Publicado em Georgia - Entreterimento e interações sociais - 10 Jun 2016 03:06 - 9
ფარსმან მეორე იყო იბერიის მეფე ახ.წ 120-170 წლებში. მას სიმამაცის და ვაჟკაცობის გამო ქველი უწოდეს.
ფარსმანის ტახტზე ასვლისას საქართველო დაუძლურებული და დაყოფილი იყო. ქვეყანას ორი მეფე ჰყავდა. ერთი მეფე მტკვირს მარჯვენა მხარეს, არმაზში ზის,ხოლო მეორე მარცხენა მხარეს,მცხეთაში.მართალია ეს ორი მეფე ერთმანეთს არ მტრობდა,მაგრამ ქვეყანაში მაინც რთულად იყო საქმე.
მეორე საუკუნის ოცდაათიან წლებში არმაზში გამეფდა ფარსმანი ხოლო მცხეთაში მირდატი. ისინი თითქმის ერთდროულად გამეფდნენ. თავიდან მათ ურთიერთობა კეთილგანწყობილი იყო,მაგრამ დროთა განმავლობაში მათ შორის განხეთქილებამ იჩინა თავი. მირდატმა სპარსთა მეფის ნათესავი შეირთო ცოლად და სპარსთა გაქეზების გამო ფარსმანის მოკვლა განიზრახა. მან იგი მეჯლისზე მიიწვია,რათა ეს განზრახვა განეხორციელებინა,მაგრამ ფარსმანს დროზე შეატყობინეს. ამის შემდეგ ისინი მოსისხლე მტრები გახდნენ. მირდატს ზურგს უმაგრებდა სპარსეთი,მაგრამ მათ წლების განმავლობაში ვერაფერი შესძლეს. ბოლოს კი მეფე ფარსმანი საკუთარ მზარეულს მოაწამლინეს. ეს ინფორმაცია მოიპოვება ქართულ წყაროებში.
უცხოურ წყაროებში კი ფარსმანის მეფედ არა სპარსეთი,არამედ რომის იმპერიაა დასახელებული. 130 წელს,ფარსმანის მეფობის დროს რომის იმპერატორი იყო ადრიანე.
მან ფარსმანს ელჩები გაუგზავნა თან დიდი ძღვენიც (მათ შორის იყო საბრძოლო სპილო და ორმოცდაათკაციანი კოჰორტა) გაატანა და მეფეს რომის იპერიაში გამოცხადება სთხოვა.ქართლის მეფემაც, საპასუხოდ, მდიდარი ძღვენით(300 ძვირფასი მოსასხამი და სხვა) გაისტუმრა ელჩები, მაგრამ იმპერატორის მთავარი მოთხოვნა უყურადღებოდ დატოვა. ფარსმან ქველი არ წარდგა იმპერატორ ადრიანეს წინაშე. ამაზე იმპერატორი განრისხდა და ფარსმანის ნაჩუქარი მოსასხამები საბრძოლო არენაზე 300 დამნაშავეს ჩააცვა. ამ საქციელმა ფარსმანის გულისწყრომა გამოიწვია. ამის შემდეგ ქართლის მეფის პოლიტიკა პირდაპირ იყო მიმართული რომის იმპერიის წინააღმდეგ.
შემდგომში ქართლსა და რომს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. II საუკუნის 30-იანი წლების დასაწყიში ფარსმანმა კავშირი გააბა ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ალანთა ტომთან და მათი დახმარებით შეეცადა პართიისა და რომის სამფლობელოებისთვის საგრძნობი პრობლემების შექმნას. 135-136 წლებში ფარსმანმა ჩრდილოეთ კავკასიის გადმოსასვლელები გააღო და ალანები წინა აზიას შეუსია. ამ ლაშქრობის მასშტაბები საკმაოდ დიდი იყო. მან მოიცვა ალბანეთი, მიდია, სომხეთი და კაპადოკია. ისტორიკოს დიონ კასიოსის ცნობით, პართიის მეფე ვოლოგეს II იძულებული გახდა, ალანები საჩუქრებით მოესყიდა, ხოლო კაპადოკიის რომაელმა მმართველმა ფლავიუს არიანემ სამხედრო სამზადისით შეაშინა მოწინააღმდეგე და უკუაქცია. ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული ღონისძიებები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სებასტოპოლისში 137 წელს ამოკვეთილ წარწერაში არიანეს მიერ ალანთა ლაშქრობის მოგერიება საგანგებოდაა აღნიშნული.
ქართლის მეფის ამ ქმედებამ დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. ვინაიდან სომხეთი, ეგრისი და ქართლი იმ დროს რომის გავლენის სფეროში მოისაზრებოდა, პართიის მეფემ ოფიციალური პროტესტით მიმართა რომის იმპერატორს ფარსმანის საქციელის გამო. ადრიანემ სენატის სხდომა მოიწვია, რომელზედაც ფარსმანის საკითხი განიხილა. ამ სხდომას ვოლოგეს II-ის ელჩებიც დაესწრნენ.
138 წელს იმპერატორი ადრიანე გარდაიცვალა და მისი ადგილი ანტონინუს პიუსმა (138-161) დაიკავა.
ახალი იმპერატორის მმართველობისას რომსა და ქართლს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დათბა. ამის მიზეზი უნდა იყოს ფარსმან ქველის რომში ვიზიტიც, რომელიც 141-144 წლებში უნდა ყოფილიყო. იქ მეფეს არნახული პატივი მიაგეს. იმპერატორთან ერთად ფარსმან მეფემ მონაწილეობა მიიყო ''სამხედრო ვარჯიშობაში''.ეს დიდი პატივი იყო, ასევე იმპერატორმა ნება დართო ფარსმანს მსხვერპლი შეეწირა კაპიტოლიუმში. ფარსმან ქველს ძეგლიც კი დაუდგეს. მისი ქანდაკება სადაც იგი ცხენზე იყო ამხედრებული,მარსის მოედანზე იდგა,მაგრამ დღეს ეს ძეგლი აღარაა შემორჩენილი.
ფარსმანის გარდაცვალების შემდეგ ქართლის სამეფოში პოლიტიკური ვითარება კვლავ დაიძაბა. მეფის ოჯახი იძულებული გახდა, რომის იმპერიის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიისთვის შეეფარებინა თავი. რამდენიმე წლის შემდეგ მოხერხდა ფარსმანის ვაჟის, ადამის გამეფება, მაგრამ ამ დროს ქართლის სამეფოს სიძლიერე უკვე შერყეული იყო.
vote & subკომენტარებში დამიწერეთ შენიშვნები და შთაბეჭდილებები

Patrocinador
AnanoTank GGBlackfuryComentários (9)
MAGAR
o7
qveli magitom kiara tuar vcdebi misi guluxvobis gamo shearqves
ო7
All-shi dawere eg statia
sv