Опубликовано в государстве Georgia - Социальное взаимодействие и развлечения - 05 Jun 2016 07:48 - 10

ალბათ ბევრმა ნახა ჩემი წინა სტატია დიაოხსა და კოლხაზე. გადავწყვიტე ქრონოლოგიურად მივუყვე დროს და დღევანდელ დღემდე მივიდე,ამიტომაც ამ სტატიას იბერიის სამეფოს ადრინდელ პერიოდსა და ფარნავაზ მეფეზე დავწერ.
იბერია ან ივერია ანუ ქართლი  ძვ. წ. III — ახ. წ. VI საუკუნეებში არსებობდა. მისი დედაქალაქი იყო არმაზი, იგივე მცხეთა და მოგვიანებით თბილისი.გავრცელებული ცნობით, სამეფოს დამაარსებელია მცხეთის არისტოკრატი ფარნავაზი (ფარსმანი), პირველი მეფე და ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი. ბიზანტიურ წყაროებში სამეფო იყო მოხსენიებული როგორც ''იბერია'', ხოლო აღმოსავლეთ ქვეყნების წყაროებში ''კავკასიის იბერიად'',რადგან  იბერიის ნახევარკუნძლთან ყოფილიყო განსხვავება.
იბერია იყოფოდა ზემო და ქვემო იბერიად. ზემო იბერიაში შედიოდა: ქართლი, ოსეთი, დიდოეთი, თუშეთი, დურძუკეთი, ალბანეთი, რანი და მოვაკანი,ხოლო ქვემო ივერიაში კი მოიაზრებოდა ლიხსიქითა ტერიტორია. 
ჩამოყალიბება
იბერიის ტერიტორია დასახლებული იყო უძველესი დროიდან რამდენიმე მონათესავე თემის მიერ, რომელთაც ძველი ავტორები კოლექტიურად იბერებს (აღმოსავლეთ იბერებს) უწოდებენ. ადგილობრივები საკუთარი ქვეყანას ქართლს უწოდებდნენ, მითიური წინაპარი „ქართლოსის“ მიხედვით. ისინი მომთაბარეები იყვნენ და ნელ ნელა ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მიიწევდნენ,ხოლო მათთვის კარგი კლიმატური პირობების ნახვის შემდეგ ჩამოაყალიბეს მუდმივი დასახლებები. მთავარი დასახლება იყო მცხეთაში,რომელიც შემდგომ იბერიის დედაქალაქი გახდა.იბერიის დედაქალაქი მცხეთა მრავალი სხვადასხვა მხრიდან მომავალი გზის გადაკვეთის პუნქტში მდებარეობდა. აქ იყრიდა თავს გზები ალბანეთიდან, სომხეთიდან, კოლხეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან. ამ ადგილზე გადიოდა დიდი საერთაშორისო სატრანზიტო-სავაჭრო გზა, რომელიც ინდოეთიდან მოდიოდა და კოლხეთის შავიზღვისპირა ქალაქებისაკენ მიემართებოდა.ანტიკური ხანის იბერიის კულტურის შესასწავლად ძვირფასი მასალა მოგვცა მცხეთაში და მის მიდამოებში, კლდეეთში, უფლისციხეში და სხვა ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა. აღმოჩნდა ოქრომჭედლობის და მხატვრული ხელოსნობის ბევრი შესანიშნავი ძეგლი, დიდძალი კერამიკის და ლითონის ინვენტარი, მოზაიკისა და სკულპტურის ნიმუშები. ნაპოვნია ბერძნული და რამეული წარწერები, აღმოჩნდა არქიტექტურის ძეგლები - სასახლეებისა და ტაძრების, აბანოებისა და საწარმოო კერების ნაშთები, დიდძალი ნუმიზმატიკური მასალა. იბერიის კულტურა უცხო (ბერძნულ-რომაული, ირანული და სხვა) ელემენტებთან ერთად შეიცავს მძლავრ ორიგინალურ ნაკადს. http://s26.postimg.org/9d8gf5j7d/Early_Georgian_States_Colchis_And_Iberia_ka_svg.png

ახლა ფარნავაზ მეფის შესახებ.(იბერიაზეც იქნება ინფორმაცია ფარნავაზ მეფის ისტორიაში). 
ფარნავაზი იყო იბერიის პირველი მეფე ,ქართული დამწერლობის შემქმნელი და ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი. იგი იყო მცხეთის ბოლო მამასახლისის სამარას ძმის შვილი. მისი მამა კი სპარსეთის კარზე მსახურობდა სადაც მან მეფის ასული შეირთო ცოლად. როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა სპარსეთი აიღო, ფარნავაზის ოჯახი მცხეთაში სამარასთან გაეშურა. სპარსეთის შემდეგ მაკედონელი კავკასიისკენაც გადმოიწია. მცხეთის აღების დროს მაკედონელის ჯარმა მოკლა ფარნავაზის მამაც და ბიძაც,ხოლო მცხეთაში დაჯდა აზო (მაკედონელის სარდალი). ამ დროს ფარნავაზი 3 წლის იყო და დედამისმა თავის დაზღვევის მიზნით იგი გახიზნა. როდესაც ფარნავაზი 20 წლის გახდა იგი თავის 2 დასთან ერთად დაბრუნდა იბერიაში. ლეგენდის თანახმად მან სიზმარში,ნადირობის დროს ნახა ურიცხვი განძი და ეს განძი დიღმის გამოქვაბულში მართლა იპოვა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა აზოს ჩამოგდება,ამიტომაც მისი უმცროსი და მიათხოვა კოლხეთის მამასახლისს ქუჯის. ხოლო მის უფროს დას სარმატ მთავარზე (წესიერი ინფორმაცია მასზე ვერ ვნახე) ამ ორი კავშირით ფარნავაზმა შეკრიბა დიდი ჯარი, იმდენი რომ აზოს შეეშინდა  და ჯავახეთისკენ გაიქცა,შემდეგ აზომ დახმარება ასურეთს სთხოვა,მაგრამ ფარნავაზმა ასურეთის მეფეს განძი გაუგზავნა,იმისთვის რომ მეფე აზოს არ დახმარებოდა. ფარნავაზმა მცხეთა უბრძოლველად აიღო და ტახტზე ავიდა. იგი გახდა იბერიის პირველი მეფე. სამეფოს ჩაბარების შემდეგ მან გაატარა სამი დიდი რეფორმა. 
1. შექმნა ქართული (ასომთავრული) დამწერლობა.
2. გამოაცხადა ერთი ღმერთი ანუ არმაზი.
3. სამეფო დაყო 8 საერისთავოდ 
    ეგრისის საერისთავო.არგვეთის საერისთავო.კახეთ, კუხეთ, ჰერეთის საერისთავო. ხუნანის საერისთავო.სამშვილდის საერისთავო.წუნდის საერისთავო.ოძრხეს საერისთავო.კლარჯეთის საერისთავო.
ფარნავაზ მეფე ძვ.წ 237 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან სულ 65 წელი იმეფა და მისი რეფორმები. 
P.S იბერიის სამეფოზე იმხელა ინფორმაციაა სტატიაში დაწერა ცუდი იქნება ამიტომაც ზოგადი ინფორმაცია დავწერე sub და vote მოტივაციისთვის ;)

Вознаградить

BlackfuryAnanoTank GG

Комментарии (10)

ოლდ სუბ ვოუთ 1 Wink კარგია ასე გააგრძელე Smile
o7
awsome
შესანისნავია Wink განაგრძე
o7
სულაცა არაა კარგი სტატია. ქოფი ფეისთი ვიკიპედიადან. თანაც ეს სულელური და აფსურდული ფრაზა იმავე ვიკიპედიადან: ,,სპარსეთის შემდეგ მაკედონელი კავკასიისკენაც გადმოიწია. მცხეთის აღების დროს მაკედონელის ჯარმა მოკლა ფარნავაზის მამაც და ბიძაც . არც მაკედონელის ჯარი და მით უმეტეს ალექსანდრე მცხეთაში არასდროს ყოფილა. შეეშვი ვიკიპედიას და თუ აკეთებ რამე ღირებული გააკეთე. ბოლოსდაბოლოს ფაქტები მაინც გადაამოწმე. ნარკვევები მაინც წაიკითხე შე კაცო.
კაი აბა აზო ვინ იყო?
თან ერთი ისტორია არის და ლოგიკურია ვიკიპედიაშიც იგივე ეწერება და ნებისმიერ საიტზე. მე ეს ყველაფერი ვიცი უბრალოდ ვიყენებ რამდენიმე საიტს გადასამოწმებლად
თუ სათაური ინგლისურად მიუთითე მაშინ შინაარსიც ინგლისური უნდა იყოს. დანარჩენში წარმატებები ))
.