Објављено у Georgia - Финансијске анализе - 18 May 2017 11:14 - 22
მოგესალმებით,
წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის ახალ ინოვაციურ პროექტს
რომელიც ჩვენს სახელმწიფოს გაუხსნის არნახულ შესაძლებლობებს.
ყურადღებით გაეცანით სტატიას და ხმა მიეცით მას!
როგორც იცით საქართველო ებმება ახალ დიდ ომებში და ალბათ წამოგიდგენიათ თუ რამხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული თითოეული ომის წარმოება.
სუბსიდირება, ჰელებისა და გემების მარაგები, DS, აჯანყებები და სხვა მრავალი.
გამომდინარე აქედან გთავაზობთ ერთ საინტერესო, ინოვაციურ იდეას სახელმწიფო მარაგების შექმნისა და მათი სუბსიდირების შესახებ.
პირველ რიგში დავაზუსტოთ პრობლემა, რაც მდგომარეობს იმაში რომ სახელმწიფოს სუბსიდირება ასეულობით ოქრო უჯდება სხვა საომარ ხარჯებთან ერთად. შესაბამისად ეს ამცირებს ბიუჯეტს, ამცირებს შანსს რომ მოთამაშეები დაფინანსდნენ იარაღის გარდა სხვა რესურსებით და იქმნება სხვა არაერთი პრობლემა.
როცა დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ შეიძლებოდა თუ არა ამ ყველაფრის ფაქტიურად ნულოვან ხარჯამდე დაყვანა, არც ჯაკუზში ვყოფილვარ და არც არქიმედე მქვია, უბრალოდ თქვენ გეუბნებით - ევრიკა!
მაგალითი 1
დღეს სახელმწიფო მარაგისთვის ჰელებს ყიდულობს 0,042 ოქროდ. რაც 10000 ჰელზე არის 420 ოქრო. სუბსიდირება კი შეადგენს 0,2 ან 0,5 ოქროს, ანუ ბიუჯეტი ყოველ 10000 ჰელზე/გემზე წაგებაში მიდის 20 ან 50 ოქროთ. როგორ გავანულოთ ეს წაგება?
ამოხსნა:
თუ ქართველი მწარმოებელი ან მომწოდებელი მთავრობას შესთავაზებს 0,042 ან 0,043 ოქროდ ჰელს ეს იქნება ძალიან მაგარი. მაგრამ თუ მწარმოებელი ან მომწოდებელი მთავრობას თავის პროდუქციას მიყიდის არა ოქროში არამედ ლარებში, მაშინ ჩვენ დავიძახებთ - ევრიკა!
- 10000 ჰელი = 420 ოქროს.
- 420 ოქრო = 70 000 ლარს (0,006 კურსით)
- 70000 ლარი მთავრობისთვის ღირს 350 ოქრო, რადგან მთავრობა ლარს ახურდავებს 0,005 კურსით ბიუჯეტის სისტემით.
- 420 - 350 = 70 ოქროს დანაზოგს.
- ამ გამოანგარიშებით ვხედავთ, რომ თუ ქართველი მწარმოებელი ან მომწოდებელი მთავრობას მოგვყიდის 0,042-ად ანუ 7 ლარად ჩვენ თავისუფლად შევძლებთ, რომ მეომრებს ჰელები მივცეთ 0,035 ოქროდ. ამ დროს კი ბიუჯეტი არ შემცირდება და არც მწარმოებელი ან მოწმოდებელი არ იზარალებს. ყველაზე მაგარი კი იქნება, ის რომ მებრძოლებს ჰელი ექნებათ 0,035 ოქროდ.
მაგალითი 2
დღეს გრიმიშამ მთავრობას თავისი 20 000 ჰელი უნდა მიყიდოს 140 000 ლარად. გრიმიშასთვის 140000 ლარი უდრის 840 ოქროს, ასე რომ მას შეუძლია ძველებურად თავისუფლად გადაიხადოს ხელფასები, ხოლო მომავალი პერიოდის განმავლობაში თავისი ჰელები ყიდოს უცხოელებზე ძვირად ან უბრალოდ მთავრობას ისევ მიაწოდოს ჰელები და აღებული ლარი დადოს მონეტარიზე 0,006 კურსით და ამოიღოს ის ფული, რაც მას 0,042 ოქროს ტოლფას შემოსავალს მისცემდა.
პროგრამა
- ახალი შესაძლებლობები -
რა უპირატესობა აქვს პროექტს?
1. პროექტის საშუალებით მთავრობა შეძლებს 0,7 ოქროთ უკვე ფაქტიურად სუბსიდირებული ჰელი ან გემი იყიდოს ქართველი მწარმოებლისგან ან მომწოდებლისგან. ხოლო მებრძოლებს ძალიან იაფი ჰელი მივაწოდოთ, რაც ორმაგად გაზრდის მათგან ბრძოლის სურვილს.
2. პროექტი დაგვაზოგინებს დემიჯს.
პროექტის საშუალებით ჩვენ შევძლებთ, რომ 0,035 ოქროდ მივცეთ ცნობილ MU-ებს იარაღი და ისინი გაისვრიან ქართველების ნაცვლად, ხოლო ჩვენს ქვეყანას დემიჯი შეენახება კრიზისული მომენტებისთვის.
3. პროექტი მოიტანს მეტ ფულს (1)
პროექტის ფარგლებში შეძენილი იაფი იარაღის გასროლით ამოიღებთ იმაზე მეტ ოქროს ვიდრე აქამდე და შეძლებთ თქვენი თანხების მობილიზებას ბიზნესებისა თუ სხვა პირად პროექტებში დასაბანდებლად.
4. პროექტი მოიტანს მეტ ფულს (2)
მას შემდეგ რაც ომი დასრულდება, მთავრობა შეძლებს თავისუფლად დაიწყოს ვაჭრობა და ბიუჯეტი შეავსოს ვაჭრობიდან მიღებული ფულით, შემდეგ კი ეს ფული გადაანაწილოს მოთამაშეებზე.
მაგალითად: ჩაადგმევინოს Q5 კიტი, ბოლომდე ააწევინოს სავარჯიშო და სხვა.
5. პროექტი გავრცელდება გემზე და სახლებზეც.
იგივე წესით შევძლებთ შევიძინოთ გემისა და სახლების რესურსები.
პროექტში მონაწილეობის წესები:
- ყველა ქართველ მეწარმეს, რომელიც არ არის შავ საქმეებში გარეული და არის ღირსეული მოთამაშე.
- მეწარმეებს, რომლებიც აწარმოებენ 600-ზე მეტ ჰელს ან გემს. ასევე მინიმუმ ერთ სახლის პაკს.
მონაწილეობის სქემა:
- მიწერთ პროექტზე პასუხისმგებელ პირს, რომ გაქვთ პროდუქცია
- შეთანხმების შემდეგ მიიღებთ პროდუქციის ღირებულების ოქროს ნაცვლად ექვივალენტ ლარს.
* შეგახსენებთ, რომ ორ დღეში ჰელის ივენთი დასრულდება და დაიკლებს ფასები, რაც ალბათ კიდევ უფრო გააიაფებს იარაღს.
* პროექტი განხორციელდება რამდენიმე მეწარმის ან სხვა მომწოდებლის ჩართვით, რათა მონეტარულ ბაზარზე შესაძლო საფრთხეები თავიდან იქნას არიდებული.
* დიდ ქართველ მეწარმეებს უპრობლემოდ ექნებათ ლარი და თავიანთ მუშებს ხელფასებს არ დაუგვიანებენ, ასევე სახელმწიფოს დაეხმარებიან მონეტარული ბაზრის კონტროლში.
* არ ვიცი მოიფიქრა თუ არა აქამდე ვინმემ, მაგრამ ვთვლით რომ ეს პროექტი ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს ქვეყანას!
პატივისცემით
საქართველოს მთავრობა
Подржи
TokoEvoZindr0Lucas MagКоментари (22)
GRIZLI mase vyidulobdit chven 2 tvis win maxarasgan iaragebes larebshi da ar mivdiodit wagebashi arqimedesi ra gitxra
Giga
კარგია ახლაც ვიყიდით/გავყიდით
iapi lari raze tavis droze mtavrobam veto daaado
v1 ძალიან მაგარი პროექტი დიდი ბრძოლისკენ!
#მე_მჯერა_ჩემი_ქვეყნის ო7
Evrica
ებიჭო მეც მოგყიდით ხოლმე ვიღაც პორტუგალიელს მივყიდე 15 0000 ჰელი და თქვენ თუ გინდოდათ თქვენ მოგცემდით
Iafi laris momxre var, magram mxolod saxelmwifo kompaniebis da resursebi farglevshi. Sxva mxriv Cudi shedefi iqneba gageqcevat kursi
დახურეთ ეს პროექტი სისულელეა, 4 ოქროდ არ მაძლევდნენ ჰელებს და 3.5ად ვინ მომცემს. მარაგები გვაქო ესაო ისაო, და სად წავიდა ეგ მარაგები? ახალბედებს დაურიგდათ მგონი. ამხელა ძალა მაქ და მე არ შემხვდა არაფერი ამხელა ზიანის დადებას ვაპირებდი.
ეს არ არის იაფი ლარი. ეს არის ლარის კურსით მანიპულაცია. იაფი ლარი სულ სხვა რამეს გულისხმობს. აქ კიდევ ჰელებს ყიდი ჩვეულებრივ ფასში, უბრალოდ ოქროს ნაცვლად ლარს იღებთ.
sagol kaia ♥
მაგარი იდეაა ბიჭებო
my holly alphabet ♥
nice idea
erts vityvi MANTEXas idea iyo ogond marto MUs kapitnebze. rac sheexeba iap lars nebismier manipulacias 0.05 shoris da 0.006 shoris iapi lari qvia. amaze tavis droze grizlim veto daaado axla sxva pormit shemogvtavaza ega da ega.
იაფი ლარი ვინ დაარქვა ბიჭო ნუ გადამრევთ. იაფი ლარის პროგრამა გულისხმობს რომ მუშებისთვის მწარმოებლებს აძლევ ლარს 0,005 კურსით. ანუ მოთამაშეებს აძლევ 0,005 კურსით ლარს. აქ კიდევ 0,006 ოქროს ექვივალენტ ლარს აძლევ მოთამაშეს, რაც რადიკალური რამ არის იაფი ლარისგან.
იაფი ლარი არ უხდება, უფრო ლარის გასაღება მონეტარიზე ნელა იყოდება და :დ
dzalian magaria !
grizli shen ver xvdebi raze gekamatebi me imaze gekamatebi rom sxvisi idea moipare shenit gaasage da asxvas rom qonda masgavsi idea dabloke ega da ega. morto shen mogapiqrda. egaaa tyuili da RAW materialebis proeqtic araa sheni mopiqrebuli.
Meomari grizlis nikia :d
ბოჯოუს, თუ იძახით რომ გრიზლიმ ჩემი იდეა აიღო, მე ამასთან არც პრობლემა მაქვს და არც პრეტენზიები. რობი, მთავარია საქმე კეთდება და პროექტები ინერგება.
ეგრე გრიზლის გუშინაც მივაწოდე იდეები, ჰოდა ვიცი განახორციელებს და არ დაიზარებს. ტყუილად კი არ ჩამაბარა ავთომ რუხი კარდინალის მანტია და მასონთა ლოჟა?! )
kai ra mantexs mase sadgac dajda da aleluia movipiqreo. tqvas mainc me xom vici araaa. shen amaze jer kideb aprilshi mitxari da mashinac gitxari prezidenti ver gadaxarshavs tqo. da arc ekonomika iyo mzad. mtevrobis saxelit mainc daweros yvelapers rom sheveshvat.