Опубликовано в государстве Georgia - Социальное взаимодействие и развлечения - 28 Feb 2017 23:49 - 4

http://www.picz.ge/img/s3/1703/1/5/52df51bf2120.jpg

1. საბერძნეთში, ძველი ტრადიციის მიხედით, ახალშობილს, ავის სულებისგან გასადევნად და ცუდი იღბლის თავიდან ასაცილებლად, 3-ჯერ აფურთხებენ.
446
2.„სიფუდუს“ ტრადიცია აფრიკულ ტომებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბავშვის დაბადებიდან მესამე დღეს ახალშობილის მშობლები და ნათესავები ქოხში იკრიბებიან. ქოხის შუა ადგილას სიფუდუს ხის ფოთლებს ცეცხლს უკიდებენ. ფოთლების კვამლს მძაფრი სუნი აქვს, რომელიც ცემინებას და ცრემლდენას იწვევს. ახალშობილს თავდაღმა იჭერენ იმისათვის, რომ კვამლი ჩაისუნთქოს.
ტომის წევრების თქმით, რიტუალი იმისთვის ტარდება, რომ ახალშობილი უშიშარი, გამბედავი და თამამი გაიზარდოს.
399
3.„სუტე“ ანუ თვითკრემაცია ინდოეთში გავრცელებული ტრადიცია იყო. როდესაც მეუღლეს მეორე ნახევარი გარდაეცვლებოდა, ის თავის მეუღლესთან ერთად კოცონზე წვებოდა და მათ კრემაცია უტარდებოდათ.
თვითკრემაცია, როგორც ყველაზე არაჰუმანური ტრადიცია, ბრიტანეთმა ინდოეთში 1829 წელს აკრძალა.
469
4.ქორწინება ყველა ეროვნების წარმომადგენლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგრამ შოტლანდიელებისთვის მნიშვნელობასთან ერთად ყველაზე მხიარული მოვლენის დატვირთვაც აქვს. შოტლანდიელ წყვილს ბედნიერების ნიშნად ბრინჯის ნაცვლად კვერცხებს ესვრიან და პატარძალს სახეზე სხვადასხვა საწებელს უსვამენ.
476
5.დიდ ბრიტანეთში, ქ. გლოსტერში 200 წელია რაც მთიდან ყველის დაგორების უცნაური ტრადიცია არსებობს. ყოველი წლის მაისის ბოლო ორშაბათს ხალხი მთის, „კუპერ ჰილის“ წვერზე იკრიბება. დიდ მთლიან ყველს მთიდან აგორებენ. მონაწილეები მის დაჭერას ცდილობენ. მთა ისეთი ციცაბოა, ყველის დაჭერას ხშირად ვერ ახერხებენ, რადგან ყველის სიჩქარე 100კმ/სთ აღწევს.
357
6. ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში, ინდონეზიასა და ფილიპინებში მიცვალებულს არ კრძალავენ. ამ ქვეყნების მაცხოვრებლები მიცვალებულს კუბოში ასვენებენ და კლდეზე ჰკიდებენ. მათი თქმით, მიწაში, შესაძლოა, გვამი რომელიმე მტაცებელმა ცხოველმა ამოთხაროს, ამიტომ კლდეზე კუბოს ჩამოკიდება უფრო უსაფრთხოა.
404
7.ჩინეთში 4-5 წლის გოგონებს ტერფებს, ზრდის შეჩერების მიზნით, უხეში ნაჭრით მაგრად უკრავდნენ. ამ უცნაური ტრადიციის მიხედვით, არისტოკრატ ლამაზ ქალბატონს მოკლე ტერფები უნდა ჰქონოდა.
408
8.ინდონეზიის ერთ-ერთი ველური ტომის, „მენტავაის“ წევრი მამაკაცები, ჩაქუჩის და ლურსმნის გამოყენებით, თავიანთ ქალბატონებს კბილებს ულესავენ. ტომის აზრით, წაწვეტებული კბილებით ქალბატონები უფრო მიმზიდველად და სასურველად გამოიყურებიან. ქალბატონების თქმით, მიუხედავად მტკივნეული პროცედურისა, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.
389
9.ტაილანდის ველური ტომის, „კარენის“ ქალბატონებს კისერს უგრძელებენ. გოგონებს 5 წლის ასაკში ყელზე რგოლებს უკეთებენ. წლების მატებასთან ერთად, რგოლების რაოდენობას ზრდიან. მათი აზრით. ლამაზ ქალბატონს გრძელი კისერი უნდა ჰქონდეს.
448
10. აფრიკული ტომის, „დანის“ ქალბატონები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ ხელის თითს აჭრიდნენ. ყოველ გარდაცვლილ ოჯახის წევრზე ქალბატონები თითო თითს კარგავდნენ. მათი ტრადიციის მიხედვით, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება ფიზიკურ ტკივილზე უფრო მტკივნეული იყო.
390

Вознаградить

Mengrelian

Комментарии (4)

საინტერესოა ო7
^_^ ^_^ ^_^ ^_^
კაი იყო
სპასიბა Smile) ძმა