Publicado em Georgia - Análise e debates políticos - 04 Feb 2017 11:21 - 27
✘ მოგესალმებით
მე ვარ Grizzly021 და წარმოგიდგენთ ჩემს საარჩევნო პროგრამას სახელწოდებით
Let's Make Golden Age!
Together!!!
მოცემული საარჩევნო პროგრამა ეფუძნება eსაქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს,
პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.
ჩემო მეგობრებო,
ვიდრე დავიწყებდე კონკრეტული გეგმის წარმოდგენას,
პირველ რიგში მადლობას გადავუხდი წინა მთავრობას, განსაკუთრებით კი ლაშას და ლუკას გაწეული შრომისთვის.
ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო პროცესში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ თვალები დავიბინდოთ
და უარვყოთ ის მიღწევები რაც იანვარში დაიდო.
რაც მთავარია ჩვენ არ უნდა გავწყვიტოთ განვითარების ჯაჭვი.
მადლობა ბიჭებო თქვენ!
ახლა კი გაეცანით საარჩევნო პროგრამას.
✍
ეკონომიკა და ფინანსები
-
მინისტრი - Aravchamotpuri
✘
მრავალი ეკონომიკური რეფორმა გატარდა, რამაც დღემდე საშუალება მოგვეცა არნახული ფინანსური წარმატებისთვის მიგვეღწია.
სტაბილური, ზრდაზე დამყარებული ბიუჯეტი კი ნიშნავს
ძლიერ საქართველოს, ძლიერ მოთამაშეებს, შესაბამისად მაღალ თავდაცვისუნარიანობას.
წარმატებული ეკონომიკა არის წარმატებული ქვეყნის საწინდარი!
აღრიცხვის სისტემა - ჩემი პრეზიდენტობის დროს შეიქმნა ვებ-გვერდი erevgeorgia.wordpress.com, საიტის ირგვლივ დიდი მიზნები გვამოძრავებდა, მაგრამ ვერ მოესწრო და დროებამაც დაივიწყა მისი მისამართი. ვგეგმავ ბლოგზე მარტივი აპლიკაციის განთავსებას, სადაც თქვენ შეგეძლებათ ყოველდღიურად თვალი ადევნოთ საბიუჯეტო თანხების მოძრაობას. ეს სრულიად გამჭვირვალეს გახდის მთავრობის საქმიანობას.
ამავე დროს გამოქვეყნდება, ყველა ფინანსური დოკუმენტი მათ შორის ის აპლიკაციებიც, სადაც ჩანს სესხების დაბრუნების პროცესი.
ლარის დეფიციტი - ლარის დეფიციტი ბაზარზე იყო ყველაზე დიდი პრობლემა გასულ თვეს. ვიცი, რომ უამრავ მოთამაშეს უამრავი პრობლემა შეექმნა აღნიშნულის გამო, ამიტომ ვფიქრობ ამ პრობლემას სჭირდება თანხების მობილიზება და სწორი ფისკალური პოლიტიკა. ჩვენ უახლოეს დღეებში აღმოვფხვრით აღნიშნულ პრობლემას.
სესხების პროგრამა - სესხების პროგრამა გასულ ორ თვეში ყველაზე წარმატებულ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს. ჩემი გუნდი გეგმავს, პირველივე დღეებში მობილიზდეს საბიუჯეტო თანხები და დაფინანსდეს ყველა კადეტი, დაფინანსდეს ძლიერი მოთამაშეები - სხვადასხვა მიზნით.
10%-იანი ფასდაკლება მწარმოებლებისთვის - საპრეზიდენტო არჩევნებიდან მესამე კვირაში დაინიშნება ორდღიანი ფასდაკლება. რა დროსაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეძლებთ ააშენოთ ქარხნები და უკან მიიღოთ დახარჯული თანხის 10%. ეს პროექტი დაეხმარება იმ მწარმოებლებს, რომლებიც აპირებენ თამაშის ფასდაკლებამდე ჩადგან ქარხნები. ვითვალისწინებთ, რომ ეს ხელს შეუწყობს წარმოების განვითარებას.
* პროგრამის დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება რამდენიმე დღეში.
25%-იანი ფასდაკლება სავარჯიშოებისთვის - გაგრძელდება სავარჯიშოების დაფინანსება 25%-იანი შეღავათით, ანუ თუ თქვენ არ გაქვთ სრული სავარჯიშო ბაზა მიიღებთ სესხს და 25%-ით ნაკლები თანხის დაბრუნება მოგიწევთ.
ბაზარი - ის ადმიანები, რომლებიც ხშირად ვაჭრობთ შეატყობდით, რომ ფასდები პერიოდულად იკლებს, რაც ბაზარზე დიდი მიწოდებისა და ნაკლები მოთხოვნის შედეგია. ჩემი მთავრობის უპირველესი მიზანი იქნება, პოპულარული გახდეს ქართული მარკეტი და უცხოეთიდან ჩვენს ქვეყანაში შემოედინოს მეტი ფული.
✍
შეიარაღებული ძალები
-
მინისტრი - Jango
✘
ვგეგმავთ უახლოეს დღეებში გავაკეთოთ საქართველოს შესაძლებლობების სრული ანალიზი, რაც გახდება პერიოდული საქმე. შესაბამისად ჩვენ დავსახავთ ყველა ომის მოგების ზუსტ გეგმას.
სადაც მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება ყველა შესაძლო საფრთხე. მაგალითად გუშინ ჩვენ არასწორი მობილიზების გამო დავკარგეთ ავღანეთის რეგიონი, რაც ნიშნავს რომ 48სთ-ის განმავლობაში არ გვექნება კიდევ ერთი სრული ბონუსი.
ასეთი რამ აღარ განმეორდება, რადგან ყოველთვის იქნება საფრთხე შეფასებული და საჭირო დემიჯი მობილიზებული მსგავსი თუ სხვა საფრთხეების ასარიდებლად.
უმთავრესი მიზანი იქნება შევაგროვოთ კოლოსალური დემიჯი, როგორც ჩვენი ასევე მოკავშირეთა ჩათვლით და დავიწყოთ ოპერაცია მეოთხე ბონუსის ასაღებად. დანარჩენზე აღარ ვისაუბრებ, რადგან ეს ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას.
✍
საგარეო ურთიერთობები
-
მინისტრი - Vettel
✘
მე და ჩემი მეგობარი Vettel-ი ვგეგმავთ მაქსიმალურად დავაწყნაროთ ურთიერთობები ჩვენს ძველ მტრებთან, რათა გვსურს შევამციროთ საფრთხეები. მოსალოდნელია მსოფლიო ომი და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ნაკლები მტერი გვყავდეს, ხოლო ის მოწინააღმდეგეები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს დასუსტებას, საკადრის პასუხს მიიღებენ!
ჩვენ გვინდა მშვიდობა და ჩვენ გვინდა მყარი პოზიციები საგარეო ასპარეზზე!
განათლება
-
მინისტრი - HasHisHi
✘
ვიდეო ტუტორიალი - მოგეხსენებათ თამაშის დიზაინი შეიცვალა, ახალი სავარჯიშო და ქარხნები დაემატა. შესაბამისად დავგეგმეთ შევქმნათ ვიდეო ტუტორიალი, სადაც ნათლად და მარტივად იქნება ახსნილი თამაშის სპეციფიკა და ყველა დეტალი.
Baby Boom - სხვადასხვა მოთამაშეებთან შეთანხმებით მოეწყობა BB.
მენტორთა ჯგუფი - შეიქმნება მოხალისე მენტორთა ჯგუფი, რომლებიც BB-ს დროს მორიგეობით ჩაუჯდებიან და ასწავლიან თამაშს ახალ მოთამაშეებს.
მენტორები მიიღებენ სხვადასხვა წამახალისებელ ბენეფიტს სახელმწიფოსგან.
კადეტთა მომარაგება - კადეტთა მომარაგების სისტემის შექმნა არის მნიშვნელოვანი რამ, ამისათვის ჩვენ ვაპირებთ როგორც შემოწირულობების, ასევე სახელმწიფო სახსრებით დავაფინანსოთ კადეტები და მათ არ დასჭირდეთ ხვეწნა-მუდარა 200 ქ2 პურისთვის ან ქ1 სახლისთვის.
კონკურსები - მოეწყობა ინოვაციური სახის კონკურსები, ინტელექტუალური თამაშები და სხვა მამოტივირებელი აქტივობები, რომლებიც გაზრდიან კადეტთა აქტიურობას.
გასული დღეების განმავლობაში არაერთი დავის ეპიცენტრში მოვხვდი.
რამაც დამაფიქრა და მივხვდი, რომ ჩვენ არ გვყავს მანდილის ჩამგდები მანდილოსნები :D
ამიტომაც გადავწყვიტე, რომ პირადი თანხებით დავაფინანსო გოგოების ბეიბი ბუუმი ^_^
იმედი, მაქვს ასე მაინც აღმოვფხვრით ამდენ დაპირისპირებას ❤
✍
მთავრობის პრეს-სპიკერი
-
✘
გადავწყვიტე, მთავრობის პრეს-სპიკერის კანდიდატად წარმოგიდგინოთ
ჩვენი უსაყვარლესი mako01
მინდა ეს იყოს იმის ნიშანი, რომ კადეტები არიან ქვეყნის მომავალი!
თქვენ მაგრად უნდა ისწავლოთ თამაში და გააგრძელოთ საქართველოს მშენებლობა!
რა შედეგს მივიღებთ ერთ თვეში?
- მოწესრიგებული აღრიცხვის სისტემა
- გაზრდილი მეწარმეობა
- დარეგულისრებული მონეტარული ბაზარი
- მოქალაქეთა უმრავლესობას ექნება ბოლომდე გაზრდილი სავარჯიშოები.
- ქართული მარკეტი იქნება ყველაზე პოპულარული მარკეტი.
- გაიზრდება ბიუჯეტის შემოსავლები.
- გაიზრდება ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობები.
- სწორად დაიგეგმება სამხედრო ოპერაციები.
- შევაგროვებთ დემიჯს.
- დავიწყებთ ოპერაციას მეოთხე ბონუსისთვის.
- შევამცირებთ საგარეო საფრთხეებს.
- შეიქმნება ვიდეო ტუტორიალები.
- მოეწყობა ბეიბი ბუმები.
- მოეწყობა გოგოების ბეიბი ბუმი.
- შეიქმნება მენტორთა ჯგუფი.
- შეიქმნება კადეტთა მომარაგების სისტემა.
- მოეწყობა კადეტთა განვითარებაზე ორიენტირებული სისტემა.
- ქვეყანაში დამყარდება მშვიდობა.
- საფუძველშივე აღმოიფხვრება ყველა შიდა დაპირისპირება.
ჩემო მეგობრებო,
წარმოგიდგენთ კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ გავაგრძელებთ საქართველოს მშენებლობას.
არ ვასახელებ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, დღემდე ვერ შევჯერდი ამ პოსტზე და აუცილებლად ღირსეულ კანდიდატს შევარჩევ.
იმედი მაქვს 5 თებერვლის არჩევნებში დამიჭერთ მხარს და საშუალებას მომცემთ
განვახორციელო ჩემი და ჩემი გუნდის გეგმები.
მაშ მეგობრებო!
შემომიერთდით!
მე გთხოვთ მხარდაჭერას 5 თებერვალს!
მე გთხოვთ ჩემი და ჩემი გუნდის მხარდაჭერას!
მე გთხოვთ და მოგიწოდებთ ერთიანობისკენ!
მაშ ასე
Let's Make Golden Age!
Together!!!
✌✌✌ პატივისცემით მე!
Patrocinador
salamandra123AravchamotpuriAravchamotpurisalamandra123ZindroYamamotoYamamotoYamamotoDatoGStaliniPiunaComentários (27)
cota mogvianebit gageketebina
ministrebi momwons o7 presspikeric kai ideaa
x7 VOTE Grizzly021
makos bravo0 xirsia es adamiani
გოგოების ბეიბი ბუმის გამო მთელი ოჯახი შენ მოგცემთ ხმას ჩემო მზეო ***
iqneba eshvelos jabas da meiyvanos coli kargi iyo voted
დღეს მეც გოგოვარ :დდდდდდდდდ
მოგინდა დიქტატორობა :დ სხვაც გაახსინე პრეზო, ისე მახარამ მართალი გითხრა ავთოს ალტი რო დააფინანსე არ უნდა გექნა, შენ თქვი რო მეორე აქაუნთებს აღარ დავაფინანსებო
@Black ათასჯერ აღვნიშნე, რომ ალტებზე სესხების გაცემა ნებადართული იყო და შესაბამისი გრაფებიც იყო აპლიკაციაში. მეორე ეტაპზე კი თანხა აღარ გვეყო.
black sky dragon, ავთოს ბოლო სტატია წაიკითხე, იქ წერია მაგ ალტერზე
rodis vsvavt?
@nikoloz I გამარჯვების შემდეგ
ხვალ შამპანური უნდა გავხსნათ იცოდე
bdgshnnnn bummm bummm shampanurebis afetqebis xma mesmis ukvee baxbuux bdgshnnn buuum
Let s Make Golden Age!
Together!!!
წარმატებები თენგოო **
გინდ ეგრე იყოს მაინც არაა სწორი მეორე აქაუნთებზე სესხი გაეცი როცა ზოგი ადამიანი ვერ მოხვდა დაფინანსებაზე ვერც პირველ და ვერც მეორე ეტაპზე, თან ახალბედები
mag axalbedebma iaqtiuron da me tu mivige yvela miigebs black shen mainc ar ginda egre
o7
Black sky dragon 2 dge dawyebuls oqros ver miscem shen xom ici ara. dziritadi masa dapinansda.
shensken var grizzly021
o7 ERevo Vote Grizzly
Let s Make Golden Age! Together!!!
hail maxara
beowulf ra egre dafinansda zogi 3 tve tamashobda da sesxvi ver miigo saertod
v c
Black sky dragon vin ar dapinansda 2 teva dapinanseba midis. kidev dapinansdeba. ramdens qonda aplikacia arasworet shevsebuli? yvela ver dapinanasda getanxmebi magram didi nawili dapinansda. dapinansebis kriteriumebic iyo. zugma discord ar iyo zogi aplikaciis ar avsebda.