GEORGIAN SPORT

刊登在 Georgia - 社交娛樂 - 20 Jul 2016 07:05 - 0

რამდენიმე თვის წინ ვწერდით, რომ საქართველოს ნაკრების მომავლისთვის წყნარი ოკეანის ტურნეს და 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს დიდი
მნიშვნელობა ექნებოდა და ჩვენი მოსაზრება სრულად დაემთხვა ბრიტანული
გამოცემა Therugbypaper-ის პოზიციას.


„საქართველოს ნაკრები წყნარი ოკეანის ტურნედან თბილისში ორი მოგებით და ერთი ფრით დაბრუნდა. ამ შედეგის გამო მან დამსახურებული შექება დაიმსახურა
და პირველად ისტორიაში, მსოფლიოს რეიტინგში მე-11 პოზიციამდე დაწინაურდა.


მსოფლიო თასზე ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ, სახლისგან შორს მიღწეული შედეგი კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია მსოფლიო რაგბიზე ზეწოლის კუთხით, რათა
მოხდეს მათი ჩართვა კომერციულ ტურნირ ექვს ერში. მსოფლიო რაგბის
მმართველები ვალდებულნი არიან რაგბის ზრდას ხელი შეუწყონ. უკვე ძალიან
ბევრი ადამიანი სამართლიანად კითხულობს, რატომ არ არსებობს ამდენ ხანს ექვს ერში გავარდნა-ასვლის სისტემა. ევროპის უძლიერეს ტურნირში კონკურენციის საფუძველზე საუკეთესონი უნდა თამაშობდნენ და არა თვითდაჯერებული ელიტის
წარმომადგენლები.


საქართველოს ნაკრების უპირატესობაა ის, რომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს დაცვაში თამაში და ეს სამივე შეხვედრაში გამოჩნდა. სამოას საპასუხო დარტყმა
9:16 ჩამორჩენის შემდეგ გიორგი თხილაიშვილის ლელოთი მიაყენეს და საბოლოოდ
მატჩი 19:19 დაასრულეს, ტონგასთან ფიზმომზადების საუცხოო მაგალითი აჩვენეს
და გაწითლებულ დროზე დავით კაჭარავას ლელო ვიხილეთ, მეორე ამ შეხვედრაში
და გუნდი, რომელსაც მსოფლიო თასზეც სძლიეს, ამჯერად 23:20 დაამარცხეს. და
ბოლოს, ძლიერად შეთამაშებულმა დაცვამ არა მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება
მოუპოვა ფიჯისთან - 14:3, არამედ საქართველო გახდა პირველი გუნდი
უკანასკნელ ხუთ წელიწადში, რომელმაც ფიჯელებისგან ლელო არ გაუშვა





ყოველგვარი ჭოჭმანის და ადმინისტრაციული თავსატეხების გარეშე, ახლავე შეიძლება 20-წლამდელთა ექვს ერში საქართველოს ჩართვა. „მსოფლიო რაგბიმ“
უნდა მოახდინოს მოვლენების ფორსირება და თუ ექვსი ერსაც სურს საკუთარი
პროდუქტის გაუმჯობესება, ქართული რაგბის წარმატება აუცილებლად უნდა
გაითვალისწინოს“.

贊助

評論 (0)