Grizzlys Academy

Grizzly021 - Jornal de Georgia -

Publicado em Georgia - Análise e debates políticos - 27 Jun 2017 08:24 - 13

http://www.picz.ge/img/s1/1706/27/5/5f98fcc4e82d.png

მოგესალმებით,
ჩემო მეგობრებო და ჩემო თანამებრძოლებო
მოგმართავთ დღეს, თამაშის დაარსებიდან 534-ე დღეს
მოგმართავთ, როგორც ერთი რიგითი ქართველი, რომელმაც ამ ხსნის მანძილზე ბევრი ქარტეხილი გამოიარა თქვენთან ერთად. მე თქვენთან ერთად გამოვიარე უამრავი გამარჯვების დიდებული წუთები და უამრავი მარცხის მძიმე, მაგრამ გულმხურვალე ეტაპები.
ჩვენ არაერთხელ დავეცით, მაგრამ წამოვდექით და კვლავ ამაყად გავუდექით გზას დიადი მიზნებისკენ.

დღეს საქართველო იმყოფება იმ სრულიად სხვა სიტუაციაში, როგორშიც წელზე მეტია არ ყოფილა და მე მაინც მჯერა, რომ  დღეს ღამე მოყვება, ღამეს კი დღე!
მე მჯერა, რომ მზე კვლავ ამოვა და კვლავ გაჩნდება იმედი, კვლავ გაჩნდება გზა დიადი მიზნებისკენ!

მოგეხსენებათ, რომ თითქმის სამი თვე ხდება, რაც მსოფლიო ომი მიმდინარეობს და ამ მძიმე ომში საქართველო ებრძოდა ორ ქვეყანას, იგერიებდა აჯანყებებს და წარმატებით ინარჩუნებდა ბონუსებს. მოგეხსენებათ, ასეთი ომი უზარმაზარ რესურსებს მოითხოვდა. მარტო ჩემი პრემიერობის დროს დღეში 30-50 ათასი ჰელი იხარჯებოდა. იხარჯებოდა უამრავი დრო და ენერგია საქართველოს წარმატებისთვის.
ამ დროს თურქეთი ჩვენს დასაცავად ჩაერთო საფრანგეთის წინააღმდეგ ომში, რადგან ფრანგები ჩვენზე დარტყმას აპირებდნენ. ამას მოყვა ვვ-ს სხვა წევრი ქვეყნების ომში ჩართვა და მიუხედავად ამისა მაინც წარმატებით ვუმკლავდებოდით მტრის აგრესიას.
როცა ომი ამ ხანგრძლივობით მიმდინარეობს, ამ დროს დიდი მოთმინებაა საჭირო, რაც არ აღმოაჩნდა ჩვენს ბევრ მოკავშირეს და მათ ალიანსი დატოვეს. გვიღალატეს!
როგორც გახსოვთ პირველად ალიანსი დატოვა უკრაინამ და ლიტვამ (ეს არაფერი), შემდეგ ტაივანმა და ინდონეზიამ (დაუპირისპირდნენ ირანს), ყველაზე გასაოცარი აშშ-ს და ბულგარეთის ალიანსიდან გასვლა იყო, რასაც თან ბრაზილიის გასვლა და მისი ნეიტრალიტეტიც დაემატა.

აღმოვჩნდით განახევრებული ძალებით, რადგან მტრებმა შექმნეს ახალი ალიანსი, რომლის მთავარი მიზანი ჩვენთვის კოლონიების წართმევა და როგორც აღმოვაჩინე ჩვენი მიშლა ყოფილა. აჯანყებებში მტერი მილიარდობით დემიჯს დებდა, რომელთა დაცვაც უაზროდ რესურსის გაფანტვა იქნებოდა. ადრე თუ გვიან წავაგებდით, რადგან 19 ქვეყანა გვესროდა და შეუძლებელი იქნებოდა დიდი ხნით კოლონიების შენარჩუნება. ამ ყველაფერს თან დაერთო შეცდომები და აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში, რომ იძულებული გავხდით ტაქტიკური უკან დახევა დაგვეწყო. 

გვაქვს ინფორმაცია, რომ მტრების ალიანსი გეგმავს ყველა ვვ-ს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ მასიური შეტევის დაიწყებას, რასაც შეიძლება კოლოსალურად მძიმე შედეგები მოჰყვეს. ამიტომ გადავდივართ თავდაცვით რეჟიმზე, სადაც სრულად ვაგროვებთ ენერგიას და ვემზადებით ომის ახალი ქაოსური ეტაპისკენ. სადაც გამოიკვეთება საბოლოო გამარჯვებული.

გადავწყვიტე ამ მძიმე დროს დავბრუნდე და კვლავ ჩავუდგე ქვეყნის გადარჩენას სათავეში. მე და სანდრო შევთანხმდით, რომ მას ჩავანაცვლებ და მთელ ენერგიას მოვახმარ ქვეყნის განვითარებას. დღეს მე მჭირდება თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა იმ გრანდიოზულ საქმეში, როგორიც საქართველოს დიდი ხანია არ ჰქონია. თქვენს შორის არის უამრავი მონდომებული ადამიანი და დამერწმუნეთ ძალის მიუხედავად თითოეული თქვენგანის ქვეყნის სამსახურში ყოფნა უმნიშვნელოვანესია. დღეს ყველა უნდა დავდგეთ ერთად და ერთად ვაკეთოთ საქვეყნო საქმე!

ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა და შესაბამისად უამრავი რეფორმა გასატარებელი. ასე ვთქვათ, რომ გადავდივართ 24სთ-იან რეჟიმში, როცა სრული ყურადღება გადატანილია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და სამხედრო პოტენციალის ამაღლებისკენ.
გთხოვთ დაელოდოთ ჩემს მომდევნო სტატიებს და მოგიწოდებთ აქტიურობისკენ! გვერდში დგომისკენ!
დღეს თქვენ საქართველოს განსაკუთრებით ჭირდებით!
მე მჯერა, რომ ჩვენ შეუძლებელს შევძლებთ!
საქართველო აღდგება როგორც ფენიქსი!
კავკასიური არწივი არ დაეცემა!
წინ სულ მაღლა და მაღლა!
გამომყევით!
პატივისცემით, Grizzly021


Patrocinador

FurioEReJSDavis_Mraczek32KamKo 69Jared LetoWorld Lord of War

Comentários (13)

ფენიქსი!
kri
ვსო კიდევ ერთხელ დაენძრა საქართველოს :დ ისევ ვვ მოვიდა მთავრობაში .. წარმატებბი ♥
ბეჟუ თქვენ, რო მოხვალთ დამირეკეთ ♥
ამინ ძმაო რა :დ
ამას ჰოლანდიაში და კანადაში წასული ქართველების ძალის დაკლება და ხალხის ნაკლები აქტიურობაც დაემატა და სულ ეგ ვართ. იმპერია. რაც შეეხება ვვ მოსვლას მთავრობაში ცუდია თუ კარგია ალტერნატიული ძალა გადაიხვეწა და ვინც დავრჩით მესამე ძალა პოლიტიკა გვკიდია.
ავე მე!
რა თავდაცა შეტეაზე უდნა გადავიდეთ, ბონუები ისედაც არ გვაქ 100 % და დაცვას რა აზრი აქ? მტერს ხმალი უნდა საფრთხულად, ზურგზე მიდგომა მგლურადა, თუ როგორცაა
*ხელი მიიდო გულზე* მზად ვარ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე დავიცალო! o7
gl o7
xeli miido gulze 😁😁😁😁😁 /me Commandit ?
o7
რა მიანტერესბს იცი ? რომელია იოს გულადი კაპიტანი , რომელსაც უნდა ჩაძირულ გემს თან ჩაყვეს ? - გამოდით ალიანსიდან და ირანის და თურექთი დატოვეთ აცადეთ გადაუარონ.... მაგათ , მანამდე მშვიდობის მტერედები აფრინეთ მტრის ბანაკებში და აიძულეთ ამის სანაცვ;ლოდ რამე ღირებული დაგვითმონ Smile)) ახლა ჩვენი ალიანსში დარჩენა სისულელეა . მარტო ოქროს მოსატეხად გაქვთ ეგ თავები ?