონა ღვთისა მახარა
როცა შუბლის ძარღვი გაგიწყდება
╳
ჰელების მაგნატი მაბრალებს, რომ ჰელის გარეშე ვიბრძოდი სერბეთის წინააღმდეგ.
და შესაბამისად მე არ მიყვარს თურმე საქართველო.
მახარ გეტყვი, რომ დემიჯს ვაგროვებ და არც რესურსი გამაჩნია შენგან განსხვავებით.
აი ახლა მაინტერესებს, შენ რატომ იბრძოდი ჰელის გარეშე?
╳
ახლა გავაგრძელოთ
ჩვენს მახარას თურმე ახალ მოთამაშეებზე ისე შესტკივა გული,
ბანჯგვლიან მკერდს იკაწრავს და ავთოს 300 ოქროს სესხსაც აკრიტიკებს, როგორ მიეცითო.
ჩემო მახარ, შენ თუ ასე შეგტკივა გული ახლებზე, მაშინ რატომ აიღე Ready to Die-სგან
ბიუჯეტის 1200 ოქროს სესხი?
და შემდეგ თავხედურად, რატომ მოითხოვე რეფუნდი ბიუჯეტისგან, 110 ოქროს ოდენობით?
იხ სქრინები:
1. http://prnt.sc/dxcwhg (700 ოქრო)
500 ოქრო ამ კანონიდან ( https://www.erevollution.com/en/country/law/25/Georgia/18958 )
მახარამ ასესხა ლაშას და ლაშამ უნდა მისცეს მახარას.
ესეც ერთობლივი მაქინაცია.
2. http://prnt.sc/dxuxvh (რეფუნდი 22000x0,005=110 ოქროს)
კადეტებზე შეყვარებულო მახარ, რატომ აიღე ბიუჯეტისგან 1310 ოქრო
მაშინ როცა ამით მინიმუმ 13 კადეტის დაფინანსებას შევძლებდით?
მაშ, მე შემოგთავაზებთ საინტერესო ტოლობას
maxara40 - შუბლის ძარღვი = maxara14k
╳
მახარ, როცა სახელმწიფოზე საუბრობ, შენ არ იყავი ის ვინც ქვეყანა რამის დაშალე?
შენ არ იყავი ავღანეთში ქართველი მოთამაშეების გადასვლის მოთავე?
შენ არ იყავი აჯანყების სულის ჩამდგმელი?
შენ არ გინდოდა დაგესუსტებინა ჩვენი ქვეყანა?
გამოტყდი მახარ, ამდენმა ბოღმამ თვალები დაგიბინდა და პირად და ქვეყნის ინტერესებს ერთმანეთში, რომ ურევ
ვერ ხვდები?
╳
მეგობრებო,
ვიცი, რომ დაიღალეთ ამ ვაგხანალიით.
ვიცი, რომ თქვენ თამაშში აქ გასართობად ხართ.
ვიცი, რომ თქვენ დროის საინტერესოდ გატარება გინდათ.
ვიცი, რადგან მეც იმიტომ ვარ აქ, რომ ძალიან კარგი დრო გავატარო.
მაგრამ მოდის ფიზიკურად ზრდასრული ადამიანი და ამდენ ცილს გწამებს.
არ შემიძლია ხმა არ ამოვიღო.
მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს ძვირფას მახარას საქმე ქვეყნის დაშლისკენ მიჰყავდეს.
ეს ვაგხანალიაც იმიტომ, მოაწყო რომ ძალაუფლების წყურვილი დაიკმაყოფილოს.
ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, რომ არ აყვეთ მის ავანტიურას.
გახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყანა მაშინ იქნება ძლიერი, როცა ვიქნებით ერთიანები
შენ ჩემო მახარ, გთხოვ შეწყვიტე ეს ავანტიურა და მოდი ქვეყნის მომავალს ერთად გავუფრთხილდეთ.
თუ შენ 14კ გეწვის, მაშინ გეტყვი, რომ ჩემამდელი პრეზიდენტების გადარიცხვებს, ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებს
და აშენების თარიღებს საჯაროდ გამოვაქვეყნებ, მას შემდეგ რაც ადმინებისგან მივიღებ პასუხს.
და გთხოვთ ნურავინ დააყენებთ პირად ინტერესებს, ქვეყნის ინტერესებზე წინ!
ბოლოს გთხოვთ უყუროთ ამ ეპიზოდს
ცნობილი მსახიობების ეროსი მანჯგალაძისა და გოგი გეგეჭკორის შესრულებით
Patrocinador
salamandra123Admiral GeobodyAravchamotpurinika nika georgia 123salamandra123Comentários (15)
აგერ ძმო კაცი ჩამოაყალიბა სრულად O7
ვატატაიაა:დ
7-ზე მართლა გამეცინა.
მე თქვენ ორივე მიყვარხართ და პატივს გცემთ,ასე არ შეიძლება,მთავარი ერთიანობა და ერთიანი ძალებით ბრძოლაა,უკეთესი საქართველოსთვის,ეს მინდა იცოდეთ!
მახინაცია კაი იყო
😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂
pirzdeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeec .... chamoyaret fsonebi gamarjvebulze!....... imedia am ganwyobit ar moxvalt arcerti tqvengani prezidentad da arc sxvebi agyvebian!!! me ukve nac-qocta oms magonebs.... tu tqvenc matsavit unda chamot ertmaneti jobs arc erti ar moxvidet politikashi!!!!! me ar mivemxrobi aset mtavrobas!!!
ბიჭებო და გოგოებო მოისმინეთ მახარას ზღაპრები ყოველ დღე საღამოს 9 საათზე, მხოლოდ ჩვენს თამაშში, ერევოლუშენში ^_^ შეთხზავს ხვალ დილით კიდე ახალ რამეებს და დაწერს სტატიას
ბიძინა ივანიშვილს ეკითხებიან რამდნე მილიონი გაქო და 7k-ო... ორჯერ მეტს რაუჭირსო და 14k რა მახარა კი არ ვარო :დ :დ :დ
ვინმემ კითხეთ რა ამ განეცს , სად წავიდა ის სტატია სადაც ის იმუქრება რომ 3 დღეში სქინებს დადებს , თუ როგორ მიითვისა მახარამ ოქრო ! იმის მერე სტატიაც და დანაპირები სქრინებიც არ ჩანს - სქრინებს და სტატიის დედა ვატირე კაცი გაქრა კაცო . მერე პრეზიდენტობა მოუნდა და გამოჩნდა - სიბნელეს ებრძვის . ორკესტრირებული ვაგხანალია კი არა სად წავიდა თენგინზ ის სტატიაა ?
იმენა ჩაუდოოო...................... ჯიბეში ხელი და ამოუღო 14კ :დ მაგან ხო არ იცის რო მოვრჩები უნის ამბებს რა სტატიას გამოვუცხობ :დდდ
ეეჰ, თამაშის გულისთვის ხალხი, რომ ერთმანეთს შეჭამს!!! ის ხალხი ჩვენ ვართ, ქართველები!
avto me chagideb shen...............sachmelshi tmas chemo dzmao ise rom gadagcdes rasac cham meore es ra s gavas tavsisi marazma an saidan moitane rom axlebi miyuvars ? chemi dzala ici radenia megobaro?
maxara mogdalatea daxvritet
maxara14k chemi klichkaa