The End

Qurcika - Jornal de Georgia -

Publicado em Georgia - Análise e debates políticos - 31 Jul 2017 23:36 - 24

https://preview.ibb.co/mG1V5Q/Screenshot_1.jpg

მოგესალმებით,
აუცილებლად ვთვლი, რომ გაგაცნოთ ჩემი გეგმები საარჩევნოპროგრამის სახით და ნათლად წარმოგიდგინოთ ჩაფიქრებული პროექტები, რაზეც ვიმუშავებ მომავალი
თვის განმავლობაში.
მე ვთვლი, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია ძალიან საინტერესოდა წარმატებული თვე ვაჩვენოთ, მაშინ როცა ფაქტია წინ ბევრი პრობლემა და რთული დღეები
გველოდება.

მაშ ასე, გაეცანით პროგრამას:
 
ეკონომიკა:
მომავალი თვის განმავლობაში მთავრობის უმთავრესი სამუშაოგათვლილი იქნება თითოეული მოთამაშის ეკონომიკურ განვითარებაზე.
ამას ემსახურება ჩვენი მისწრაფება დროულად დავიბრუნოთ ბონუსების მცირე ნაწილი მაინც
და  ერთად აღვადგინოთ დიადი ქართული იმპერია!
-        პირველ რიგში გავაგრძელებთ და მყარად შევინარჩუნებთარსებულ ლარის კურსს 0,006-ზე.
-        მოხდება საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა, რომელსაც დაევალებამოთამაშეებისთვის ინდივიდუალური ბიზნეს გეგმების შემუშავება, რაც GA პრაქტიკიდან გამომდინარემოთამაშეებს მისცემს სწრაფად ზრდად ფინანსურ შემოსავალს. რაც ასოცირებულია რაციონალურ
ხარჯვებსა და წარმოებასთან.
მოკლედ, რომ ვთქვათ შეიქმნება ბიზნეს კონსულტანტის თანამდებობა.
-        ეკონომიკის სამინისტროში შეიქმნება ვაჭრობის დეპარტამენტი,რომელიც იზრუნებს ძირითადად გადაყიდვის მეთოდის გამოყენებით ბიუჯეტის ზრდას და ომების
დაფინანსებას.
-        შეიქმნება მყარად გაწერილი სარეზერვო ფონდი, რომელსაცვერავინ შეეხება და ეს იქნება ჩვენი სამხედრო-ეკონომიკური სიმყარის გარანტი.
-        შეიქმნება ფონდი, რომელიც სხვადასხვა წყაროებიდან შეგროვებულითანხებით პატრიოტ და მებრძოლ მოთამაშეებს უსასყიდლოდ ჩაუდგამს კიტის ქარხანას.
თავდაცვა:
ვფიქრობ, რომ სამ თვიანი დამქანცველი ომის შემდეგ ღირსივართ დავისვენოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ გვაქვს ის საშუალება
და მონდომება, რომ თუნდაც მხოლოდ ენერგიით ძალიან წარმატებული სამხედრო ოპერაციები
ჩავატაროთ.
ჩემი უპირველესი ამოცანაა, რომ დავიბრუნოთ რუსეთის მიწებიდა კვლავ ყველაზე მობილიზებული სიკვდილის მანქანად ვიქცეთ ბრძოლის ველზე.
მე მაქვს ამბიცია, რომ ქართული სამხედრო ძალა იყოს მთელთამაშში საუკეთესო და იმედი მაქვს, რომ დამიდგებით გვერდში და ყველაფერს გავაკეთებთ
ამ მიზნის მისაღწევად.
-        გადაიხედება მობილიზაციის sms სია და ჩამოყალიბდებაახალი.
-        დაიხვეწება მომარაგების სისტემა და უფრო მოქნილი გახდებავიდრე არის ახლა.
-        ბრძოლის წინ ტრადიციულად გაიცემა სუბსიდირებული იარაღი.
სამხედრო შენაერთები:
-        ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია აღვადგინოთ ელიტარული სამხედროდანაყოფი GAMA, როგორცჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი. ეს იქნება მკაცრად დისციპლინირებული და ყველაზე
ორგანიზებული დანაყოფი, რომელიც ნებისმიერ სამხედრო დავალებას შეასრულებს.
-        შენარჩუნდება არსებული სახელმწიფო სამხედრო დანაყოფები.
ახალი მებრძოლების სისხლი:
-        როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ბევრია პასიური მაგრამკარგი აქაუნთის მქონე მოთამაშე. ამიტომ გადავწყვიტეთ ნებისმიერი გზით მოვიძიოთ თითოეული
მოთამაშის საკონტაქტო ინფორმაცია და დავაბრუნოთ თამაშში.
-        მებრძოლებისთვის მოეწყობა სხვადასხვა წამახალისებელიმისიები და გაიცემა ძალზე სასურველი პრიზები. რათა მოხდეს თითოეული მათგანის სტიმულირება.
-        მაქსიმალურად ვეცდები ახალბედა მაგრამ აქტიურ მოთამაშეებსდავუთრიო კარგი აქაუნთი და მოვხოდო, როგორც ძლიერი მებრძოლები.
 
განათლება:
-        მომავალი თვის დასაწყისში შეიქმნება სასწავლო ვიდეოთუთორიალი.
-        შეიქმნება ტექსტუალური გაიდლაინი ახალი მოთამაშეებისთვის.
-        ყველა კადეტი გამოცდილ მებრძოლებთან ერთად ჩაერთვებასამხედრო ოპერაციებში და ყველა იმ მისიაში რასაც დიდები შეასრულებენ. ამითი ისინი პრაქტიკულ
ცოდნას მიიღებენ თამაშის შესახებ.
-        თითოეული კადეტისთვის შეიქმნება ინდივიდუალური განვითარებისგეგმა, რაც საშუალებას მოგვცემს დაიზოგოს სახელმწიფო ფინანსები და ამავე დროს მოთამაშეებმა
მიიღონ მაქსიმალური შემოსავალი.
-        გააქტიურდება Facebook გვერდიდა ჯგუფი. რითიც დავაინტერესებთ ახალბედა მოთამაშეებს და მათ ჩავრთვათ თამაშში. ასევე
მოეწყობა BabyBoom-ები.
საგარეო პოლიტიკა:
პირობას ვდებ, რომ დავრჩები ერთგული იმ ხაზისა, რომელსაცსაქართველო ურყევად მისდევს საგარეო ასპარეზზე. ვაცნობიერებ რეგიონალური უსაფრთხოების
მნიშვნელობას.
აუცილებლად ვიზრუნებ რათა საქართველომ მნიშვნელოვანიროლი შეასრულოს VV-სგანვითარებაში და ალიანსის სიმყარე გახდეს საქართველოს წარმატებული მომავლის გარანტი.
ჩვენ გამოცდილ ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად აქტიურადვიმუშავებთ ალიანსის წარმატებაზე და ერთიანობაზე!
 
შიდა პოლიტიკა:
თამამად შეიძლება იწოდოს Grizzly-Aveun-ის ალიანსის მთავრობარევოლუციურად, რომელმაც სრულიად ღრმა ხვრელიდან გამოიყვანა ქვეყანა და მიიყვანა ფაქტიურ
ოქროს ხანამდე.  ვთვლი, რომ ეს სწორედ იმისდამსახურებაა, რომ ქვეყანა გაერთიანდა, ხოლო ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ჯგუფებისგან
ქვეყანა გაიწმინდა.
ჩემი უმთავრესი ამოცანა იქნება, რომ დავიცვა ქვეყნისსტაბილურობა ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფებისგან და თითოეულ მოთამაშესთან ინდივიდუალურად
ვიმუშავო, რათა თითოეულმა პატრიოტმა სწორედ იგრძნოს ერთიანობა და კონსოლიდაცია საერთო
მიზნების ირგვლივ.
შენარჩუნდება სახელმწიფო საკომუნიკაციო ქსელის Discord-ისმართვის არსებული პოლიტიკა, ყოველგვარი გართულებების თავიდან არიდების მიზნით.
ვიზრუნებ, რომ მოეწყოს სხვადასხვა აქტივობები თამაშისირგვლივ, მაგალითად ჩემპიონატი ჯოკერში, ნარდში, დომინოში. სხვადასხვა ინტელექტუალური
შეჯიბრებები და სხვა. ამ გზით ვეცდები გავააქტიურო და დავაახლოვო პატრიოტი მოთამაშეები
ერთმანეთს.
მაქსიმალურად ვეცდები დავიცვა ქვეყნის ღირსება ყველგანდა ყოველთვის.
მე მაქვს თქვენი იმედი! მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ!
 
ჩემი სამთავრობო გუნდი გამოიყურება შემდეგნაირად:
 
ჩემი სამთავრობო გუნდი გამოიყურება შემდეგნაირად:
CP – Qurcika
PM – Grizzly021
MOD – Georgian Legend
MOFA– tedo123
MOF –MrNick
MOE –77GIGI77



Patrocinador

MrNiCkGeorgian BullGrizzly021Grizzly021grimishaMando

Comentários (24)

წარმატებები, მადლობა ნდობისთვის Q7
o7 წინ გამარჯვებისკენ!
warmatebebi. maagram cota didi shriftid dabechde da mokled davitanje sanam chavikitxe Laugh o7
Madloba dzma prosta didze dzaan iweleba da bodishit.. madloba yvelas
წარმატებები o7 ერთად ერთიანი ძალით! წინ გამარჯვებისკენ!
Chven movigebt tengo chveni gundi ertad win saqartvelo agmavlobisakenKiss
voted
Kaia qurcik, babyboom ar gvawyenda erti , mshvenieri ideebia.
o7 warmatebebi.... ♥♥♥
MOF –MrNick es kaci mevaseba +1 xma chemgan tu meqneba 20% agebuli Laugh
o7
warmatebebiiii...
o7
kargia warmatebebi o7
Chemi xma shen√
antisaxelmwifoebrivad moazrovne jgufebi qveynidan gaiwminda. es teqsti shen moifiqere?? (unlike)
carmatebebi ritic shemedzleba gverdshi migulet...
yvela mxardamchers didi madloba minda gitxrat daa mobrdzandit archevnebis dgess saarchevno urnastan da daafiqsiret tqveni archevani ) o7
@grimisha ნამდვილი სახე გამოაჩინე და ნუ საუბრობ მიშას აცცდან :დ დებილი :დ :დ
რამდენიმე რჩევა: 1.[GOV] არა [PM] 2.მთავრობის სახელით ნუ წერ შენს საარჩევნი სტატიას. 3.ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება. 4.ქართველი ხალხი ჭკვიანია,სულელი არავის ეჰონოს. 5.და მაინც...წარმატებები...ხალხი იტყვის ყველაფერს ხმებით. 6.ისე გიშრომია და ვერ დაგიკარგავ. 7.მე ვარ მუხრანი! Smile და მე მალე დავბრუნდები Smile მანამდე კარგად გაერთეთ!!!
@Beast ხარი ხართა რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო. შეეშვი რა, ასემც უქნიათ ყველას სისხლი გადაესხათ ( სისხლის გადასხმა) 😈😉. თუ კარგ რამეს იზამ გაგვიხარდება, მართლა უგულოები კი არ ვართ, უბრალოდ სისხლი არ გვაქვს გადასხმული და რაღაცეებში იმიტომ არ გეთანხმებით ხოლმე.
#VoteforBALANTA
მოხდება საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა, რომელსაც დაევალებამოთამაშეებისთვის ინდივიდუალური ბიზნეს გეგმების შემუშავება, რაც GA პრაქტიკიდან გამომდინარემოთამაშეებს მისცემს სწრაფად ზრდად ფინანსურ შემოსავალს. რაც ასოცირებულია რაციონალურ ხარჯვებსა და წარმოებასთან. მოკლედ, რომ ვთქვათ შეიქმნება ბიზნეს კონსულტანტის თანამდებობა es dzalian momwons vpiqrob prioriteti mainc motamasheebis sabrdzolo resursis gazrda sakmaod mnishvnelovani iqneba tvitdapinanseba rom shedzlon shemdeg omebshi
getanxmebi hani chven egre agvizardet ga-shi biznesze mogvces rchevebi shen is chadgi shen is da swori mimartulebit sruliad damoukideblad maqvs shemosavali ) dzalian bevr dzvelze metic ki )