Publicat in Georgia - Socializare și divertisment - 26 Jan 2017 12:35 - 6
ტერენტი გრანელი
დავტოვებ მიწას, ცის კიდურზე ვიპოვი ბინას
წვიმის წყალს დავლევ, ღრუბელს შევჭამ,
მაგრამ რა ვუყო, მე შენს გამო სამყარო მინდა.
გაჩუქებ ქვეყნის მთა–ველებს, ბაღებს
ყველა ფრინველის ენას ვისწავლი,
ყველა ზღვის მკლავით გავცურავ ნაპირს
და მაინც მოვალ... კარს შემოვაღებ,
არა აქვს აზრი ასაკს და წონას,
არც შავს, არც ქერას კაცი არ ინდობს,
მაგრამ თვალების მაგიჟებს ფერი,
თითქოს მუმიად გადავიქეცი,
ამ პირამიდამ, კი დამიმონა.
ეს არის თეთრი ლეგენდა შავზე,
თითქოს ჟულიან სორელის მსგავსად
წითელს მიველტვი ანთებულს თავზე.
ორი ისარი მწვანე და მწვანე
გმობენ შენდობას სხივი აქვთ მწვავე.
რომანი წრეში, სახელად რომბი,
ჩემი სამარხის ჩონჩხი ავაგე,
შენ გადაიცმევ ალქაჯის ფორმას
მე კი ამ ფორმის წინ უნდა დავდგე,
დავდგები უხმოდ, არაფერს გეტყვი,
მხოლოდ შენ თვალებს დავუწყებ შებმას,
მომნატრებია ხმაური სეტყვის
შენ დაიქუხებ, ელვად იქცევი
პარასკევს ღამით მე დავიბადე,
პარასკევს ღამით მოვკვდები ახლა,
ღრუბლად მედება შეშლილი სახე
მწვანე სიმწვავე საწოლში მმარხავს,
ჩვენ გალეშილი მდედრი და მამრი
მივექანებით ვნებათა ძაბრში
ერთხანს მიპირებს დახრჩობას ქამრით,
ახლა ეშვები ჩამავლო ყბაში
პარასკევს ღამით აივსო მთვარე,
ვნებით ათლილი კბილებით ყელში,
სისხლის ალერსი საამოდ მწარე,
თვალის სინათლე დავკარგე ბნელში.
https://www.youtube.com/watch?v=QgaTQ5-XfMM
ზურა სალუქვაძე
ყინვა გამეფებულა სამყაროში მალულად,
თბილისური თითები წერენ გულს დაფარულად,
ძალა გადარჩენისთვის ერტი ნაპერწკალია,
ერთი კოცნით მომხდარი თ ა ვ გ ა დ ა ს ა ვ ა ლ ი ა
ზოგი მათი რეალურს როგორ დამსგავსებია,
საცალფეხოდ ხიდი გვაქვს, ფართო მხოლოდ გზებია,
ინტერესით მოვკვდები იმის იქით რა ხდება,
ნუთუ მართლა იწყება,ნუთუ მართლა მთავრდება,
ჯოჯოხეთის ამალა, ეშმაკი რომ თაოსნობს,
ციდან საცდურს გვესვრიან, ყველა ჩვენზე ნაოსნობს,
ანკესს, ცოდვებს აბამენ პოცჰებიან კამფეტში,
აი ასე ვცდუნდებით უჩერებელ ამბებში,
რაა ნეტავ ცხოვრება ბატონი თუ მონაა?
იცი ... ბედნიერება არჩევანის ქონაა,
მონდომებაც ბევრია მელოდიურ გამებში,
ტიტანიუმს გაალღობს აფეთქება წამებში,
სილამაზის თვალები, იასამნის სურნელით,
ვერა, ვერ გადავრჩები თუ ვარ ყოვლის მსურველი,
მინდა, მინდა სიცოცხლე, აზრები ხომ ომია,
პოეტური ფრაზები სადღაც გამიგონია,
რომ ცხოვრება მძიმეა, რომ ცხოვრება ლოდია,
ცაში მაინც ანათებს ფიქრების მელოდია,
მე რომ ხატვა შემეძლოს, ფუნჯებს კონად შევყრიდი,
შევხედავდი სამყაროს, ილუზიას შევქმნიდი,
სითბოს ფერში სიკეთის, თბილი სიტყვის გამოთქმის,
თვალდახუჭულ ფიქრებში ხელს დავხატავდი გამოწვდილს!
ავურევდი მზის სხივებს მელოდიის დინებას,
დავხატავდი იმ ჭიმილს, გული რომ იღიმება,
ჩვენ ადამიანების, შეგვრჩენია იერი,
დავხატავდი მშიერს რომ, ლუკმას უყოფს მშიერი,
დავხადავდი სიცივეს, აღარ მინდა ატაროს,
მე სხეულით გავათბობ, დედამიწის სამყაროს,
სადაც ბრძოლა წამიყვანს, ვიცი მეც იქ მოვკვდები,
დიყვარულით ვიცხოვრებ, არასოდეს მოვკვდები,
დავხატავდი რომ მინდა კვამლმა ცეცხლი აბოლოს,
სუნთქვას მივცემ დასაწყისს, დასაწყისში და ბოლოს,
დავხატავდი ღვთის თვალებს, მაშინ როცა აუწყეს,
რომ ცოდვილმა შვილებმა ცდუნებას რომ გაუძლეს,
სიხარულით თვალებზე ცრემლი გადმომივიდა,
ხელებს ვშლი და ვყვირივიარ, ღმერთო... გამომივიდა !
სიყვარული დიდია, დავა არ ღირს ამაზე,
ნებისყოფით ვაჯობებთ ეშმაკს ამ ქვეყანაზე,
მომაშველეთ ფანქრები, ვხატო, ვხატო გრძნობებით,
ყველა ფიქრით მე მივალ, თქვენ არ დაგელოდებით,
ითამაშოს ცდუნებამ ძლიერი ვარ ამჯერად,
ვერაფერსაც ვერ ვხედავ, არაფრისაც არ მჯერა,
რადგან ხარობს სიკეთე ამ ქვეყნიურ მდევრებში,
სიტკბო მუდამ ამარცხებს... ყინვას ყურძნის მტევნებშ
Sustine
beka kavtaradzeYamamotoDstranGEComentarii (6)
bravooo
მოულოდნელი გადასვლაა ტერენტიდან სალუქვაძეზე:/ თუმცა კარგია... დიდხანს ველოდი ასეთ სტატიას... კარგი იქნება თუ გააგრძელებ პოეზიის საღამოებს... აუცილებლად გამოჩნდება მკითხველი რომელიც დაელოდება ახალ სტატიას
სტატის ავტორს,სალუქვაძის გემოვნება ეწეოდეს....
ვაი ჩვენ პატრონს რაებს წერენ ან კითუხლობენ...
E N I G M A 2 შენ შეგიძლი არ წაიკითხო : ) თუმცა მადლობა კრიტიკისთვის ესეც ერთგვარი პრიორიტეტი ჩემთვის სულ ხომარ დამიჭერენ მხარს აბა ყველაფერში : )
ვაჰ სალუქვაძის კითხვა მაშოროს ღმერთმა 😊😊:-D:-D:-D
მარა მაგრად ტეხავს,რატიონის ,გეთიაშვილის,აბუთიძის და კიდე ბევრი ავტორის რეალობაში სამუქვაძეს კითხობდეთ:-D:-D
ბევრი პოეტი არსებობს მათ შორის დამწყებნი ძალიან სისულელეს ლაპრაკობ არც შევადრებ ერთი მეორეს ის სხვა ლექსია ეს სხვა ის სხვა პოეტია ეს სხვა მე მომწონს ეს ლექსი მისი შინაარსი შეიძლება ერთ ადმიანსაც მივუძღვენი შენ არნაირი უფლება არ გაქვს მითხრა რატო სალუქავძეო მე თვით სალუქვაძე არ დამიწერია მე ლექსი დავწერე ერთ ერთი რომელიც მომწონს ლექსებს შორის... კდიევ აგვგრძელოთ?