Grizzlys Academy

Grizzly021 - Jornal de Georgia -

Publicado em Georgia - Análise e debates políticos - 05 Aug 2017 02:35 - 27

http://www.picz.ge/img/s1/1708/5/5/5eb26b7791a7.jpg
მოგესალმებით,
მე ვარ Grizzly021 და მინდა შეგატყობინოთ ჩემი მოულოდნელი გადაწყვეტილება.
მე მივდივარ თამაშის პოლიტიკური ნაწილიდან.
დაე მოყვარე წუხდეს და მტერი ხარობდეს!
ჩემო მეგობრებო,
ზუსტად 250 დღე გავიდა მას შემდეგ რაც თამაშის პოლიტიკურ ნაწილში ჩავერთე, 335 დღეა რაც აქტიურად ვთამაშობ. 8 თვის განმავლობაში უამრავი სიძნელე, სასიამოვნო და საინტერესო წუთი გამოვიარე. შევიძინე უამრავი მეგობარი. გაგიცანით ყველა და ვფიქრობ ყველაფერი რასაც კი თამაში შეეხებოდა რეკორდებით ამოვწურე და ვფიქრობ დროა წავიდე, სხვანაირად გავერთო. მაგრამ გპირდებით, რომ თავს არასოდეს მოგანატრებთ!

მე თქვენ გიცნობთ. თამაშში მოგმართავთ რეალური სახელით. ვიცი თქვენი ინტერესის სფეროები, ან ვიცი რაზე ოცნებობთ, ვიცი რაზე ბრაზდებით, ან რა გიხარიათ. ვიცი თქვენი პრობლემები, სიხარული ან მწუხარება. ხანდახან თავი ვანგა მეგონა, მაგრამ ყოველთვის ვხვდებოდი თუ რას დაგეგმავდით, წინასწარ ვხვდებოდი თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდით. მე თქვენ გიცნობთ და გეტყვით, რომ ყველა ძალიან საინტერესო ადამიანები ხართ და მხოლოდ წარმატებებს გისურვებთ!

თავს არ შეგაწყენდით, მაგრამ მინდა ეს სტატია ისტორიას დარჩეს ამიტომ ტრადიციულად ვრცლად ვისაუბრებ.

მიღწევები მოკლედ (ბევრს არ მოგიყვებით, დამღლელია :P )

ჩემი აზრით ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ეს მხოლოდ მოტივაცია იყო რომ მემუშავა 100ჯერ უფრო მეტად და უკეთესი შედეგი დამედო, ვიდრე ოდესმე ვინმეს დაუდია.
უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით ვიტყვი იმას, რომ ყველა მიღწევა ჩემს გუნდთან ერთად დავდე. მათ გარეშე არაფერი ხდებოდა!

ქვეყანა ორჯერ ამოვიყვანე 90-იანი წლების საქართველოზე უფრო დაქცეული მდგომარეობიდან. ორივეჯერ ეკონომიკური პროგრესის რეკორდი მოვხსენით. ყველაზე აქტიური და ყველაზე მეტი მოთამაშე თამაშობდა ჩემი მესვეურობის დროს. ყველაზე დიდი ომები გადავიხადეთ ჩვენ!
ყველა არჩევნები მოვიგე ისტორიული რეკორდით. ყველაზე მეტად მოთამაშეები განვითარდნენ ჩემი გუნდის მმართველობის დროს და ა.შ. უსასრულოდ, უბრალოდ თავს არ მოგაბეზრებთ.

ვიყავი პრინციპების უღალატო. არ ვპატიობდი დანაშაულს არავის, არც ჩემს უახლოეს გარემოცვასაც კი. დავუპირისპირდი ყველაზე ახლოს მდგომსაც, როცა მან დანაშაული ჩაიდინა. არ ვაპატიე არავის! ყოველთვის ვიყავი ავტოკრატი!  თუ შეიძლება ვუწოდოთ ძალაუფლება, მაშინ ჩემს ძალაუფლებას ბევრი რამ განაპირობებდა. არ ვიპარავდი, საქმეში ბოლომდე ვიხარჯებოდი, ქვეყნიდან არ გავრბოდი, ყველა სფეროში ბოლომდე ვეძიებოდი.

ბევრი სტატია მაქვს დაწერილი, ვოისში არაერთხელ მისაუბრია თქვენთან. ჩემი გაკეთებული საქმე გახსოვთ. ვისაც არ ახსოვს ალბათ არცაა საჭირო ახსოვდეს. მაგრამ ერთს გთხოვთ არასოდეს დამაბრალოთ ტყუილი! თუ ოდნავ მაინც რამე კარგი გამიკეთებია თქვენთვის, ამის ხათრით გთხოვთ ტყუილი არ დამაბრალოთ.

რევოლუციები.

ჩემს პოლიტიკურ მიმზიდველობას ბევრი შეეწინააღმდეგა, ახლა ისინი ძირითადად პოლიტიკურ სამარეში არიან, სითი პარკს გადავაყვანინე :P მაგრამ მაინც გაგაცნობთ რევოლუციების ქრონოლოგიას.

პირველად რევოლუცია მახარამ დაგეგმა იანვარში. როცა დებოში მოაწყო, თუმცა მაშინ ჩემი პოლიტიკური სექსუალობა 99%-მდე ადიოდა და არ გამოუვიდა. ჩაეშალა მისი მარიონეტების საშუალებით ხალხის ავღანეთში გადაყვანის გეგმა. ჩავუშალე, თანამდებობაზეც დავრჩი და ქვეყანაც მაგრად მოიხოდა.

თამამად ვიტყვი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ იყვნენ ყველაზე ახლოს რევოლუციასთან. მეორე რევოლუციას გაზაფხულზე შეეცადნენ. მარტში ჩემი ოპონენტები ყველაზე ძლიერები იყვნენ, მაგრამ ნემესისივით ჭკუა არ ქონდათ თავში. 7-ჯერ გამომიტანეს იმპიჩმენტი და შვიდივე ჩაუვარდათ. მაშინ კონგრესი ჩემი არ იყო, უბრალოდ კეთილმა ხალხმა გაანალიზა თუ ვის უნდოდა მოსვლა. ამ დროს თამაშის გარდა სხვა საქმეებიც მქონდა, რა დროც თამაშისთვის უნდა დამეთმო, მხოლოდ ოპოზიციის დაშოშმინებას ვახმარდი. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ჩემით ავდექი და თანამდებობა დავუთმე ნეიტრალურ ადამიანს. მან ცოტა ხანში თანამდებობა ესაქართველოს სერგო ორჯონიკიძეს (წილოს) გადააბარა. 
მხოლოდ ამ დროს და ასე შეძლეს ჩემი ძალაუფლების შესუსტება მთავრობაში.
შემდეგ როგორ დაანგრიეს და გააფარჩაკეს საქართველო იცით და აღარ მოვყვები. 

მესამე მცდელობა ივნისის მიწურულს ჰქონდათ. მართალია დათვი ვარ, მაგრამ რვაფეხასავით ყველგან მქონდა საცეცები გადგმული. ჩემი ძვირფასი გიორგი ცხაკაია და მამუკა ჯინჭარაძე დიდი დიქტატორის გადაგდებას გეგმავდნენ, მაგრამ ის არ იცოდნენ რომ ყველაფერი პარალელურ რეჟიმში ვიცოდი.

მეოთხე მცდელობა ახლა იყო, როცა ქვეყნის მოღალატე მოიწვიეს და პარალელურად შვეიცარიელებთან ერთად გეგმავდნენ ქვეყნის შიგნით ჩემი ძალაუფლების შესუსტებას. ვერ მოგართვით :P

ბატონებო მე თქვენგან უფრო მეტს ველოდი და მინიმუმ ისე მაინც უნდა დაგეგეგმათ ოთხივე, რომ მე ყველაფერი პარალელურად არ მცოდნოდა :*

ახლა ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით ლინკებით:

ბტნ სანდრო მაჩაიძეს: ჩემო საყვარელო ბიჭო, დიდ პატივს გცემ, მაგრამ გახსოვდეს რომ Grizzly021 ვალს ყოველთვის იხდის და ამ ფანდით ვალი დაგიბრუნე :*

1. Georgian Solider-მა დაიწყო რევოლუცია და ქვეყანაში არეულობა. ეს იყო პირველი იმპიჩმენტის კანონი:
https://www.erevollution.com/en/country/law/25/Georgia/19578  (ჩავარდა)
2. სანდრო შენი პრეზიდენტობის ბოლოს შენივე ხელით გამოგატანინე კანონი შენი თავის წინააღმდეგ, რომ მე გავმხდარიყავი პრეზიდენტი:
https://www.erevollution.com/en/country/law/25/Georgia/23923  (გავიდა)

ბტნ წილოს: ლუკა ძალიან ჩამოუყალიბებელი ბიჭი ხარ. ბევრი კარგი და ცუდი თვისებით. ეს დაიმახსოვრე შე ზანგის ტრაკო! :*
1. https://www.erevollution.com/en/country/law/25/Georgia/21212


მიღალატეს

სიმბოლურია ზემოთ დადებული ლინკების შემდეგ ღალატზე საუბარი.
კი მიღალატეს.
გალაკტიონ ტაბიძის სიტყვების არ იყოს - იმდენჯერ მიღალატეს, თავი სამშობლო მგონიაო. თამაშს ერთი საინტერესო მოდული აქვს. ადამიანებს გაცნობს. ხვდები ვინაა სუსტი და ვინ ძლიერი. ვის შეუძლია საკუთარი თავის დაჭერა. მე ბევრი თქვენგანი გავიცანი :*
მოღალატეებს არ ჩამოვთვლი. ტეხავს.

რატომ ვთამაშობდი პოლიტიკის კუთხით?

ეს მოდული ჩემთვის დიდი გატაცება იყო. ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე. ბევრი მეგობარი შევიძინე. მე მაინტერესებდა ადამიანები და მინდოდა საქართველო ამეყვავებინა. წარმომეჩინა ვირტუალურ სამყაროში და ჩემი აზრით უკან არ დამიხევია.

ჩემს მეგობრებს

ჩემო ძვირფასებო, თქვენი უმეტესობა რეალურად არ მინახია. ვირტუალურ სფეროს არ გავცდენილვართ ჯერჯერობით რა თქმა უნდა. მაგრამ ვერ წარმოიდგენთ თუ რამხელა პატივს გცემთ. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ექნება როცა შეგხვდებით, ხელს გადაგხვევთ და ჩემი პიდარასტული შუტკით გეღადავებით.  მიყვარხართ, გაფასებთ, ალბათ ეს სტატიაა ამწუთას კარგი ადგილი, რომ გითხრათ სადაც არ უნდა დაგჭირდეთ თენგო თქვენს გვერდითაა o7

ახლა იმედია არავის ეწყინება და ჩემს სიხარულს და ძვირფას კაცს, გიორგი კონსტანტინოვს ანუ BALANTA-ს მივმართავ.
ბატონმა გიორგიმ ქუთაისის კადეტთა ლიცეუმში ჩააბარა. 15 წლისაა, მაგრამ გააზრებული აქვს, რომ ერთადერთი მომავალი ცხოვრება საქართველოს სამსახურში გაატაროს. ჩემს ძმას გეფიცებით, პირველად რომ მითხრა ავნერვიულდი. 15 წლისაა ბავშვი აქედანვე სამხედრო რეჟიმში ცოდოა მეთქი. მერე გავიაზრე და თამამად ვიტყვი - მე ვამაყობ რომ მე ვიცნობ გიორგი კონსტანიტნოვს და ეს თამაში ღირდა ამისთვის o7

ღირდა, რომ თქვენ გამეცანით!
მეგობრებო, მტრებო თუ უცხოებო, თუ რამე გამიკეთებია ობიექტურად შემიფასოთ, თუ სადმე გკითხავენ გრიზლი021  ვინ იყოო.
არ მიკეთებია იმისთვის, რომ ვინმეს დაეფასებინა და მერე დამემადლებინა. არამედ ვაკეთებდი იმიტომ, რომ ქვეყანა გამეძლიერებინა, ხოლო მე ერთი პაიკი ვიდექი წინა ხაზზე.

დიდი ხნით მივდივარ პოლიტიკიდან, არანაირი თანამდებობა არ მინდა. მაგრამ თამაშს თავს არ ვანებებ. ვრჩები ჩემს უსაყვარლეს GA-ელებთან. ბევრ სტატიას დავწერ. ბევრ საინტერესო რამეს გავაკეთებ და კვლავ ქვეყანას მოვახმარ ჩემს ენერგიას.

იმედი მაქვს მომავალი მთავრობები ღირსეულად გააგრძელებენ საქვეყნო საქმეს. ჩემს რჩევებს არ მოგაკლებთ.
და ბოლოს ერთი რამ:

მე დეკემბერში ვთვქი, რომ ქართველებს უნდა აგვეშენებინა იმპერია. ჩვენ ვიდექით იმპერიის მშენებლობის გზაზე და ამას აუცილებლად მივაღწევდით. მაშინ ბევრმა ქართველმა მოთამაშემ დამცინა, დასცინეს იდეას, ღადაობდნენ და ღადაობდნენ, იმპერია არა ტოროლაო.
იმპერიული მომავლის რწმენა ამ ადამიანებში იმდენად დაბალი იყო, რომ დამარცხდნენ, დაისაქსნენ და დაიშალენ. 
ჩემს მეგობრებთან, ერთად კი როცა საქმეს მოვკიდეთ ხელი საქართველო ავიყვანეთ ზენიტში!
როგორშიც არასოდეს ყოფილა არც საქართველო და არც ბევრი სხვა!
ჩვენ ავაშენეთ იმპერია!
ვინც რწმენას არ კარგავს, ის იმარჯვებს!
გახსოვდეთ ვისი გორისა ხართ!

პატივისცემით მე ✌✌✌

ისტორიის დასასრული

Patrocinador

xBeoWulfxQurcikaGeorgian Bull

Comentários (27)

დაგვეხსნააა Laugh Laugh
tavgasiebuli mixaria dzalian mixaria. marto shen mixvdebi Laugh Laugh Laugh
თენგო შენი დედის მუტელი მოვტყან შეგიძლია მესტუმრო იცი სადაც თუ რამე გინდა Smile ყველა ჩამოუყალიბებელი კაცის დედასშევეცი შენი თამადობით Smile გამოიწერე
შენც იცი რისი ღირსი ხარ Wink როარა შენი პოლიტიკა ახლა სხვაგვარად იქნებოდა ყველაფერი...
ლუკა, დედის შეგინება დიდი სირცხვილია. არ დაგიმალავ და მეც შევრცხვენილვარ. აქ ახლა გინებას არ დაგიწყებ და არც არასდროს შემიგინებია შენთვის, რაც არ უნდა გაგიკვირდეს. არ ვიკადრებ რომ ახლა აქამდე დავეცე. მაგრამ იცოდე რეალურ ცხოვრებაში მაგრად დაგერხა. ღამე ძილს არ გირჩევ და დღისით მშვიდად ყოფნას. ყველგან მოგელანდები, სიკვდილი მოგენატრება. ორპირო არაკაცო!
ჩემი ძმა ხარ თენგო.. წილო იდი ნახუი
gineba ra pontia shexvdit ertmanets da iq gaarkviet. am ginebit ras amtkiceb????
Balanta o7 tengo warmatebebi
o7 warmatebebi chemi dzma xar )
წარმატებები ტედი ბეარ :დ
Nice bear
წარმატებები კადეტს :დ ვნახოთ მომავალ წელს მე როგორც გამიმართლებს ამ საქმეში ! მეამაყება ყველა სამშობლოსთვის გულანთებული ადამიანი . მოკლედ გეტყვი თენგო შენც სათქმელს დიდი ხანი არაა რაც გიცნობ რა თქმა უნდა ვირტუალურ სამყაროში და ჩემთვის დიდი პატივია ეს .
ამ თამაშში შენ , გიობოდის და ვეტელს გცემთ ყველაზე დიდ პატივს ! მე ვთვლი რომ ის ვინც ვირტუალურ სამყაროში ადამიანია რეალურ სამყაროში ორმაგად დიდი პიროვნებაა სწორად ასეთები ხართ თქვენ სამი ჩემს თვალში . გამეცინა ამ სტატიაში გალაკტიონის სიტყვებზე ნამდვილად მოღალატეებს რა გამოლევს დედამიწაზე აქ ხომ საერთოდ . წარმატებები ყველას თქვენს მიერ არჩეულ გზაზე ღმერთი თქვენსკენ . იცოდეთ რომ ძალიან გაფასებთ და იმ ნაბიჯს რაც ახლა გადადგი ცუდია მაგრამ აუცილებელი ნახავ ცოტახანში რატომაც და მე ვაცნობიერებ რომ შენ მიხვდი რატომაც და სწორად იმიტომ მიიღე ეს გადაწყვეტილება . მადლობა :დ
imedia agar dabrundebi tengo politikashi o7
მარკ ტვენის სიტყვები:-„იცხოვრე ისე, რომ მესაფლავემაც დაიტიროს შენი სიკვდილი“... არაფერ შუაშია მარა წავიკითხე და მომეწონა.. რაც შეეხება სტატიას Long Live to kim jong-un ეგეც არაფერ შუაშია მარა არაუშავს, მთავარია მონდომება ყოჩაღ კინიას
საყლევეთია რა Smile მადლობა თენგო ამ 250დღისთვის, იმ ყველაფერისთვის რაც გააკეთე, დადებისთვისაც და უარყოფითისთვისაც. დიდიწილად საქართველო შენს მხრებზე იდგა ხოლმე, ამას ვაფასებთ Smile შემოდგომა ჟამს დაგვიბრუნდი Wink . Царматебеби, Гвиквархар (Шензе вандзревт) :v
o7
@Zlatan Laugh Laugh Laugh Laugh nw nw nw
ეჰ დათვო დათვო ბევრი თაფლი გაქ ნაჭამი , მეტი მე აღარ შემეხო , თორე ყურს ძირში აგაჭრი Smile))
Sad(((
karoche raaa isev dachma dachma da dachma
magari chamokruliaq
au Sad
@padme ოქრო ხარ @legolas იმედებს არ გაგიცრუებ უახლოესი 6 თვე მაინც @tedo ჩემი სული და გული ხარ @zlatan შე ოხერო ;დდდდდ Kiss @Geobody ჩვენ სულ ერთად დავრჩებით, ეს მხოლოდ თამაშია. @Serpent ნუ აქოთებ აქაურობას.
grizli o7
ბიჭებო ეს დედამოტყნული ხომ თამაშია და რა უბედურებაა ერთმანეთის გინება და ლანძღვა აქ მე მგონი იმიტომ ვართ რომ ყველამ ერთი საქმე ვაკეთოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ
ერთმანეთის გინება ეგ ძმებო მაგარი არასწორია რა როგორც გინდათ ისე გამიგეთ გრიზლის რაც შეეხება მეც ბევრი პატივისცემა და ყურადღება მახსოვს ამ კაციდან და მადლობა მინდა რა თქმა უნდა გადაუხადო ამისთვის წარმატებები თენგო იმედია დრო გავა და ისევ გნახავ მთავრობაში...