Georgian Republic

Yayınlanacağı yer Georgia - Siyasi tartışmalar ve analiz - 18 Nov 2016 02:03 - 3

ႫႰႢႥႠႪႨ ႫႠႢႨႣႠ — ႧႠႥႨႱႳႴႠႪႨ ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭ— ႦႥႨႠႣ ႢႠႫႱႠႾႳႰႣႨႠႱ ႢႠႰႸႤႫႭ ႢႠႤႰႧႨႠႬႤႡႳႪႨ ႮႭႪႨႲႨႩႳႰႨ ႮႠႰႲႨႤႡႨႱ ႡႪႭႩႨ ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႸႨ, ႰႭႫႤႪႫႠႺ ႸႤႠႱႰႳႪႠ ႢႠႣႠႫႼႷႤႲႨ ႰႭႪႨ ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႱ ႣႠႫႭႳႩႨႣႤႡႪႭႡႨႱ ႢႠႫႭႺႾႠႣႤႡႠႸႨ. ႨႷႭ ႫႫႠႰႧႥႤႪႨ ႻႠႪႠ 1990-1991 ႼႪႤႡႸႨ.ႢႠႫႱႠႾႳႰႣႨႠႱ ႢႠႰႣႠႺႥႠႪႤႡႨႱ ႸႤႫႣႤႢ, ႴႠႵႲႭႡႰႨႥႠႣ, ႣႠႨႸႠႪႠ.

                 ႣႠႠႰႱႤႡႠ
1990 ႼႪႨႱ 11-13 ႫႠႰႲႱ ႧႡႨႪႨႱႸႨ, ႴႨႪႠႰႫႭႬႨႨႱ ႣႨႣ ႱႠႩႭႬႺႤႰႲႭ ႣႠႰႡႠႦႸႨ ႹႠႲႠႰႣႠ ႩႭႬႴႤႰႤႬႺႨႠ, ႰႭႫႤႪႦႤႺ ႫႨႼႥႤႳႪႨ ႨႷႭ ႨႫ ႣႰႭႱ ႤႰႭႥႬႳႪ-ႢႠႫႬႫႠႧႠႥႨႱႳႴႪႤႡႤႪ ႫႭႻႰႠႭႡႠႸႨ ႹႠႰႧႳႪႨ ႷႥႤႪႠ ႠႰႠႴႭႰႫႠႪႳႰႨ ႢႠႤႰႧႨႠႬႤႡႠ.
ႩႭႬႴႤႰႤႬႺႨႨႱ ႫႨႦႠႬႨ ႨႷႭ ႱႠႩႭႭႰႣႨႬႠႺႨႭ ႱႠႡႽႭႱ ႸႤႵႫႬႠ. ႫႠႱႸႨ ႳႬႣႠ ႷႭႴႨႪႨႷႭ ႭႰ-ႭႰႨ ႼႠႰႫႭႫႠႣႢႤႬႤႪႨ ႷႭႥႤႪႨ ႮႠႰႲႨႨႣႠႬ ႣႠ ႫႠႱ ႩႭႭႰႣႨႬႠႺႨႠ ႳႬႣႠ ႢႠႤႼႨႠ ႤႰႭႥႬႳႪ-ႢႠႬႫႠႧႠႥႨႱႳႴႪႤႡႤႪႨ ႫႭႻႰႠႭႡႨႱ ႷႥႤႪႠ ႠႵႺႨႨႱႠႧႥႨႱ.ႦႥႨႠႣ ႢႠႫႱႠႾႳႰႣႨႠႫ ႩႭႬႴႤႰႤႬႺႨႠႦႤ ႣႠႰႹႤႬႨႪ ႻႠႪႤႡႱ ႳႼႭႣႠ „ႠႬႲႨႤႰႭႥႬႳႪႨ ႫႭႻႰႠႭႡႠ“ ႣႠ ႣႠႲႭႥႠ ႩႭႬႴႤႰႤႬႺႨႠ. ႮႭႪႨႲႨႩႳႰႫႠ ႭႰႢႠႬႨႦႠႺႨႤႡႫႠ, ႰႭႫႪႤႡႫႠႺ ႣႠႲႭႥႤႱ ႩႭႬႴႤႰႤႬႺႨႠ,ႸႤႫႣႢႭႫ 
ႸႤႵႫႬႤႱ ႮႭႪႨႲႨႩႳႰႨ ႠႪႨႠႬႱႨ „ႫႰႢႥႠႪႨ ႫႠႢႨႣႠ-ႧႠႥႨႱႳႴႠႪႨ ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭ“. ႫႨႱႨ ႫႧႠႥႠႰႨ ႮႭႪႨႲႨႩႳႰႨ ႫႨႦႠႬႨ ႨႷႭ ႿႤႰ ႣႠႫႭႳႩႨႣႤႡႪႭႡႨႱ ႸႤႱႠႾႤႡ ႰႤႴႤႰႤႬႣႳႫႨႱ ႹႠႲႠႰႤႡႠ, ႸႤႫႣႤႢ ႩႨ — ႠႫ ႰႤႴႤႰႤႬႣႳႫႦႤ ႣႠႷႰႣႬႭႡႨႧ ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႱ ႣႠႫႭႳႩႨႣႤႡႪႭႡႨႱ ႠႶႣႢႤႬႨႱ ႣႤႩႪႠႰႠႺႨႨႱ ႫႨႶႤႡႠ.
_______________________________________________
მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო — ზვიად გამსახურდიასგარშემო გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების ბლოკისაქართველოში, რომელმაც შეასრულა გადამწყეტი როლი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში. იყო მმართველი ძალა 1990-1991წლებში. გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად, დაიშალა.

    დაარსება
1990 წლის 11-13 მარტს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც მიწვეული იყო იმ დროს ეროვნულ-გამნმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩართული ყველა არაფორმალური გაერთიანება. კონფერენციის მიზანი იყო საკოორდინაციო საბჭოს შექმნა. მასში უნდა ყოფილიყო ორ-ორი წარმომადგენელი ყოველი პარტიიდან და მას კოორდინაცია უნდა გაეწია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა აქციისათვის.პოზიციებზე შეუთანხმებლობის გამოზვიად გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა დატოვეს კონფერენცია. 
ზვიად გამსახურდიამ კონფერენციაზე დარჩენილ ძალებს უწოდა „ანტიეროვნული მოძრაობა“ და დატოვა კონფერენცია. პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, რომლებმაც დატოვეს კონფერენცია,შემდგომ შექმნეს პოლიტიკური ალიანსი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“. მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებრეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი — ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება.
______________________________________________

Bağış

Yorumlar (3)

ეს რა ენაა სომხურია?
Ara asomtavrulia dzvalqartuli
somxuri egonebat ucxoelebs mianishne