georgia

Yayınlanacağı yer Georgia - Sosyal etkileşim ve eğlence - 15 Feb 2017 07:11 - 0

საქართველო V საუკუნეშიV საუკუნის დასაწყისიდან ირანმა გააქტიურა თავისი დამპყრობლითი პოლიტიკა კავკასიაში. 428 წელს ირანმა მეფობა გააუქმა სომხეთში. ცხადი იყო რომ ანალოგიური ბედი ელოდა საქართველოს და ალბანეთს. ირანის შაჰმა მეტად აგრესიული, რელიგიური პოლიტიკის გატარება დაიწყო. მან განიზრახა ქართლში, სომხეთსა და ალბანეთში მაზდიანობა გაევრცელებინა. ამ ქვეყნების დიდაზნაურები დაიბარეს ირანის შაჰის კარზე. ქართველთა შორის იყო ქვემო ქართლის პიტიახში არშუშა. სამივე ქვეყნის წარმომადგენელს, შაჰმა ქრისტიანობის უარყოფა და მაზდეანობის მიღება მოსთხოვა. ისინი იძულებულები გახდნენ უარი ეთქვათ ქრისტიანობაზე. მათ იმედი ჰქონდათ რომ სამშობლოში დაბრუნებულები კვლავ ქრისტიანობას მიიღებდნენ. შაჰმა უკან გამობრუნებულ დიდაზნაურებს თან გამოაყოლა მოგვები, მათ ევალებოდათ გაევრცელებინათ მაზდიანობა, დაეხურათ ეკლესიები და დაეწყოთ ირანული წეს-ჩვეულებების გავრცელება. შაჰმა თავისთან მძევლები დაიტოვა, რომელთა შორის არშუშა პიტიახშიც იყო. მარტო სომხებს 700 მოგვი გამოაყოლა. ქართლს, სომხეთს და ალბანეთს უდიდესი საფრთხე დაემუქრა, შაჰის ბრძანების შესრულების შემთხვევაში ეს ქვეყნები ირანის პროვინციად იქცეოდნენ. მოგვებმა ჩამოსვლისთანავე აქტიური ქმედება დაიწყეს, ამ ყველაფერს სომხეთსა და ალბანეთში აჯანყებები მოჰყვა. თავიდან აჯანყება წარმატებით მიდიოდა, მაგრამ ირანმა შეძლო მისი ჩახშობა. აჯანყების დამარცხების მიუხედავად შაჰი იძულებული გახდა ამ განზრახვისთვის დროებით ხელი აეღო . ირანელებს მოკავშირეები ჰყავდა ქვეყნის შიგნითაც. ესენი იყვნენ ის დიდაზნაურები, რომლებიც ქართლის განმტკიცება-გაძლიერებაში მოწინააღმდეგენი იყვნენ. ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი ერთ-ერთი მათგანი იყო. 482 წელს მეფის ბრძანებით ვარსქენი მოკლეს. ეს ირანელთა წინააღმდეგ აჯანყება იყო. ირანელებს აუჯანყდნენ სომხებიც, ცნობილი დიდებულის ვარდან მამიკონიანის სარდლობით. მათ უნდა შეერთებოდა ჰუნების და რავების ჯარი. ჰუნებმა პირობა დაარღვიეს და მხოლოდ 300-კაციანი რაზმი გამოგზავნეს. თავიდან აჯანყება წარმატებით მიდიოდა, მაგრამ შემდგომ თავი იჩინა ქართველი და სომეხი დიდებულების ღალატმა. ამასობაში შაჰმა დამატებითი ძალები გამოგზავნა აჯანყებულთა წინააღმდეგ. ვახტანგი იძულებული გახდა უკან დაეხია. მან თავი სომხეთის მთებს შეაფარა. ქართველებისა და სომხების ჯარმა ვახტანგის სარდლობით გადაწყვიტეს გადამწყვეტი ბრძოლა გარდაბნის ველზე გადაეხადათ. ბრძოლის დროს ღალატმა იჩინა თავი. ჯარის ნაწილმა შუა ბრძოლაში მიატოვა მეფე. ირანელებმა გაიმარჯვეს.484 წელს ქართლში ირანელთა ახალი ჯარი შემოვიდა, ჯარის სარდალს ნაბრძანები ჰქონდა ვარტანგ გორგასალი ან დაეპატიმრებინა ან მოეკლა. ირანის სარდალს მალე ეახლნენ მოღალატე აზნაურები. შექმნილი მძიმე ვითარების გამო ვახტანგი იძულებული შეიქმნა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო. ვახტანგი გარკვეული ხნით იყო დასავლეთ საქართველში და შემდეგ კვლავ დაბრუნდა ქართლში. ახალი ძალით განახლდა ბრძოლა ირანელთა წინააღმდეგ. თავისი უკანასკნელი ბრძოლა მეფემ სამგორის ველზე გადაიხადა. ბრძოლის დროს როდესაც ვახტანგმა ხელი ასწია, რათა მახვილი დაეკრა მტრისთვის, მას საკუთარმა მონადყოფილმა ისარი სტყორცნა იღლიაში. მეფეს იღლიაში ჯაჭვის პერანგი გარღვეული ჰქონდა, მონადყოფილმა ეს ყველაფერი იცოდა და სასიკვდილოდ დაჭრა მეფე. ვახტანგ გორგასალი სასწრაფოდ მიიყვანეს უჯარმის ციხეში. მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. ვახტანგი უჯარმაში გარდაიცვალა. ვახტანგი სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს.

Bağış

Yorumlar (0)