georgia

tsireka - Новине из Georgia -

Објављено у Georgia - Друштвена догађања и забава - 13 Feb 2017 11:53 - 0

ზებედა რეხვიაშვილი : ''ბოდიში, საქართველოს ჰიმნი რომ ვერ ავაჟღერემოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ დასრულებულ პარიზის გრან სლემზე ზებედა რეხვიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა მშვენიერივრად იჭიდავა და მხოლოდ ფინალში დამარცხდა ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტთან, მანამდე კი ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა საუდის არაბელი მირაში, ბულგარელი ივაილო ივანოვი, უნგრელი ატილა უნგვარი, ფრანგი ნდაიე კი მტკივნეული ილეთით გამოთიშა ასპარეზობას. 

მიღწეული წარმატების შემდეგ რეხვიაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობა გადაუხადა ყველას თანადგომისთვის. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. 
''უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც სჯეროდა ჩემი ამდენი ტრავმების მიუხედავად და მათაც ვისაც აღარ სჯეროდა! თქვენ მე ძალას მაძლევთ. უღრმესი მადლობა პირველ რიგში ემიგრანტებს, თქვენ ჩემს გულში ხართ და ბოდიში მინდა მოვიხადო, რომ საქართველოს ჰიმნი ვერ ავაჟღერე''.
1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი პარიზის გრან სლემზესაქართველოს ნაკრებმა პარიზის გრან სლემზე გამოსვლა ოქროს გარეშე, 1 ვერცხლით და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. გუშინ ბრინჯაოს მედლები ამირან პაპინაშვილმა (-60) და ვაჟა მარგველაშვილმა (-66) მოიპოვეს. 

დღეს, მშვენიერი შეხვედრები ჩაატარა ზებედა რეხვიაშვილმა (-81), რომელიც მხოლოდ ფინალში დამარცხდა ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტთან და ვერცხლის მედალს დასჯერდა, მანამდე კი ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა საუდის არაბელი მირაში, ბულგარელი ივაილო ივანოვი, უნგრელი ატილა უნგვარი და ფრანგი ნდაიე.

Подржи

Коментари (0)