Publicado em Georgia - Análise e debates políticos - 07 Jun 2016 00:20 - 5
ოქროს საწმისი (ბერძნ. Χρυσόμαλλον Δέρας) — ბერძნულ მითოლოგიაში ცხვარი ქრიზომალოსის ოქროს ტყავი იყო, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით ჰერმესმა გამოგზავნა ჰერას ან თავად ზევსის ბრძანებით, და რომლის ზურგზე ორქომენეს მეფე ათამანტეს შვილები - ფრიქსე და ჰელე - აზიის ნაპირებისკენ გაემგზავრნენ დედინაცვალი ინოსგან გადასარჩენად. გზად ჰელე ზღვაში ჩავარდა, რომელიც მას შემდეგ მის სახელს ატარებს - ჰელესპონტი (თანამედროვე დარდანელის სრუტე).ფრიქსემ კოლხეთის სანაპიროს მიაღწია და ცხვარი ზევსს შესწირა, ხოლო მისი ოქროს ტყავი კოლხეთის მეფეს უბოძა. ოქროს საწმისი კოლხთა კეთილდღეობის გარანტი გახდა, რომელსაც არესის ტყეში დრაკონი დარაჯობდა.თესალიის მეფემ პელიამ თავის ძმისწულს იასონი ს სამეფო ტახტი შესთავაზა კოლხეთიდან ოქროს საწმისის ჩამოტანის ფასად. იასონმა ააგო გემი “არგო”, ელადის რჩეული ვაჟკაცებიდან შეარჩია ეკიპაჟი და ფათერაკებით აღსავსე ხანგრძლივი ცურვის შემდეგ ფასისის (მდინარე რიონი) შესართავს მიადგა. არგონავტები მდინარეს აჰყვნენ და აიეტის ციხე-სიმაგრეს კუტაიას (ქუთაისის) მიადგნენ.აიეტმა ოქროს საწმისის სანაცვლოდ უმძიმესი დავალებების შესრულება მოსთხოვა იასონს. იასონმა შეასრულა ეს მოთხოვნები აიეტის გრძნეული ასულის, უმშვენიერესი მედეასდახმარებით, რომელსაც ჭაბუკი შეხედვისთანავე თავდავიწყაებით შეუყვარდა. იასონმა მოიპოვა ოქროს საწმისი და მედეასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ მალე იასონმა უღალატა მედეას და კორინთოს მეფის კრეონტის ასული შეირთო. მედეამ სასტიკი შური იძია იასონზე, ჯადო-წამლებით მოაკვდინა მეფე კრეონტი და მისი ასული, ხოლო იასონთან შეძენილი ორი შვილი ჰერას ტაძარში დამალა. თქმულების სხვა ვერსიის თანახმად, იასონზე შურის საძიებლად საკუთარი შვილებიც დახოცა. არის თქმულების კეთილად დასრულების გვიანდელი ვარიანტიც, რომლის მიხედვით აიეტი და მედეა შერიგდნენ და კოლხეთში დაბრუნდნენ.
ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. "საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია დღეს ბაქოში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიას დაესწრო. ქვევრის ღვინის ტრადიციული დაყენების მეთოდის ნომინაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რადგანაც ეს პირველი ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის ამოქმედების შემდეგ დაამტკიცა", - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.მათივე შეფასებით, აღნიშნული ხელს შეუწყობს ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე. "ეს ახალი ნომინაცია აამაღლებს საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით, რომელმაც არა მხოლოდ შემოინახა ქვევრის ღვინის დაყენების 8000 წლიანი ისტორია, არამედ დღესაც აცოცხლებს მას ქართული სტუმართმოყვარეობის, ადამიანთა ურთიერთობისა და მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების აღმნიშვნელი ტრადიციებით. ქვევრის ღვინის ტრადიციული დაყენების მეთოდის შეტანა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში, ხელს შეუწყობს ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე. 2011 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ მეთოდს მიენიჭა უმაღლესი ეროვნული ძეგლის სტატუსი", - განმარტავენ უწყებაში. სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მიერ 2012 წლიდანაა შექმნილი მრავალდისციპლინარული სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოამზადა იუნესკოს ნომინაციაზე წარსადგენი დოკუმენტაცია. იუნესკოს მოთხოვნით მომზადდა ქვევრის ღვინის დაყენების ამსახველი 10 წუთიანი დოკუმენტური ფილმიც (რეჟისორი მერაბ კოკოჩაშილი). ამასთან, ქართული მხარის მიერ უკვე შემუშავებულია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის პროექტი, რომელიც მომავალში პარლამენტს წარედგინება განსახილველად.არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია იუნესკომ 2003 წელს მიიღო. არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად მიჩნეულია ზეპირი გადმოცემები, ტრადიციული მუსიკა, ცეკვა, ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები, რიტუალები, ფესტივალები, ხალხური რეწვა, ადათ-ჩვევები, კულტურული სივრცეები.საქართველო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციას 2007 წელს მიუერთდა, რითაც სახელმწიფომ აღიარა არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობა და იკისრა კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გულისხმობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მის იდენტიფიკაციას, ინვენტარიზაციას, კვლევას, შენახვას, დაცვას, აღორძინებას, პოპულარიზაციას და ა.შ.არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უკვე მიანიჭა გოგებაშვილის "დედაენას", "ფერხულს", "ბერიკაობას", კახურ მრავალჟამიერს, მესხური ტენური ყველის დამზადების მეთოდს, ჟურნალის "დილა" ტრადიციას. აღსანიშნავია, რომ ბაქოში მყოფი ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კანდელაკი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან მირზიკაშვილი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ექსპერტი რუსუდან წურწუმია და ასოციაცია "ქართული ღვინო"-ს აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი.შეგახსენებთ, რომ იუნესკო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია პირველმა კულტურის ექსმინისტრმა ნიკა რურუამ გაავრცელა. „ეს სჯობს ჩემგან გაიგოთ, რომ კულტურის სამინისტრომ ეს საკუთარ მორიგ მიღწევად არ ჩაითვალოს", - წერს ყოფილი კულტურის მინისტრი ნიკა რურუა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვევრი UNESCO-ს მსოფლიოს არამეტერიალური კულტურული ძეგლების სიის ნომინაციაში სწორედ მისი მინისტრობის დროს შევიდა.
ჩურჩხელა, ჯანჯუხა — ქართული ტკბილეული, ნიგვზის ან თხილის ნატეხები, ამოვლებული თათარაში (ყურძნის წვენისგან დამზადებული ტკბილი ფაფა). საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. განსაკუთრებით გამოიყენება საახლაწლო და სხვა სადღესასწაულო დღეებში.ჩურჩხლის მომზადების რამდენიმე წესი არსებობს. აღმოსავლეთ საქართველოში თათარას ხორბლის ფქვილს ურევენ კონსისტენციის მისაღებად და მასში თოკზე აცმულ ნიგოზს (ან ჩირს) ავლებენ. დასავლეთ საქართველოში სიმინდის ფქვილსა და თხილს იყენებენ, ხოლო თათარას ფელამუშს უწოდებენ.
ხმა მიეცით,და სუბ მიეცით,ჩემს გაზეთს თუ ამაყობთ ქართული კულტურით!

Patrocinador
Cacique ParamaiboaTheKamKoAnanoComentários (5)