Grizzlys Academy

Grizzly021 - Jornal de Georgia -

Publicado em Georgia - Análise e debates políticos - 05 May 2017 15:55 - 17

http://image.prntscr.com/image/d084c561d5224fa48c14f00878551762.png

მოგესალმებით, 
წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის ანგარიშს.

ზუსტად 5 თვის წინ მე და ძია ავეუნი ერთმანეთს საარჩევნო ბატალეაში ვებრძოდით, ზუსტად 3 წლის წინ კი ერთად ვგეგმავდით ეკონომიკას სხვა თამაშში. ამდენი ხნის შემდეგ ჩვენ ერთ გუნდში მოვხვდით, მთავრობის სხვა ძალიან მაგარ წევრებთან ერთად და დავიწყეთ ქვეყნის დალაგება, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკის და საგარეო კუთხით.
ზუსტად 15 დღე გავიდა, მას შემდეგ რაც მთავრობა გადმოვიბარეთ და დღეს წარმოგიდგენთ გასული 2 კვირის ანგარიშს.
-------
ეკონომიკა

20 აპრილს, მაშინ როცა საქართველოს ბიუჯეტი გადმოვიბარეთ, მისი ოდენობა გახლდათ 313 000 ლარი და 40 ოქრო, საერთო ჯამში 1918 ოქროს ექვივალენტი რესურსი.

დღეს, 5 მაისის დათვლით (დათვლის საათები 20:00-21:00სთ შუალედში)
საქართველოს სახელმწიფოს ყველა რესურსის საერთო ღირებულება წარმოადგენს 8081,62 ოქროს.
კერძოდ:
http://image.prntscr.com/image/e1b2881797bb400e853a0a3c8a84ece4.png

- სახელმწიფოს რესურსები 15 დღეში გაიზარდა 6163,62 ოქროთ.
- წინა მთავრობისგან ჩავიბარეთ, მოთამაშისთვის მისაცემი ვალი 450 ოქრო. რაც დაბრუნდა.

საქართველოს მთავრობამ, ქართული ბაზრის წახალისების მიზნით დაიწყო tax refund-ის პროგრამა.
სადაც, საერთო ჯამში გაიცა 71549 ლარი.
რეფუნდის აპლიკაცია შეავსო 508 უცხოელმა მწარმოებელმა.

*განმარტება: საქართველოს ბიუჯეტი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებაში მხოლოდ დღეს შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად. რადგან ჩვენ გვაქვს დიდ ეკონომიკურ შედეგებზე პრეტენზია, ამიტომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მონეტარული ბაზარი და სხვა დეტალები. გამომდინარე აქედან საქართველოს მთავრობა აგროვებდა ამ თანხებს. ახლა კი ჩვენ გვაქვს მზაობა დავიწყოთ არნახულად დიდი და ინოვაციური ეკონომიკური პროექტები (დაელოდეთ სტატიას).

საგარეო საქმეები
მოგეხსენებათ, როცა მთავრობა ჩავიბარეთ საქართველოს VV-დან გასვლის პირას იყო, მაგრამ თქვენც ხედავთ რომ ჩვენ დავრჩით. ალიანსი ფოკუსირებულია ომზე. ამ ომში კი საქართველო ირიბად არის ჩართული, აჯანყებების სახით ვეხმარებით მოკავშირეებს მტრების წინააღმდეგ.
სამწუხაროდ დავკარგეთ ტიროლი, თუმცა თქვენც კარგად იცით, რომ მალე დავიბრუნებთ და მეტიც, მტერს ვანანებთ თავხედობას.
ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი ბრძოლა, სადაც ხორვატია პრაქტიკულად ნოკაუტში ჩავაგდეთ.
ალიანსში საბოლოოდ ყველა რწმუნდება, რომ ჩვენ ის დაბალი ღობე არ ვართ, რომელსაც ძველად ადვილად ახტებოდნენ. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი და მთავარია მისი სწორედ გამოყენება.

მთავარია თქვენი აქტიურობა! ჩვენ თავდადება არ გვესწავლება!

სამხედრო საქმეები
ასეთი სიმშვიდე ქვეყანაში დიდი ხანია არ ყოფილა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ.
როგორც იცით, საქართველოს მთავრობამ  დაიწყო VORTEX-ის პროექტი, რომელიც უცხოელებს გარკვეული შეღავათების სანაცვლოდ ავალებს იბრძოლონ ჩვენი ბონუსებისთვის. ვთვლით, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის.
მაგრამ, ვორტექსის შეღავათები იმას არ ნიშნავს, რომ ქართველი მოთამაშეები უნდა დაიჩაგრონ.
ამისათვის, საქართველოს მთავრობამ დაგეგმა მობილიზაციისა და საქართველოს პატრიოტების მხარდასაჭერი პროგრამა.
მას ცალკე სტატიაში შემოგთავაზებთ უახლოეს დღეებში (ხვალ, ან ზეგ). ასე, რომ ბიჭებო გულს ნუ გაიტეხთ!

განათლება
განათლების სფერო ჩვენი მთავრობის უდიდეს გამოწვევად რჩება. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კადეტების სწავლების, მობილიზაციისა და დაფინანსების მარტივ გზას.
პროექტი გამოქვეყნდება და მის ბენეფიტებს მიიღებენ, მხოლოდ და მხოლოდ აქტიური და მონდომებული კადეტები, რაც მათ მოტივაციას კიდევ უფრო გაზრდის.

სტატიის ბოლოს მადლობას გადავუხდი ყველა იმ მოთამაშეს, რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე ჩვენს გვერდით იდგა და იბრძოდა ქვეყნის საკეთილდღეოდ o7

დიდება საქართველოს o7
დიდება ჩვენს მიზნებს o7

Patrocinador

M A N T E XMukhraniOSGaga

Comentários (17)

1st
o7 hail georgia
სასიამოვნო იყო ამ გუნდთან ერთად მუშაობა, შედეგი დავდეთ, თუმცა ბევრად მეტი შეგვიძლია, წინ მთელი თვე გვაქვს!
o7 bliad meti dasalevi ers
რა გააკეთა ამ მთავრობამ? კარუსელებიიი,კარუსელები რისთვის? იმიტომ,რომ მაძღარმა ბავშვებმა იქანაო მშიერი ბავშვი ხო არ დაჯდება მანდ? ნწ ნწ ნწ
I just can t stop myself to not vote Sad
Mdah dzikis droa
O7 HAIL GEOGRIA
sg sg dzmao Wink karuselebi imito gaaketes ro madzgarma kadetebma iqanaon Laugh Laugh 07 Hail Georgia
კარგია ბიჭებო მიხარია Smile) წარმატებები o7
სახელმწიფო სესხების დაბრუნებაზეც დაიდოს ინფორმაცია ვინ დააბრუნა და ვის დარჩა. ეგ რომ არ გავაკონტროლეთ მაგიტომ შეიჭამა ბევრი ფული წინა თვეებში. არ ვამბობ რომ ეს მთავრობა შეჭამს მაგრამ რა იცი რა ხდება :დ
@Beast კარგი გამახსენე, უახლოეს საათებში გამოვაქვეყნებ.
o7 kargi iko mtavroba
sesxebze dges daideba yvelaperi saertod. cota gvian.
Hail Cadets ! ! ! !
kaia ♥ warmatebebi
o88