Braum News

Publicado em Georgia - Entreterimento e interações sociais - 02 Jun 2016 13:07 - 10

მოგესალმებით ყველას ეს არის ჩემი პირველი სტატია და იმედი მაქვს მოგეწონებათ. გთხოვთ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დატოვოთ შთაბეჭდილებები და რჩევები,რათა გავითვალისწინო მომავალში. 
წყაროების მიხედვით პირველი ქართული სახელმწიფოები ჯერ კიდევ ძვ.წ მე-13 მე-12 საუკუნეებში,შავი ზღვის პირას წარმოიქმნა. მათი სახელი იყო დიაოხი და კოლხა. დიაოხი შავი ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთ სანაპიროზე იყო. ბერძნები მათ ტაოხებს უწოდებდნენ. დიაოხში განვითარებული იყო მესაქონლეობა, მეტალურგია, ძვირფასი ლითონების დამუშავება. ამ დიდი გაერთიანების სათავეში იდგა მეფე, რომელიც ქვეყნის უზენაესი ხელისუფალი იყო. რაღათქმაუნდა დიაოხს ჰყავდა მტრები,რადგან ის სტრატეგიულ ადგილზე იყო 
1. ზღვაზე გასასვლელი
2. მოსავლიანი მიწა
3. რესურსები
ამიტომაც გვაქ ცნობები დიაოხში ლაშქრობების შესახებ. ძვ.წ. 1112 წელს ასურეთის მეფემ დიაოხში ილაშქრა და გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ ამის შემდეგ ასურეთის სახელმწიფო სუსტდება, რითაც სარგებლობს დიაოხი და თანდათან იკრებს ძალებს. ასურეთის სამეფო განსაკუთრებით შეავიწროვა ახლადწარმოქმნილმა ურარტუს სახელმწიფომ, რომელიც ძვ.წ. XI საუკუნეში წარმოიქმნა დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე (ნუ ჩვენ გვყავს დაპყრობილი :დ) მის მეფეს, ენუას, დიაოხშიც ულაშქრია და მისი მეფე - უტუფურსიც დაუმორჩილებია. ურარტუს მეფეებმა დიაოხს სამხრეთ ნაწილი წაართვეს, მაგრამ დიაოხი მაინც ძლიერი ქვეყანა ჩანს. ურარტუს მეფე მენუა თავის წარწერებში დიაოხს „ძლევამოსილ“ ქვეყანას უწოდებს. ურარტუს შემოსევებმა დიაოხი ძალიან დაასუსტა ასევე მას დიდძალი ხარკის გადახდა უწევდა. შემდეგ დიაოხს გამოუჩნდა ახალი მოწინააღმდეგე ჩრდილოეთით. მეორე ქართული სახელმწიფო კოლხა.  VIII საუკუნეში დიაოხმა არსებობა შეწყვიტა. მისი ტერიტორიის ნაწილი ურარტუელებმა დაიკავეს, ჩრდილოეთ ნაწილი კი კოლხას შემადგენლობაში შევიდა.
 https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5e/Diauehi.svg/250px-Diauehi.svg.png
ახლა კოლხას შესახებ. კოლხა მდებარეობდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე,დღევანდელი კოლხეთის დაბლობზე.  პირველი ცნობები კოლხური ტომების შესახებ ძვ. წ. აღ. XII საუკუნეში ჩნდება. კოლხები ტომებად ცხოვრობდნენ, რომელთაც სათავეში მეფე, ანუ ბელადი ედგა. თანდათან ეს ტომები გაერთიანდა და ტომთა მტკიცე კავშირად იქცა. კოლხეთი ძალზედ განვითარებული იყო იმ დროისთვის შემდგეგ პუნქტებში მესაქონლეობა და მეტალურგია, განსაკუთრებით, რკინის წარმოება. რკინასთან დაკავშრებით არ უნდა გამოვტოვოთ კოლხეთის ერთ-ერთი სიძლიერე. ფულის ერთეული ''კოლხური თეთრი'' მასზე იყო გამოსახული იმ დროინდელი ღვთაებები. ლომი და ხარი. კოლხური თეთრით შეგვიძლია დავასკვნათ,რომ კოლხეთს ეკონომიკაც საკმაოდ ძლიერი ჰქონდა
http://amigo.ge/saunjegallery/albums/userpics/10001/jkolxuri_tetri.jpg
კოლხეთს საკმაოდ კარგი საგარეო პოლიტიკაც ჰქონდა. განსაკუთრებული მეგობრობა დამყარებული ჰქონდა საბერძნეთთან. ბერძნებს სამშობლოდან მოჰქონდათ სუნამოები,ღვინო,ჭურჭელი და ფუფუნების საგნები ხოლო კოლხეთიდან გაჰქონდათ ხე-ტყე,ცვილი და მრავალი სხვა რესურსი,რომელიც საბერძნეთში ხშირი არ იყო. ბერძნებმა ასევე დააარსეს კოლხეთში ის საპორტო ქალაქები,რომლებსაც ახლა ნახავთ რუკაზე. http://amigo.ge/saunjegallery/albums/userpics/10001/-Kolxetis_samefo.jpg
ეს ქალაქები ახლაც ძალიან ცნობილია, ოღოდ სხვა სახელებით. ბერძნებისა და ქართველების მეგობრობის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბერძნული მითი ''არგონავტები''. მითში სიტუაცია კოლხეთში მეფე აიეტის დროს ხდება,მეფე აიეტი მართლა არსებობდა ამიტომაც ეს მითი უტყუარი მტკიცებულებაა კოლხების და ბერძნების კავშირის შესახებ. 
კოლხეთი ძლიერ დასუსტდა ურარტუსთან და ჩრდილოეთიდან შემოსულ ტომებთან, სკვითებთან და კიმერიელებთნ ბრძლაში. სამხრეთში დიდი გადატრიალების დროს ურარტუელები ქართველებს შეერივნენ, რადგან ურარტუც დაცემის ზღვარზე იყო. ამავე პერიოდს ეკუთვნის საქართველოში ებრაელი მოახალშენეების ჩამოსახლება. მას შემდეგ, რაც ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორ II იერუსალიმი აიღო, ებრაული მოსახლეობის დიდი ნაწილი სხვადასხვა ქვეყნებში გაიფანტა. ერთი ნაწილი საქართველოშიც შემოიხიზნა და მცხეთაში დასახლდა. ეს იყო ყველაფერი პირველი ქართული სახელმწიფოების შესახებ. გთხოვთ ნუ ჩამიყრით წყალში შრომას. ვ,ს დამიწერეთ რჩევები და შთაბეჭდილებები. წინასწარ მადლობა. 

Patrocinador

MengrelianBlackfuryTs1loNEVER BACK DOWNgrimishaTank GG

Comentários (10)

ასევე დაწერეთ კომენტარებში რა დროზე გინდათ დავწერო შემდეგი სტატია
s5 v3 o7
კაი სტატიაა Smile გააგრძელე Wink
აჰა დიახოით დაგიწყია^^ მშვენიერი, ქრონოლოგიურად მიყევი და ეგაა მშვენივრად გამოგდის..იბერიის სუნი მცემს:დ
მიყევი ნელნელა დროებს :დ ზევით და ზევით
Kaxpa medea=/ kaia egre gaagrdzele^^ (s7 v8) o7
o7
o7
ჰაჰა პატარა ერეფაბლიკი გაედზრო Smile) ერთი პლიუსი ისაა რომ დიდი ძალით არავინაა ჯერ და თავიდან შეგიძლია დაიწყო. ისე სხვა მხრივ ის ჯობია.. 100 ათასი ძალით რო ხარ მიჩვეული თამაშსს როგორია 40 ძალით გააგრძელო (( დრო არ მაქვს თორე აქაც ავიღებდი ყველა მედალს და წავიდოდი მერე :დ
სახელმწიფოები არა, პროტოსახელმწიფოები. მეფე და ბელადი ერთი არაა. ქალაქებს კი ბერძნები მხოლოდ VI საუკუნიდან აარსებენ. თუ ეპოქებად ყოფ და ისე წერ, კარგად დაყავი. დასაწყისისთვის ცუდი არაა წარმატებები.