Publicado em Georgia - Entreterimento e interações sociais - 22 Mar 2017 11:08 - 2
გარეულ ცხოველთა გადაღების მიზნით ტყეში დამონტაჟებულმა ფარულმა კამერამ შიშველი მამაკაცის ფოტოები გადაიღო, რომელსაც ფსიქოაქტიური ნივთიერება LSD-ის მიღების შემდეგ ეგონა, რომ ვეფხვი იყო.ჩეხმა მარეკ ჰ-მ ნარკოტიკი გასინჯვის მიზნით, დეპრესიის სამკურნალოდ მიიღო.
თუმცა, მას შემდეგ, რაც მან ნარკოტიკი მიიღო, პოლონეთის ტყეში გაიჭრა, სრულიად გაშიშვლდა და ვეფხვის მსგავსად მოქცევა დაიწყო.როდესაც მეტყევეებმა ტყეში დამონტაჟებული ფარული კამერა შეამოწმეს, რათა ენახათ ხომ არ იყო გადაღებული რომელიმე ველური ცხოველი, მათ ხელთ შიშველი მამაკაცის ფოტოები შერჩათ და დაუყოვნებლივ პოლიციას აცნობეს.სამართალდამცველებს მამაკაცის ვინაობის დადგენა არ გასჭირვებიათ. როგორც 21 წლის მარეკმა შემდეგ პოლიციას განუცხადა, მას ჰალუცინაციური ნარკოტიკი LSD ჰქონდა მიღებული. მისი თქმით, წამალმა მოქმედება დაუყოვნებლივ დაიწყო და ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ციმბირულ ვეფხვად იქცა.ახალგაზრდამ ასევე აღნიშნა, რომ ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას, მას სუნი ეცა და იძულებული გახდა, კვალს გაჰყოლოდა.როგორც დადგინდა, რვა საათის მანძილზე, მან 25 კმ იარა ჩეხეთ-პოლონეთის საზღვარზე, ტყეებში.
იმის გამო, რომ მამაკაცს თან არანაირი ნარკოტიკი არ აღმოაჩნდა, მხოლოდ ჯარიმა დაეკისრა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა.
Patrocinador
blick skullbeshqenibeshqeniTs1loHeLL KnNiGhTComentários (2)
-Policieli: ვინ ხარ?
-marek: ნადირი ვარ....
-policieli: რომელი ნადირი ხარ?
-marek: ტყის ნადირი ვარ.
-policieli: როგორი ნადირი ხარ?
-marek: იგეთი ნადირი ვარ რომ ვეფხვი ვარ, ვეფხვი.
-policieli: უმ ხორც შჭამ?
-marek: შავშჭამ.
თან რომ ამტკიცებს, გინდა არ გინდა ვეფხვიი ვაროო..