刊登在 Georgia - 社交娛樂 - 21 Jan 2016 10:40 - 9
კარგი იქნებოდა უფრო ლამაზ სათაურს თუ შევურჩევდი, მაგრამ კონკურსის წესებს ვერ გადავახტები.
არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი აღტაცება ქართველი ერისადმი, თაყვანს ვცემ საქართველოს და მწამს, რომ ესაა დიადი ქვეყანა, სადაც დიდი ერი ცხოვრობს.
სიუზან ეიზენჰაუერი
პრეზიდენტ დ. ეიზენჰაუერის შვილიშვილი
მეოცე საუკუნის უკანასკნელი ათწლეული ყველაზე რთული და წინააღმდეგობით აღსავსე პერიოდია ქართული ისტორიისა. ამ პერიოდში გააქტიურებულმა ეროვნულმა და დემოკრატიულმა მოძრაობებმა წერტილი დაუსვა საბჭოთა იმპერიის არსებობას.
1990 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩატარებული მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ, ქვეყნის სათავეში, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მოსულმა ახალი თაობის შეუპოვარმა ბრძოლამ, ზვიად გამსახურდიას თაოსნობით შედეგი გამოიღო. ქვეყნის სათავეში მოვიდა ეროვნული ხელისუფლება, რომელმაც დაიწყო დამოუკიდებელი ქვეყნის შესატყვისი ეროვნულ-დემოკრატიული რეფორმების განხორციელება.
დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის ფენომენმა განაპირობა საქართველოს მოსახლეობის არნახული აქტივობა და კონსოლიდაცია ეროვნული ძალების გარშემო. თუმცა, ეროვნული ძალებისათვის ხელისუფლების სათავეში მოსვლა ერთგვარად მოულოდნელიც იყო. ზვიად გამსახურდია და მისი თანამოაზრენი ამას არც მალავდნენ. ამიტომაც, არჩევნების შემდეგ განვლილი პერიოდი ურთულესი და უძნელესი გამოცდა აღმოჩნდა ხელისუფლებისა და ხალხისათვის. ხელისუფლებას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცება დაკავშირებული იქნებოდა მრავალ დაბრკოლებასთან, ღია და ფარულ წინააღმდეგობებთან ქვეყნის შიგნით და გარეთ. ამასთან ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს მოსახლეობა აქტიურად არ უჭერდა მხარს ახალ ხელისუფლებას. 1991 წლის 31 მარტს ჩატარებულმა რეფერენდუმის შედეგებმა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს ეხებოდა, ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობა აქტიურად უჭერდა მხარს ახალ ხელისუფლებას და იზიარებდა მის კურსს. ხელისუფლების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გეზი ემთხვეოდა საზოგადოების ინეტერესებს. გარეშე ძალების მიერ გაჩაღებული ანტიქართული კამპანიის მიუხედავად, არაქართული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მზად იყო ქართველ ხალხთან ერთად ეცხოვრა დამოუკიდებელ საქართველოში.ამის მიუხედავად, როგორც უკვე აღვნიშნე, გამსახურდიას მთავრობს არაერთ შიდა და გარე დაბრკოლებასა და წინააღმდეგობასთან მოუწია ბრძოლა საკუთარი ეროვნული მიზნების განხორციელებისათვის.
ჩემი თემის მიზანია, განვსაზღვრო რა სახის გამოწვევებზე მოუწია პასუხის გაცემა გამსახურდიას და მის მთავრობას ერთიანი ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. რომელი ტიპის ნაციონალიზმის შეიძლება მივაკუთვნოთ იმ პერიოდის ქართული ნაციონალიზმი (ეთნიკურს თუ სამოქალაქოს). რა გზები და საშუალებები ესახებოდა მას ერთიანი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისა და ქართველთა ეროვნული ცნობიერების გამოღვიძებისა და განმტკიცებისათვის. როგორი იყო მისი დამოკიდებულება საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისადმი. როგორი იყო მისი საგარეო-პოლიტიკური კურსი და ა.შ.
ზვიად გამსახურდიას ხშირად მიიჩნევენ დავით აღმაშენებლისა და დიდი ილიას გზის გამგრძელებლად. განსაკუთრებით, თვალსაჩინოა მისი კავშირები ილია ჭავჭავაძის მიერ გატარებულ ეროვნულ პოლიტიკასთან, მის იდეოლოგიასთან, რწმენასთან, პატრიოტიზმთან. როგორ ცდილობდა გამსახურდია საბჭოთა კავშირის დამხობისა და საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და მანამდეც ქართველთა ეროვნული ცნობიერების გამოღვიძებას, გაღრმავებას, მათ თვითგამორკვევას? რა ფაქტორებს უნდა შეესრულებინათ, მისი აზრით, ამ საქმეში დიდი წვლილი?
პირველ ხანებში ზვიად გამსახურდიას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ( ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე) კულტურულ-ეკოლოგიური პრობლემებით იფარგლებოდა
და საზოგადოების „ასამოძრავებლად“ მოხერხებულად იყენებდა ისეთ პრობლემებს, როგორიცაა:ქართული ენის სტატუსი, ტრანსკავკასიის მაგისტრალი, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა,
დავით გარეჯის მონასტრის კომპლექსის გადარჩენის ღონისძიებანი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებული გამოძიების საქმე და სხვა. მოგვიანებით 1988 წლიდან, ეროვნული ძალების მიერ საქართველოს მთავრობის სახლთან მოწყობილი აქციების დროს გამოჩნდა პოლიტიკური ლოზუნგებიც. ამ წლიდან აქტიურად იწყება პოლიტიკური მოძრაობა.
მისი შემდეგი გამონათქვამებიდან „წმინდანი იყო მუდამ იდეალი ჩვენი წინაპრების და ჩვენთვისაც უნდა დარჩეს იდეალად, თუ გვსურს ჩვენი ეროვნული და კულტურული არსებობის შენარჩუნება დღეს, ოკეანის პირისპირ, რომელიც ნთქავს ყოველგვარ ეროვნულ კოლორიტსა და ნიუანსებს. ის ერი კი, რომელიც დაკარგავს რწმენას და კულტურულ უპირატესობას ვერ შეინარჩუნებს მომხდურზე, უთუოდ დამარცხდება"; "მთავარია, გავაღვიძოთ ხალხში ეროვნული თვითშეგნება, განსაკუთრებით, ახალგაზრდობაში. მივცეთ ხალხს ცოდნა ჩვენი ისტორიის, ჩვენი ეროვნული ვინაობის შესახებ, რათა ქართველნი აღარ წამოეგონ უმეცართა და შეგნებულ პროვოკატორთა ანკესზე, რომელთაც მიზნად დაუსახავთ საქართველოს კუთხეებად დაქუცმაცება და მტრისთვის ხელის შეწყობა მის მოსპობასა და ასიმილაციაში", იკვეთება ეთნიკური
ნაციონალიზმისათვის დამახასიათბელი ისეთი ნიშნები, როგორიცაა წინაპრებზე, წარსულზე და ისტორიაზე აქცენტი, რაც ჩვენი ეროვნული და კულტურული არსებობის საწინდარია.
ასევე დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა გამსახურდია ერთიანი ქართული ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესში ქართული კულტურის აღორძინებას, განსაკუთრებით ენისა და მწერლობის.
ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ეწეოდა აქტიურ საგანმანათლებლო და კულტურულ მოღვაწეობას. 1966 წლიდან გარკვეული პერიოდი კითხულობდა ლექციებს თბილისის უნივერსიტეტსა და უცხო ენათა ინსტიტუტში, ამავე წელს გახდა მწერალთა კავშირის წევრი. 1974 წელს უზრუნველყოფდა სოლჟენიცინის წიგნის „არქიპელაგ გულაგის“ და დისიდენტური ნაწარმოებების („სამიზდატ“) არალეგალურად ბეჭდვას და დემოკრატიული მოძრაობის სხვა აქტივისტებთან ერთად ავრცელებს მათ მოსკოვსა და თბილისში, პარალელურად, მერაბ კოსტავასთან ერთად აყალიბებს ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფს. სისტემატურად აწვდის ცნობებს მასობრივი ინფორმაციის დასავლურ საშუალებებს საბჭოური ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის, ქართული ეკლესიისა და ქართული კულტურის შევიწროების თაობაზე.
1976 წელს ზ. გამსახურდია საქართველოში პირველად აყალიბებს ჰელსინკის ჯგუფს და იწყებს არალეგალური პოლიტიკური ჟურნალის „საქართველოს მოამბის“ გამოცემასა და გავრცელებას. ასევე გამოსცემდა სხვა არალეგალურ პერიოდულ გამოცემებს „საქართველო“, „მატიანე“, „ვესტნიკ გრუზიი“ეს გაზეთები სწორედ ეროვნული ცნობიერების გაღვიძებას ისახავდა ქართველ ხალხში და ამ მხრივადაც შეიძლება პარალელის გავლება ილია ჭავჭავაძის ეროვნულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობასთან.
ქართული თვითმყოფადობისა და ეროვნულობის შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ მას ასევე ქართული ენის გადარჩენა ესახებოდა. "ჩვენი ერისთვის ყველაზე სამარცხვინო ლაქაა ტყვის სყიდვა, რომლის ერთგვარი გაგრძელებაც არის დღეს შვილებისათვის დედა-ენის წართმევა და მათი მიბარება რუსულ სკოლებში. ორივე მოვლენას ანგარება და კარიერიზმი უდევს საფუძვლად. თუ ძველად დედა-სამშობლოს სწყვეტდნენ ყმაწვილებს, დღეს სწყვეტენ დედა-ენას, სულს უსახიჩრებენ, ფსიქიკას უცვლიან. განა ეს ნაკლები ბოროტებაა?"
დედა-ენასა და განათლებასთან ერთად, გამსახურდიას ქართული ნაციონალიზმისათვის დამახასიათებელია მისი დამოკიდებულება რელიგიისადმი, როგორც ქართული ეროვნულობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი ფაქტორისადმი. "ქართული ეროვნული
ცნობიერება უნდა აღსდგეს ქრისტიანული რწმენისა და ქართული ეროვნული იდეოლოგიის აღორძინებითა და პროპაგანდით, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის აქტივიზაციით, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ხელისუფლების აღდგენით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგველის ეროვნული გადაგვარება და კატასტროფა".მისი და მერაბ კოსტავას დისიდენტობა (სხვა ქვეყნის მოღვაწეთაგან განსხვავებით)სწორედ იმითაა სპეციფიკური, რომ გამომდინარეობს არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან, არამედ ქრისტიანული ცნობიერებიდან. 80-იანი წლების ქართული ეროვნული მოძრაობა არა ქუჩაში, არამედ სწორედ ეკლესიაში დაიწყო, როცა მთავარი შესაკრებელი თბილისის სიონის ტაძარი გახდა, ხოლო პირველი ორგანიზებული მიტინგიც 1988 წლის 22 სექტემბერს
საეკლესიო სიწმინდეთა, კულტურის ძეგლთა (კერძოდ, დავით-გარეჯის) დაცვას მიეძღვნა.
ზვიადსა და მერაბს კარგად ჰქონდათ გააზრებული, რომ სწორედ ეკლესიაა ისტორიულად ქართული კულტურის, ქართული თვითშეგნების ბურჯი და განმსაზღვრელი ერის სახელმწიფოებრიობისა.
ეროვნული თვითგამორკვევასა და ერთიანი ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას გამსახურდიამ ხელი შეუწყო იმ მხრივაც, რომ 1990 წელს, როდესაც ის ერთხმად აირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ, მან მიიღო საქართველოს რესპუბლიკის კანონები:
1) საქართველოს რესპუბლიკის სახელწოდების შეცვლის შესახებ (ამიერიდან ჩვენს ქვეყანას საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მაგივრად ეწოდებოდა საქართველოს რესპუბლიკა)
2) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ
3) საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნის შესახებ
დროშაც, გერბიც და ჰიმნიც წარმოადგენდა ეროვნული თვითგამორკვევის სიმბოლოს.
სახელმწიფოს ხელმძღვანელის პოსტზე ზვიადს მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მემკვიდრეობა ერგო. უმთავრესი პრობლემა საქართველოს მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების პოზიცია იყო (ისინი მოსახლეობის დაახ. 30%-ს შეადგენდნენ).
მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობათა ჯგუფების ერთი ნაწილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში დემოკრატიის აღდგენაში, 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებში 245 ადგილიდან მათ
მხოლოდ 9 ერგოთ. ეროვნულ უმცირესობათა საკითხი მწვავედ იდგა საქართველოს დამოუკიდებლობამდეც, რასაც სერიოზული ეთნიკური წინააღმდეგობები მოყვა 1989 წელს აფხაზეთში. ამას ამწვავებდა ის ფაქტიც, რომ გამსახურდიას მომხრეთა ერთი ნაწილის საარჩევნო კამპანიის დევიზი იყო "საქართველო ქართველებისთვის".
ხშირად გამსახურდიას მისი ოპონენტები ეთნიკური უმცირესობებისადმი გატარებული პოლიტიკის გამო უწოდებენ შოვინისტს, ფაშისტს, ნაცისტს, მაგრამ იყო თუ არა რეალურად ის ასეთი და რა მიზანს ემსახურებოდა სინამდვილეში მის მიერ გატარებული პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობებისადმი?
საინტერესოა, თავად მისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, "ნაციზმი და შოვინიზმი მხოლოდ დიდ ერებს ახასიათებთ, რომელთაც აქვთ ექსპანსიისაკენ დიდი მიდრეკილება. მცირე ერის ნაციონალიზმი კი არავის უქმნის საფრთხეს. იგი იცავს მარტოოდენ საკუთარ არსებობას და თვითმყოფადობას".
სტივენ ჯონსი წიგნში „საქართველო - პოლიტიკური ისტორია
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ ყურადღებას ამახვილებს ამ საკითხზე. იგი გამსახურდიას ექსტაზურ ნაციონალისტს
უწოდებს და წერს, რომ გამსახურდია იცავდა კულტურული ასიმილაციის მოდელს. ის მიიჩნევდა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივ გადარჩენას შიდა მტრებთან ერთად გარე მტრებიც უქმნიდნენ საფრთხეს.
1991 წელს იგი 87%-ით პრეზიდენტად აირჩიეს. მისი პოპულარობა განპირობებული იყო იმ წარმოდგენებითა და შეშფოთებით, რომელიც გამოძახილს პოულობდა ქართველებში-საქართველოს დაშლის საფრთხე და ქართველების დემოგრაფიული კლებისა და მორალური დაცემის შეგრძნება. როცა სახელმწიფოს აღარ შეეძლო ფიზიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების შენარჩუნება, ეროვნული სოლიდარობა ერთადერთი გამოსავალი იყო. ამ გარემოებებში, ძნელი წარმოსადგენია, რომ თუნდაც „სამოქალაქო“ ევროპული სახელმწიფოები დაგმობდნენ პოლიტიკური ამბიციითა და შიშით მართულ ნაციონალისტურ, საბრძოლო მოწოდებებს.
1989-1992 წლების ქართულ ნაციონალიზმს თუ ყურადღებით განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ის არც ლატენტური ეთნიკური სიძულვილის გამოღვიძება იყო და არც აგრესიული პოლიტიკური კულტურის გამოხატვა. ეს უფრო სახელმწიფოს კოლაფსით გამოწვეულ, განსაკუთრებულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ფიზიკურ დაუცველობასა და უსაფრთხოების განცდაზე იყო დამოკიდებული.
გამსახურდია მხოლოდ ეთნიკური წარმომავლობის გამო, ხელს უწყობდა მასწავლებლების, გლეხებისა და მეცნიერების შევიწროებას გორში, ბოლნისსა და თბილისში. თუმცა, ყველა ეროვნული
ჯგუფი ერთნაირად ცუდი ან მიუღებელი არ იყო მისთვის. თუკი ისინი ქართული კულტურის უზენაესობას აღიარებდნენ, მათ სიამოვნებით "გააწევრიანებდნენ" სახელმწიფოში. მან საქართველოდან გაძევებული მუსლიმანი მესხებიც მიიწვია თავიანთ სამშობლოში, სამხრეთ საქართველოში დასასახლებლად, მაგრამ იმ პირობით, თუ ქართველებად დარეგისტრირდებოდნენ. ასეთია ჯონსის შეხედულება, ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც თავადაც ვიზიარებ.
რაც შეეხება იმ პერიოდის საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსს.
ზვიადი მიზნად ისახავდა კეთილმოსურნე ურთიერთობის დამყარებას ყველა ქვეყანასთან.მას სურდა ისეთივე საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სისტემის შექმნა, როგორიც დასავლეთში იყო, მაგრამ იგი ქართული ცნობიერებისა და ისტორიული ტრადიციის „ხეზე უნდა დაემყნო“, ეს კი საკმაოდ რთული ამოცანა იყო. საქართველო უნდა ყოფილიყო მედიატორი ევროპასა და აზიას, ქრისტიანულ და მუსულმანურ სამყაროს შორის. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ტელევიზიისადმი გაგზავნილ ღია წერილშიც საუბრობს „დასავლეთის კულტურა, ცივილიზაცია, ხელოვნება, პოლიტიკური ნააზრევი, ფილოსოფია, სოციალური და სამართლებრივი სისტემები უაღრესად ახლოა ჩვენთვის, რომ ჩვენი თვალსაზრისით, ამის ათვისება და გათავისება დასავლური, ღია დემოკრატიული საზოგადოების აშენება არის დასავლური ორიენტაცია და არა სხვა რამ. ასევე უნდა ავითვისოთ ყოველივე საუკეთესო აღმოსავლურ და საერთოდ მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაში. ჩვენი მსოფლიო ისტორიული მისია ამ ორი სამყაროს სინთეზში მდგომარეობს და ეს სინთეზი იყო ოდითგანვე იბერიულ-კავკასიური სამყარო, მისი ტრადიციები, მისი სულიერი კულტურული ყოფა, მისი ცხოვრების ფილოსოფია. ... თუ ქართველებად დავრჩებით და თანაც ვეზიარებით ამ ერების კულტურებს, გავაფართოებთ და გავამდიდრებთ ჩვენს სამყაროს, გავხდებით ნამდვილი მოქალაქენი.“
ამდენად, კარგად ჩანს თუ რა საფუძვლებს ემყარებოდა ზვიად გამსახურდიას პერიოდის ქართული ნაციონალიზმი.ქართულ ენას,
ქრისტიანულ სარწმუნოებას, ისტორიას, ეროვნულობის სინბოლოებს (დროში, ჰიმნი, გერბი) და ა.შ. არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა მისი ჩამოყალიბების პროცესში. გამსახურდიას დამოკიდებულება და გატარებეული პოლიტიკა კი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისადმი სრულიადაც არ იყო შოვინისტური, ნაცისტური, პირადი სიძულვილით განპირობებული ამ ხალხებისადმი, არამედ ეს იყო გარკვეული პოლიტიკური გათვლა, რომელსაც, პირველ რიგში, უნდა უზრუნველეყო ქვეყნისა და ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენა. რაც შეეხება, იმ პერიოდის საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსს, როგორც ქართული ნაციონალიზმის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ფაქტორს, იგი არ იყო წმინდა სახით, არც დასავლური და არც აღმოსავლური, არამედ კავკასიური.
贊助
nikuralegasilegasixaxvixaxvixaxvi評論 (9)
ყოჩაღ კარგი ნამუშევარია !
28 142
Слатко Православље !
Interesting scrypt
Thanks all ♦♥♥♥
Sun for sub http://www.erevollution.com/en/article/1131
I need VOTEs
http://www.erevollution.com/en/newspaper/643 s4s
http://www.erevollution.com/en/newspaper/452 sub my
მე დავწერე და ვერ დავდე