Meet Joe Black

刊登在 Georgia - 軍事分析 - 21 Nov 2016 08:39 - 15

    ესეიგი მეც მინდა შევეხო საქართველო - უკრაინის თემას და სანამ უშუალოდ ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე გადავალ, მინდა უბრალოდ, ცნობისთვის, მოკლედ დავწერო საქართველოსა და უკრაინის ურთერთობები და ზოგადი პოზიციები თამაშის დაწყების დღიდან.

   თამაშიშ შექმნის დღიდან უკრაინა ერთერთი უძლიერესი ქვეყანა იყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1-2 ქვეყანასთან ერთად მართავდნენ მსოფლიოს, ჩვენც საკმაოდ ძლიერები ვიყავით თუმცა არა მაგათი დონის. ალბათ რეალური ცხოვრებიდან , ასევე ერეპის გავლენიდან და სხვადასხვა მიზეზების გამო ჩვენ და უკრაინას თავიდნავე განსაკუთრებით მეგობრული ურთერთობა გვქონდა, ვიყავით ერთ ალიანსში ეაგლეში , რომელიც მალევე დაიშალა და ჩვენი გზები (ალიანსების მიხედვით) გაიყო. უკრაინა აღმოჩნდა დომინანტ ალიანს ტრს ში, ჩვენ კი საწინააღმდეგო მხარეს, ამის მიუხედავად ჩვენს მეგობრობას საფრთხე არ დამუქრებია. როდესაც გვქონდა ომები ტრს ძლიერ წევრებთან, უნგრეთთან და ხორვატიასთან, უკრაინამ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც 100 % იანი გარანტია იყო იმისა რომ, ჩვენ არ გავქრებოდით (თუმცა ამასთან ახლოსაც არ მისულა საქმე), მოკლედ ამ საქციელით უკრაინამ დაანახა მსოფლიოს, რომ ჩვენთან მეგობრობის შეწყვეტას არ აპირებდა თუნდაც ყველაზე ძლიერი ალიანსის გამო. გავიდა დრო, უკრაინა ყოველთვის გულწრფელად ცდილობდა თამაშში ბალანსის დაცვას და ეს ძალიან დასაფასებელია, ამ მიზეზით და ჩვენს გამო მათ დატოვეს ტრს და გადაწყვიტეს შეექმნათ ახალი ალიანსი ჩვენთან ერთად, ასევე ალიანსის დატოვებისას მალევე გამოუცხადეს ომი იაპონიას, რომელიც უკრაინასთან ერთად მსოფლიოს ერთ ერთი ლიდერი ქვეყანა იყო. ეს ყველაფერი რაც მოვყევი ყველას გვიღვიძებს უკრაინის მიმართ მადლიერების გრძნობას.  ახლა კი უარყოფით მხარეებზეც გადავიდეთ.
    უკრაინა - იაპონიის ომი უკრაინის სასარგებლოდ მიმდინარეობდა, ჩვენც საკმაოდ დიდ დახმარებას ვუწევდით, მათმა ომმა პიკს მიაღწია, უკრაინა ცდილობდა იაპონიის დედაქალაქის აღებას და ჰოსპიტალის დანგრევას, რასაც ვერ ახერხებდა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო იაპონია წამოიწია და უკვე აქეთ უგებდა ბრძოლებს უკრაინას, ამის გამო გადავწყვიტეთ უკრაინის დახმარება და იაპონიას გამოვუცხადეთ ომი, ზუსტად ამ დროს გასდიოდა ვადა ჩვენსა და ირანის ნაპს, ირანი 3 თვე დასვენებული იყო და დიდი რესურსი ჰქონდა, მათ ძალიან მეგობრული ურთერთობა ჰქონდათ იაპონიასთან და ვიცოდით ჩვენს მიერ გამოცხადებულ ომს რაც მოჰყვებოდა. ასეც მოხდა ირანმა ომი გამოგვიცხადა , რომელი ომიც არა დამღუპველად, მაგრამ მათ სასარგებლოდ დასრულდა. ამ მონაყოლში უკრაინას ცუდი არაფერი ჩაუდენია, თუმცა ზუსტად ამ ომების პარალელურად კულისებში რაღაც ხდებოდა სადაც უკრაინამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა.
    როდესაც უკრაინამ ტრს დატოვა, მაშინვე დავიწყეთ ახალი ალიანსის შექმნა (ეკლიპსის). ჩვენ უკრაინისგან მოვისმინეთ, რომ ალიანსში იქნებოდნენ ბელორისა, უკრაინა, საქართველო, ლიტვა, ლატვია. ამის შემდეგ ვუთხარით რომ ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეტოვებინა ისეთი მეგობრები რომლებიც იყვნენ, თურქეთი, საფრანგეთი და საბერძნეთი, რომლებთან ერთადაც ვიბრძოდით თამაშის დაწყების დღიდან, მათი პასუხი ასეთი იყო: ჩვენც გვინდა მაგ ქვეყნებთან მეგობრობა, მაგრამ არ გვინდა ტრს დან გამოსვლის შემდეგ მალევე დომინანტი ალიანსის შექმნა, შევქნათ ეკლიპსი, გავიდეს 2 კვირა და ისინი შემოგვიერთდებიან როგორც ოფიციალური წევრები. ჩვენც დავთანხმდით. გავიდა ორი კვირა, დავაყენეთ საკითხი რომ ჩვენი მეგობრები ჩვენს ალიანსში შემოსულიყვნენ, უკრაინამ გვითხრა , რომ ჯერ კიდევ არ უნდოდათ მათი შემოერთება, გავგვეკეთებინა მათთან საერთო ჩათი და გვემოქმედა როგორც ერთი ალიანსი, ოფიციალურად შემოერთებისთვის კი კიდევ ცოტა ხანი მოგვეცადა. გავიდა ცოტა ხანი, გავიდა დიდი ხანი, ჩვენ, თურქეთთან, საფრანგეთთან და საბერძნეთთან ერთად ვცდილობდით ყველა ქვეყანა ოფიციალურად გაერთიანებულიყო ალიანსში, უკრაინა კი უარს ამბობდა, ბევრი წვალების, მცდელობის და უკრაინის მიერ საბოლოო უარის შემდეგ ამ სამმა ქვეყანამ გადაწყვიტა ახალ ალიანსზე ზრუნვა, რადგან ისინი განიცდიდნენ დიდ ზეწოლას ტრს ს მხრიდან. მათ შექმნეს ალიანსი სადაც გაწევრიანდნენ მაშIნდელი ჩვენი მტრები იაპონია და ირანი (მდპ). მე ვიყავი მაშინ პრეზიდენტი, ეს ფაქტი რა თქმა უნდა არ მომეწონა, მაგრამ ვგრძნობდი რომ საკმარისად მომთხოვნი ვერ ვიქნებოდით, რადგან სწორედ ჩვენი უარის შემდეგ გადაწყვიტეს ალიანსის შექმნა და ბუნებრივია მათი სურვილი იყო მათ ალიანსს შესძლებოდა მოწინააღმდეგესთან გამკლავება. ამ დროს მიმდინარეობდა უკრაინა- იაპონიის ომი, აღმოვჩნდით საწინააღმდეგო ალიანსებში, ამის თაობაზე მდპ მ ქართველებს გვითხრა , არ გადახვიდეთ მტრის ბანაკში ჩვენ ეს ალიანსი შევქმენით ტრს ს (სერბეთი, ხორვატია, უნგრეთი . . . ) გასანადგურებლად, მოვაგვარებთ ჩVენს ომებს მშვიდობიანად და ჩვენ ჩVენს საქმეს მივხედავთო, მაგრამ უკრაინამ იმავე დღეს გააფორმა მპპ ყველა მდპს მტერ ქვეყანასთან, მალევე მათ დატოვეს ეკლიპსი. ამის შემდეგ უკრაინა აღარავის უნახავს.


     ახლა რაც შეეხება უახლეს მოვლენებს, ამ ყველაფერში მე ვხედავ მხოლოდ პირად ამბიციებს, ბავშურ ქმედებებს და გაუზრებლობას რაც კარგს არაფერს მოიტანს. რა მოხდა გუშIნდელ დღეს? ჩვენმა ძLიერმა მოთამაშეებმა (რომლებიც აღარ თვლიან ქართველებად თავს , და მთავრობა ამბობს რომ მათ აღარ შემოუშვებს ) დახარჯეს მთელი რესურსი, სერიოზულად შეილახა ჩვენი იმიჯი ალიანსში, ამხელა შიდა დაპირისპირება ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა და რაც მთავარია უბრალოდ ვეომებით ერთმანეთს, რისი ბრალია ეს? ალბათ ფიქრობთ რომ უკვე იმდენად ძLიერები ვართ სხვების არ უნდა გვეშინოდეს და გავერთოთ, ან ჩვენი სიძლიერის გამო გადაწყვიტეტ ვინმეს რამე ანახოთ, თუ რა ხდება ვერ გავიგე. მე და ნიკას ურთერთობა ოდითგანვე იცით, მე რაც მაქ ქვეყნის მიმართ დამსახურება, ამ ყველაფერს ვერ ვიზამდი, რომ არა ნიკა და ტატო პირველ რიგში, და მერე ყველა სხვა დანარჩენი. მოკლედ ამ ახალგაზრდა ამბიციურ ყმაწვილს დიდ პატივს ვცემ, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელ მინისტრ ავეუნს, მარა ნამდვილად ვერ გავიგე პრობლემა სად არის. გასაგებია უკრაინას უნდა მიწების დაბრუნება, მაგრამ ხომ გაგიგიათ საბანი სადამდეც გწვდება იქამდე დაიფარეო. საქართველო სულ რო შუაზე გაიხეს, ალიანსი დაიკიდოს და უკრაინას დაუდგეს გვერდით რა იქნება ამით? უკრაინა მაინც გაქრება, საქართველო ცუდ დღეში ჩავარდება და კმაყოფილი ვინ დარჩება? ან საიდან მოგაქვთ სიტყვა ღალატი? გაიმართა ბრძოლა ბულგარეთი - უკრაინა, უკრაინამ მოიგო, უკრაინის მოქალაქე ქართველებმა ალბათ 2 მილიარდზე მეტი დადეს, და საქართველოს მოქალაქეებმა 380 მილიონი უკრაინის სასარგებლოდ, და რომელ ლოგიკაზე დაფუძნებით ამბობთ რომ ჩVენ თქვენ გიღალატეთ? თქვენ მემგონი უბრალოდ მტრობის მიზეზს ეძებთ და გინდათ თქვენი თავი არაორდინალურებად წარმოაჩინოთ, ან თვითშეფასების უნარი დაკარგეთ და თურქი მოქალაქეებივით გმირობის სურვილმა შემოგიტიათ. 
     საოცრად გამაღიზიანმა იმ ფაქტმა, რომ ქართველი უკრაინელები იმუქრებიან, რეზინას დაკარგავთო, თქვენ თუ მაგას ეცდებით, ეგ იქნება უკრაინისთვის მეორე ყველაზე დიდი შეცდომა რაც კი დაუშვიათ თამაშის შექმნის დღიდან.
   მე ამ ომში ჯერ ჯერობით მთლიანად ნეიტრალური ვრჩები, ასეთივე არის გამას ხელმძღვანელობის პოზიციაც, რამდენიმე გამას წევრი არ არის ნეიტრალური, ზოგი უკრაინისკენაა ზოგი ბულგარეთისკენ, ზოგიც ნეიტრალურია, ორჯერ ვთქვით უკვე ჩვენს მუში და ბოლოჯერ ვამბობთ, ვინც არ იქნება ნეიტრალური ჩვენი მუს წევრებიდან, დანაყოფს დატოვებს ( სანამ ახალი ბრძანება არ იქნება )

   და ბოლოს გამოსავალი ჯერ კიდევ , ისევ და ისევ დიპლომატიაშია, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ დაივიწყოს პირადი შუღლი და რაც მოხდა ჩაბარდეს წარსულს, უკრაინას კიდე ცოტა გონს მოეგონ და გაიზრონ, რომ ყველა ბრძოლაში 9 მილიარდს ვერ დადებენ და ძალითაც ვერაფერს გახდებიან ამ ეტაპზე, გაიმართოს მოლაპარაკებები ( შერიგების შემდეგ ) და ეცადეთ მოწინააღმდეგე ქვეყნებისგან მიიღოთ მაქსიმუმი ნაპის მეშვეობით. შემდეგ კი იზრუნეთ იმაზე რომ ნაპის დამთავრებამდე ძალით თუ ეკონომიკურად უფრო გაძლიერდეთ, ვინც იცის კიდევ რა შეიცვლება მსოფლიოში.

    გამოსავალი N2. გააძრეთ ფაქტი, ამოვარტყათ ორ ორი ნაპასი და ყველაფერი თვითონ მოგვარდება

贊助

GigaGeorgian WolffMengrelianZE BUNDARollloYamamotoTheKamKo

評論 (15)

+
100%-იანი ხარ ლაშა, ყველაფერში გეთანხმები რაც დაწერე... კარგი იქნება ყველა მხარე, რომელიც ახსენე სტატიაში თუ წაიკითხავს ამას და ოდნავ მაინც დაფიქრდება რას სჩადის!!!
არაა მასეც ლაშა. ხო ხედავ რუკას? რუმინეთი იპერიობას იბრალებს და ნათრევ მოღალატეს მუკრაინის მიწებს ართმევს. რის გამოც მოაკლდა ბონუსი ბულგარეთს და ისე გამოაცხადა ომი არაფერი უთქვია, მაშინ როცა წინა თვეს 1 კვირით ადრე დაიწყო მოლაპარაკებები ნაპის გაგრძელებაზე, ეგ კიარა ნე-ს კანონიც კი არ გავაგზავნინე ნიკას ბულგარეთზე სიტუაცია რომ არ დამეძაბა, სანამ ომი არ გამოაცხადა. მაგრამ რად უნდა თქმა ბულგარეთუს უნდა უკრაინის კიდევ დამატებითი ბონუსები და გზა ბელორუსზე რო საწმელზე 100 პროცენტი აიღოს. რაც შეეხება მუქარებს მიწის წართმევაზე. ეგ მიწა სილვერია უკრაინისაა და კეთილი ნების გამოხატულებისადა გამო მოგაქირავეთ ხოდა თქვენ თუ ომს გამომიცხადებთ და წამშლით, რომელ ქირაზე ლაპარაკობთ? დაემშვიდობებით სილვერიას.
+
უბრალოდ ერთს დავწერ პირველ რიგში უნდა იყოს საქართველოს ინტერესი და შემდეგ ყველა დანარჩენისSmile მალდობა ლაშა ასეთი სტატიისთვისKiss ო7
sheeshvit urtiertmuqarebs martals ambobs lasha. kidev nu gawiravt ukrainas rogorc adre diplomatiit sheidzleba mogvareba manamde aq davrchebi da vibrdzoleb ukrainistvis
საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ დაივიწყოს პირადი შუღლი და რაც მოხდა ჩაბარდეს წარსულს ! + lasha Wink
Vis ras umtkicebt xalxo ras imuqrebit?! Modi daviwyot imit ro qveyana romelic 9 miliards debs tavisuplebistvis ar unda agviqvat rogorc bonusebis wyaro... Rumineti da bulgareti martlebi arian ? Ukve gamarjvebulis poziciidan uyureben ukrainas.... Ragac pontshi nikasic mesmis da mteli ukrainisic rodemde unda iyvnen dapyrobili da uyuron rodis gaezrdeba mada okupants? Ki martalia nervebs arian ayolili mara ro ar ayvnen ra darchebat? An raga aqvt dasakargi? Gaqrebian tore axla yelze ar gadadiodet bonusebi... Tamashia tavis pontshi atrakeben... Chven ro dagvipyron mec avjanydebodi.... Magram meore mxarecaa... Ro ici ro ver gadacurav xo sheidzleba shemouaro? Pirvrl rigshi ukrainam tavisi adgili und anaxos am tamashshi... Yvelaze stabiluri megobari chven vart da ise gamodis ori dzmakaci chxubobs vuyurot ? Texavs ! Erts davudget? Texavs ! .... Modi ra ise gavashvelot 1 da 2 regioni misaqiravebeli tua miaqiravon bolos da bolos da imatmac imyopinon rasac miaqiraveben da dalshe sxvagan edzion bonusi mewveli dzroxa xo araa ukraina.... Mtavrobas movuwodeb.... Shugli da piradi mtroba ki ara mesame mxaris roli itamashos... Da molaparakebis magidastan dasvas orive mxare.... Iqneb saertod chven aliansshi shemovides ukrainac ar gamovricxav.... Rac sheexeva shida ganxetqilebas orive mxare mtyuani xart.... Vinc idzaxis ro ukrainas gavaqrobo.... Imat vekitxebi... Tqven dzmakacs rame ro sheeshalos unda moklat? ... Vinc ukrainis mxares ibrdzola... Erti brdzolistvis kmara... Mesmis emociac shemartebac... Tqven tqven tavtan xart martali magram saxelmwiopostan miqaret... Mokled mtavrobav pativcemulo shearige bavshvebiSmile
+ mamu
პატივი ეცით საკუთარ ქვეყანასSmile თუ ჯერ კიდევ საქართველოს საკუთარ ქვეყნად აღიქვამთ
+
Upativcemulobas sad xedav mengrelian? Me piriqit pativiscemas vxedav.... Icodnen im bichebma ar sheidzleboda saqartvelos droshit ebrdzolat da moqalaqeoba datmes sakutari bindzuri saqmis gasaleteblad... Axlac mtel talaxs imat esvrit saqartvelos ki dzalianac pativisces da supta datoves es tqven igebt zedmet pasuxismgeblobas
Pidbula, mand kidev erti detali iyo, ushualod saqartvelos moqalaqeebma dades 380 milioni, romelic saitze ara, magram erevToolsshi chanda
ready to Die, egec da plius yvela gadasulic icnes, mara daikidet es tema, blackfurym screenebi manaxa gushin vebazre da sheicvala situacia.
romeli meti danashaulia qartuli moqalaqeobit srola da martla qveynis shercxvena tu gadasvla da megobris daxmareba ? vinc gadavida imatma misi vali moixades ukrainis winashe ise ro saqartvelos interesebi da saxeli ar sheubgalavt... tqven kide imat echxubebit roca 380 milionis shemarcxvenel dmg-ze arapers ambobt imito ro ar chans elementarulad... icnes tu ara eg mati problemaa .... me vinc gadavida imat upro vapaseb vinc darcha da ise isrola... elementarulad brdzanebis ardamorchileba urchoba da martl qveynis shercxvena iyo eg da ara is ro gadavidnen da daexmaren ... icodet vis gaubrazdet