Опубликовано в государстве Georgia - Социальное взаимодействие и развлечения - 14 Jan 2017 10:37 - 13
- მოგესალმებით,პირველ რიგში მადლობა რომ დამთანხმდი ინტერვიუზე და აქვე პირველი შეკითხვა : რა გქვიათ და რამდენი წლის ხართ ?
- გამარჯობა და მადლობა ინტერვიუსთვის,სასიამოვნოა ქვეყნის მეზობლებთან საუბარი,ჩემი სახელია ვილიამი,ვარ 21 წლის.
- საიდან ხართ და რატომ გადაწყვიტეთ რუსეთში მოღვაწეობა?
- რეალურ ცხოვრებაში ფრანგი ვარ,ვცხოვრობ ბორდოში,სამხრეთ დასავლეთით.მე და კიდევ რამოდენიმე ფრანგმა გადავწყვიტეთ წამოვსულიყავით რუსეთში ვინაიდან უთანხმოება მოხდა საფრანგეთის მოსახლეობაში.ჩვენ ავირჩიეთ რუსეთი,იმიტომ რომ ეს იყო ქვეყანა აქტიური მოთამაშეების გარეშე,რაც საშუალებას გვაძლევდა მიგვეღო ბევრი გამოწვევა ბევრ კარგ მომენტებთან ერთად.
- თქვენი აზრით რომელია ამ დროისათვის ყველაზე ძლიერი ქვეყანა ? ან რომელია ყველაზე მეგობრული?
- სიმართლე გითხრათ რთულია დაასახელო რომელია ძლიერი ქვეყანა,აქ ბევრი ფაქტორი მოქმედებს:ეკონომიკა,სამხედრო შენაერთები და ასევე ახალ განახლებაზე დამატებული საზღვაო ფლოტები რომლებმაც შეცვალეს მთელი თამაშის აზრი.რაც შეეხება მეგობრულ ქვეყანას,ჩვენ ყოველთვის მზად ვართ შევქმნათ ახალი მეგობრული ურთიერთობები,მაგრამ ჩვენი გამოწვევები ძალაშია ასერომ რთულია ვინმესთან იმეგობრო.ჩვენ ვცდილობთ მაინც შევინარჩუნოთ მეგობრული ურთიერთობები ჩვენს ოპონენტებთან.
- რას ფიქრობ საქართველოზე და ქართველ ხალხზე?
- საქართველო მართლაც კარგი მებრძოლი ქვეყანაა თავიანთი ძლიერი სულისკვეთებით.ვგულისხმობ,რომ ჩვენ გამოვიარეთ ბევრი კარგი და გასაოცარი ბრძოლა ამ ქვეყანასთან,მართალია ჩვენ ყოველთვის გამარჯვებულები ვერ ვრჩებოდით,მაგრამ მთავარია გავერთეთ ორივე მხარე და ამ თამაშში ეს არის მნიშვნელოვანი.
- როგორ ფიქრობთ,შეძლებენ ქართველები და რუსები მეგობრობას?
- როგორც იცით ჩვენ გვაქვს ახალი ურთიერთობები და ახალი მეგობრები საქართველოში,განახლება სავარაუდოდ შეცვლის გეოპოლოტიკას თამაშში,ასერომ მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს ჩვენს ურთიერთობებს.
- რას ფიქრობთ საქართველოსთან ზავზე? აპირებთ რომ შეინარჩუნოთ?
- თუ ორივე მხარის მთავრობა გააგრძელებს ზავს ეს მართლაც კარგი იქნება,ჩვენ გვაქვს დადებული რამოდენიმე თვიანი ზავი,რაც საშუალებას გვაძლევს ზღვის გავძლით ვეძებოთ ჩვენი გამოწვევები.
- იცნობთ თუარა ქართველ მოთამაშეებს და რომელია მათ შორის ყველაზე მეგობრული?
- მე მაქვს საუბრები ბევრ ქართველთან,მაგრამ უმეტესად მაქვს საუბრები ყოფილ ქართველთან (Blackfurry გამარჯობა) რაღათქმაუნდა ის რეალურს ცხოვრებაში ქართველია.
- რას ფიქრობ თამაშის განახლებებზე?
- ახალი განახლება კარგია პატარა ქვეყნებისთვის,მათ შეუძლიათ ( რა თქმა უნდა სანაპირო თუ აქვთ) გახსნან ფრონტის ხაზები მთელი მსოფლიოს მასშტაბით,რაც თამაშს უფრო კარგს ხდის ჩემი აზრით.რაც შეეხება ახალ სავარჯიშოებს,ისინი ძალიან კარგია ახალბედებისათვის,მათ საშუალება ეძლევათ სხვა გზით განავითარონ თავიანთი თავი.
- როგორ ფიქრობთ რა უშლის ხელს ჩვენს შორის ურთიერთობებს?
- ეს არის მხოლოდ თამაში და ამან არ უნდა შეუშალოს ხელი ჩვენს ურთიერთობებს,მესმის რიგი ქართველების რომლებსაც უფრო მეტი ზიზღი გააჩნიათ რუსეთის მიმართ,ეს გამოწვეულია რეალური ცხოვრებიდან,(ჩვენ რა თქმა უნდა გვესმის ეს)მაგრამ თქვენს ქვეყანას უნდოდა ბონუსები,ჩვენ კი ტერიტორიები არსებობისათვის,ასერომ ერთადერთი გზა იყო კონფლიქტი და ომი.თუმცა მინდა დარწმუნებით იცოდეთ რომ ჩვენი მხრიდან არარის ამხელა ზიზღი.
- რამეს ხომ არ გადასცემთ ქართველ საზოგადოებას?
- გისურვებთ ბედნიერებას,მხიარულ და წარმატებულ ახალ წელს და ასევე იმედი მაქვს რომ ჩვენი ხალხი შეძლებს თანაცხოვრებას.
- მადლობა,სულ ეს იყო,წარმატებული პრეზიდენტობა
- მადლობა თქვენ o7
P.S
ასაკის კითხვა დამავიწყდა ბოდიშით,როცა მომწერს დავაედითებ.
ინტერვიუს კითხვები არის საქართველოს ირგლივ,ვინაიდან უმეტესობა ქართველის ინტერესია თუ რას ფიქრობენ უცხოელები ჩვენზე.
Вознаградить
AravchamotpuriEReJSCripZZE BUNDACheeQurcaderКомментарии (13)
მაგარი კაცია რასპუტინი
hail Raspoutine
ავტორს კი მადლობაძალიან კარგი იყო
ძალიან კარგი ინტერვიუა :დ
ჰაილ მი :დ
Good man mr. Rasputin perfect article and thanks writer for your job
o7 very good article
Nice person ! Hail raspoutine !
Thanks for this article
Gavvige ro frangia da rasputini rato aweria ?
hail raspoutine
o7. Mr.Raspoutine is a good man.Thanks for good article