Publicado em Georgia - Assuntos financeiros - 04 Jun 2017 11:35 - 11
მოგესალმებით,
საქართველოს მთავრობა წარმოგიდგენთ სესხების პროგრამას.
გაეცანით დეტალებს! გაერთეთ და იბრძოლეთ სამშობლოსთვის!
მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობდა კამპანია, რათა მეხუთე დონის სავარჯიშო და კიტი არ დამატებულიყო, მაგრამ ადმინისტრაციამ არ გაიზიარა მოთამაშეების აზრი და აღნიშნული შენობების დამატებას კვლავ აპირებს.
გთხოვთ გაეცანით სტატიას
【GOV】 - ფასდაკლების შესახებ
ამ ფასდაკლებაზე პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ მოთამაშეებს:
- ვინც არიან ტანკერები და თავდაუზოგავად იბრძვიან ქვეყნისთვის.
- მწარმოებლები და გადამყიდველები, რომლებიც იაფად ყიდდნენ სახელმწიფოზე.
- პატრიოტები, რომლებიც სხვადასხვა კუთხით აქტიურობენ დისკორდში.
- მოთამაშეები, რომლებიც არ გეგმავენ აქაუნთის გაყიდვას.
- მოთამაშეები, რომლებიც არ არიან შემჩნეულები სახელმწიფო ღალატსა თუ სხვა ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში.
- მოთამაშეები, რომლებიც არ აპირებენ ქვეყნის დატოვებას.
* აპლიკანტები შეირჩევიან, ძალის, საკუთარი ოქროს, ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
* მოთამაშეებს, რომლებსაც ამ დრომდე აქვთ სახელმწიფოს ვალი ნაკლები პრიორიტეტი მიენიჭებათ შერჩევის დროს.
სესხების გაცემა მოხდება შემდეგი წესებით:
პირველ რიგში დაფინანსდებიან ის მოთამაშეები, რომლებიც სესხს ითხოვენ სავარჯიშოსთვის. დაკმაყოფილებული სესხების შემდეგ დარჩენილი ოქროების მიხედვით დაიწყება კიტების დაფინანსება მაღალძალიანიდან ქვემოთ.
* მოთხოვნილი სესხის მაქსიმალური რაოდენობა გახლავთ 200 ოქრო.
ქარხნების დაფინანსება
10-პროცენტიანი რეფუნდი!
საქართველო ერთი თვეა, რაც ომშია ჩაბმული. ამ პერიოდმა გამოაჩინა ბევრი პატრიოტი ადამიანი, რომელიც ბოლომდე ერთგულებდა თავის ქვეყანას და ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ კუჭზე და პირად ინტერესებზე ზრუანვდა.
საქართველო ერთი თვეა, რაც ომშია ჩაბმული და მტრებმა აღიარეს, რომ საქართველო ირანის შემდეგ ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა, რომელთან უბრალო გაჭიმვა ცუდად დაუჯდებოდა.
საქართველო ერთი თვეა, რაც ომშია ჩაბმული და ქვეყანას სჭირდება უფრო ძლიერი ეკონომიკა, ამიტომ გადავწყვიტეთ ყველა საქართველოს მოქალაქე ქართველს მივცეთ საშუალება, რომ მიიღონ 10-პროცენტიანი რეფუნდი ქარხნებზე და გაზარდონ მათი შემოსავალი. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯი.
რეფუნდის მიღების წესები?
რეფუნდის მიღება მოხდება მარტივი წესით. თქვენ ჩემთან ან მომავალი მთავრობის სხვა წარმომადგენელთან ერთად ბიუჯეტზე დაკვირვების, დასქრინვის მეთოდით ჩადგამთ ქარხანას. შემდეგ კი ფასდაკლების დასრულებამდე მიიღებთ კუთვნილ რეფუნდს. კომუნიკაცია მოხდება დისკორდ ჩენელის საშუალებით.
Q4 მატერიალების პროგრამა
საქართველოს მთავრობა გთავაზობთ Q4 მატერიალების პროგრამას. რომელზე დანახარჯიც ფასდაკლებაზე კიდევ უფრო მცირდება და ერთ ქარხანაზე 18 ოქროს ნაცვლად 9,75 ოქრო გამოდის.
პროგრამის უპირატესობაზე შეგიძლიათ გაეცნოთ სტატებს: სტატია-1 ; სტატია-2
პროგრამა მუშაობის განახლებას გეგმავს ფასდაკლებაზე და მასში მონაწილეობის წესები ასეთია:
1. ხვალ, 5 ივნისის საღამოს 12 სთ-მდე თქვენს მიერ მატერიალებისთვის განკუთვნილი ოქრო უნდა გადასცეთ მთავრობას.
2. ღამის 23:59 წთ-ზე მთავრობა შემოწირულ თანხას შეიტანს ბიუჯეტში და გააკეთებს ემისიას.
3. 6 ივლისს 23:59 წთ-ზე მთავრობა გამოიტანს დონაციის კანონს.
4. 7 ივლისის დღეს დარიგდება თანხა და მთავრობის წარმომადგენელთან ერთად ბენეფიციარები ჩადგამენ Q4 მატერიალების ქარხნებს.
Discord
იმისათვის, რომ სესხების პროგრამით ისარგებლოთ, მნიშვნელოვანია გაწევრიანდეთ
სახელწმიფო დისკორდში!
ჩვენი მთავრობა დღე და ღამეს ასწორებს, იმისთვის რომ ქვეყნის სახელი ღირსეულად წაროჩნდეს მთელ მსოფლიოში. შენარჩუნდეს ბონუსები, მებრძოლებს ჰქონდეთ სუბსიდირებული იარაღი. საქართველოს ჰყავდეს მთელ მსოფლიოში ყველაზე მობილიზებული არმია. ქვეყანაში იყოს სიწყნარე და მოთამაშეებს მშვიდად ჰქონდეთ ხალისიანი დროის გატარების საშუალება. მე ვფიქრობ, რომ მომავალი თვე მთლიანად, გაორმაგებული ძალით უნდა დავუთმოთ, ეკონომიკისა და სამხედრო პოტენციალის ზრდას. რაც გულისხმობს სახელწმიფოს მხრიდან, მოთამაშეების მხრიდან ერთმანეთის დახმარებას, რათა ყველას ჰქონდეს Q5 დოპინგი და რა თქმა უნდა სავარჯიშო. ასევე ყველას ქონდეს ის მინიმალური შემოსავალი, რომელიც იარაღის ხარჯს მაინც დაუფარავს.
მე ვფიქრობ, რომ ეს ფასდაკლება იქნება ამ ეტაპის დასაწყისი. ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ განვითარებას! ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ყველას გავუსწროთ და ვიყოთ ნომერ პირველები! მთელი სამთავრობო გუნდი მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მაქსიმალურად სამართლიანად და მიზანშეწონილად დარიგდეს სესხები. ბევრ თქვენგანს დღემდე არ დაუბრუნებია სესხი, ასევე ბევრი თქვენგანი ომის დროს სუბსიდირებული იარაღის თანხის გადახდისგან თავს ირიდებდა. ეს დიდი მენტალური პრობლემაა და საფრთხეს უქმნის ბევრი მოთამაშის განვითარებას. გთხოვთ იყოთ პატივისცემით განმსჭვალულები იმ შრომის მიმართ, რასაც ჩვენ ვდებთ და რაც მთელ ქვეყანას გვსურს!
ამ ფასდაკლებაზე შეიძლება თქვენ უკმაყოფილო დარჩეთ. ამ ფასდაკლებაზე თქვენ შეიძლება არ გაგიმართლდეთ მოლოდინები, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მომავალი თვეს მთელი მთავრობა იმუშავებს, იმაზე, რომ თქვენ შეძლოთ ორმაგი ტემპით განვითარება!
მე მჯერა, რომ ურთიერთგაგებით, ერთმანეთის დახმარებით და ქვეყანაზე ზრუნვით გადავდგამთ უდიდეს ნაბიჯს ჩვენი თამაშის ისტორიაში!
პატივისცემით
საქართველოს მთავრობა
Patrocinador
M A N T E XTokoEvoComentários (11)
o7 aseti mtavroba jer ar gvyolia sheni tamadobit tengiz
❤️❤️ o7 dzalian kargi projeqtiaa 😂
mshvenieri iaqtiuret bichebi o7 refaundi kargad ganmarte zogi ver mixvdeba
o7
აიტ მალადეც! ო7
sakutar kuchis da i teresebis gamo unda ibrdzolo zustad, tore mtavrobas ro endo :d ageri istoriam gvanaxa tu raoden didi odenobit oqro aortqlda saxalxo biujetidan
Pirdapir shegidzliat momcet 200 goldi yvela kriteriums vakmayofileb atmagad magram 200 cotaa arc savarjishos awevashi eyofa vinmes da arc kitis chadgmashi jobia cota dafinansdes da jigrulad vidre ese arc iqit gamovides da arc aqet. Aseve mwarmoeblebi AR Unda dafinansdnen isedac oxrad goldi aqvt nu msxvilebze vambob chemnairi garibebi dafinanseba l ROM meti motamashe modzlierdes rogorc dzalit aseve materialurad. Ai mere namdvilad davipyrobt msoflios!!!! au Ra paxmeliaze var am orshabt dges Ras merchit
@Kekr 202 ოქრო ღირს მეხუთე დონის სავარჯიშოს აწევა. წარმატებები o7