Grizzlys Academy

刊登在 Georgia - 政論分析 - 05 Jan 2017 12:53 - 23

http://www.picz.ge/img/s1/1612/8/0/0796836d4e71.png

✘ მოგესალმებით,
ეს არის ჩემი ბოლო სტატია პრეზიდენტის რანგში.
დადგა ის საღამო, როცა მოგითხრობთ ჩვენი მიღწევების შესახებ.

https://www.crossed-flag-pins.com/animated-flag-gif/gifs/Georgia_120-animated-flag-gifs.gif
ეკონომიკა: - 
1. თვის დასაწყისში ქვეყნის ბიუჯეტი რამდენიმე ასეული ოქრო იყო, დანარჩენი კი წარმოადგენდა მონეტარისთვის აღებულ ვალს.
დღეს ქვეყნის ბიუჯეტი ვალების გარდა 7000 ოქროს აღემატება.
2. გადავწყვიტეთ შემოჭერილი ქამრებით გვემართა ქვეყანა, შესაბამისად ჩვენი ხარჯები სფეროების მიხედვით ასე განაწილდა:
- სამხედრო სფერო: 578 ოქრო
- ეკონომიკა: 437,505 ოქრო
- საგარეო ურთიერთობები: 230 ოქრო
- დაბრუნებული სესხი: 1450 ოქრო
3. დავიწყეთ, 1/3 რეფუნდის და 10%/8% company refund-ის პროგრამა. 
4. დავიწყეთ ჩვენი ბაზრის რეკლამა უცხოელებზე.
5. ჩამოვიყვანეთ და მოქალაქეობა დავუდასტურეთ 50-ზე მეტ უცხოელ მწარმოებელს.
6. შეიქმნა ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა სახელმწიფო ელ-ფოსტაზე.
7. გაოთხმაგდა დღიური შემოსავლები, რომელიც დღეში 100-150 ოქროს ფარგლებში მერყეობს.
8. გამრავალფეროვნდა მარკეტი.
9. გაიზარდა ხელფასები.
10. დარეგულირდა მონეტარული ბაზარი.
11. ჩამოყალიბდა და განხორციელების პროცესშია სესხების პროგრამა.
12. მოლაპარაკებების გზით ამოვიღეთ ცნობილი სესხების 95%.

სამხედრო: -
1. ვაწარმოეთ ორი სამხედრო კამპანია: ა) რუსეთის გაქრობის ბ) გრანიტის ბონუსების გაცვლის.
2. შეიცვალა სახელმწიფო MU-ს სახელი და ეწოდა United Georgian Army.
3. ომის დროს სუბსიდირებას ვუკეთებდით იარაღს და შეღავათიან ფასში ვყიდდით მას.
4. დრო და დრო წარმოიშვა ჰელების დეფიციტი, რაც დიდ პრობლემებს გვიქმნიდა. შესაბამისად დავიწყეთ მთელი ქვეყნის მომზადება და ყველა ბრძოლის წინ სრული აღჭურვა ჩვენი მოთამაშეებისა. თუმცა ვთვლით ამ მხრივ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
5. დიდი სამხედრო დახმარება გავუწიეთ ჩვენს მოკავშირეებს. აღვნიშნავ ბრაზილიის ომებს.

განათლება: -
1. დაიწერა სასწავლო სტატიები.
2. პრემიერ-მინისტრის, განათლების მინისტრის და კადეტთა სხვა მესვეურების დახმარებით მთელი ძალები მიიმართა კადეტთა დასახმარებლად.
3. შემოგვიერთდა არაერთი ახალი მოთამაშე.

საგარეო: -
1. ჩვენ დავდეთ გარიგება ირანთან, რომელმაც დიდი პლუსები დაგვიწერა უცხოელების თვალში
2. ყველა მოკავშირე თუ არამოკავშირე ქვეყნებში გავიჩინეთ ჩვენი ლობისტები.
3. გავიჩინეთ ბრაზილიისა და ირანის სახით დიდი მეგობრები.
4. შეიქმნა დაზვერვის სამსახური.
https://www.crossed-flag-pins.com/animated-flag-gif/gifs/Georgia_120-animated-flag-gifs.gif
გასულ თვეს ქვეყნის წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობას ვუხდი

1. Pidbula-ს - საკუთარი რესურსები, ნერვები და ძვირფასი დრო შეალია ეპიკური ბრძოლების მოგებას. ახლა გადავიდა 2 კლიკზე. თავდაუზოგავი შრომით მან ნამდვილად დიდი წარმატება მოუტანა ქვეყანას!
2. Cavea-ს, salamandra123-ს, HasHisHi-სა და bezhuashvil-ს  - კადეტების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მათთან ერთად ყველა შემომწირველს!
3. Sterner Eko Lab - ეკონომიკის განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის!
4. Tsilo-ს წარმატებული საგარეო პოლიტიკური საქმიანობისთვის!
5. Ready to Die-სა და GAMA-ს სამხედრო თვალსაზრისით გაწეული  მნიშვნელოვანი დახმარებისთვის!
6. განსაკუთრებით გამოვყოფ Aravchamotpuri-ს. რომლის ეკონომიკური რჩევები ნამდვილი ნიმესილი აღმოჩნდა ჩვენთვის. მადლობა მას ეკონომიკური სტატიებისთვის, ბაზრის გამრავალფეროვნებასა და დარეგულირებაში შეტანილი წვლილისთვის, სესხების პროგრამის შემუშავებისათვის და სხვ.
8. Mengrelian-ს სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის!
9. Vettel-სა და HasHisHi-ს მთელი თვე, რომ ბბ არ მოგვაკლო.

არ შემიძლია პრეზიდენტი გრიზლის ბოლო სტატიაში არ ვისაუბრო Mukhrani-ს შესახებ. ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომლის რჩევა დარიგებების მიხედვით ვხელმძღვანელობდი მთელი რიგი გადაწყვეტილებების მიღების დროს.
ის არის ნამდვილი პატრიოტი  და მე ჩემს გუნდთან ერთად ამ ერთი თვის წარმატებას ვუმადლო მას, რომ არა მისი სიტყვები შეიძლება ბევრი რამ სხვანაირად გამეკეთებინა და დღევანდელი შედეგი ვერ დაგვედო.

სტატიას ვერ დავასრულებ ისე თუ არ ვისაუბრე რეხვაზე - Kecalkoatli. დღემდე არ ვიცი მისი ნიკი რას ნიშნავს, მაგრამ ის იყო სრულიად უცნობ ადამიანთაგან პირველი, რომელიც გვერდში დამიდგა ეს იყო რჩევების თუ სხვა მხრივ. მან მართლა ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის და მადლობა გიო შენ :*
მახსოვს სამსახურში ომებზე რო ვესაუბრებოდი რეხვას და თანამშრომლები შეჟრიალებულები მიყურებდნენ :დ 

https://www.crossed-flag-pins.com/animated-flag-gif/gifs/Georgia_120-animated-flag-gifs.gif
მივდივარ პრეზიდენტობიდან ჩემო მეგობრებო სუფთა ხელებითა და ამაყი გულით.
თქვენ მთელი თვის განმავლობაში იდექით ჩემს გვერდით და ეს ნამდვილად დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის.
ხოლო მათთვის, ვისაც რაიმე კითხვები რომ არ გაუჩნდეს - ესაა ჩემი ოქრო, თვე ნახევარი რო ვაგროვებ http://prntscr.com/dryg9v
მთელი ბიუჯეტი და ყველა ფინანსური ოპერაცია მეათასედი სიზუსტით კი აღრიცხულია სახელმწიფო მაილზე. რომელსაც ჩაიბარებს ახალი მთავრობა.

ასევე, მინდა აღვნიშნო ერთი დეტალი
დღეს რამდენიმე ადამიანმა, რამის ყელი გამომჭრა სესხი არ დამიმტკიცეო.
ბიუჯეტი 7კ-ია.
მოთხოვნა მეტი,
მე კი ზრდილობიანად ვთხოვე ბედი შემდეგ აპლიკაციაში სცადეთ მეთქი.
მეორე ნაწილი მადლობას მიხდიდა სესხის დამტკიცებისთვის.
ამ ციებ-ცხელებაში კი არავის შეგიმჩნევიათ, რომ ჩემთვის სესხი არ დამიმტკიცებია.
და ვაპირებ, რომ ყველაზე ბოლოს მე ავიღო დარჩენილი ოქროები.
იმედი მაქვს, ამით მაინც დაგიმტკიცებთ, რომ ყველასთვის მინდა სარგებელი და არავისთვის ცუდი.

https://www.crossed-flag-pins.com/animated-flag-gif/gifs/Georgia_120-animated-flag-gifs.gif

ბოლოს მინდა გთხოვოთ, რომ ვიყოთ ერთიანები და ჩვენ ნამდვილად ავაშენებთ
დიდ იმპერიას!
მადლობა თქვენ!
რომ იდექით ჩემი გუნდის გვერდით!
პატივისცემით მე,


贊助

HeLL KnNiGhTCaveaDeath Angel AzrielMengrelianTsilosalamandra123MukhraniGigaSonsOfAnarchydsgkosjgalZE BUNDATheKamKovoozvoozaldoraineCaesarXIInika nika georgia 123Kingdom GuardGeneral PidbulaEReJSSpyOneG V A N G V A L OMushvanKinyashalshleyX2ZuraLegendZuraLegendMando

評論 (23)

1 st o7 warmatebebi
ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბე ჩვენო დიქტატორო o7
luv luv =)
ertiani mushaobis sheedegi yoveltvis amartlebs o7 magarixar tengo
sami warmatebuli prezidenti maxsendeba ert erti gizzlia sagol arc me velodi aset shedegs
ავტირდი Sad
სიმართლე გითხრა თვის დასაწყისში არც მე მეგონა რო რეალურად კარგი პრეზიდენტი იქნებოდი ,არჩევნებზეც ხმა არავისთვის მიმიცია რადგან არც ავეუნის გაპრეზიდენტება მინდოდა. საბოლოო ჯამში ნამდვილად გაოცებული დავრჩი, მაგარი პრეზიდენტი ხარ Laugh ჩემი პრეზიდენტების ტოპ3-ში შედიხარ Laugh 1.ლაშა 2. ავთო და 3. შენ Laugh Delete
madloba grizli
Me yo eltvis memaxsovreba is,rogorc didebuli saqartvelos shemoqmedi gmiri. Shen martla cocxali legenda xar chemtvis da vamayob rom shenistana lideri hyavda qveyanas!
კეცალკოატლი იყო აცტეკების ღმერთი, ფრთოსანი გველი
1 tvea rac aktiurat daviwye tamashi da grizzly sistemis organizirebashi martla 5 ekutvnis. ertaderti minus vityodi rom allyans ver gautraket sakmarisat da magari gasatrakebelia rom ar dagvexmarnenLaugh Laugh isic mesmis tu ratom da rogor magram me piradat magari nervebi momeshal rom simboluri dmgc ki ar dades. da ramodenime qveyanastan migvatoves. madloba rom esaqartvelos dro shewire da ganvitarebashi didi gvawli sheitane. kai gundi gyavda da yvela ministr madloba rom am 1 tvis mandzilze daugalavat shromobdit da yvela im adamians vinc geverdshi dagidga.
თენგო ჩემ თვალში ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული პრეზიდენტი იყავი! მართლა არ ველოდი, იმის გამო რომ ასეთი კარგი პრეზიდენტი იყავი მეც დიდი სიამოვნებით ვმუშაობდი შენთან ერთად და ყოველთვის გამიხარდება შენთან ერთად მუშაობა!
თენგო მეცკი ვერ ვიჯერებ რომ ამდენი რამის გაკეთება ერთ თვეში შეძელი... მარტო საქმეზეც არ არის, თვითონ ისეთი ბიჭი ხარ, მოწესრიგებული, პატიოსანი, დინჯი და საღად მოაზროვნე, რომ სიამოვნებით დავთანხმდებოდი შენს სამუდამო პრეზიდენტობას Laugh
kargi xar tengoi kargi :3 :3 (dagayaregulebi)
გაამართლე ჩემი და ხალხის იმედები! თიქტატორო! :დ კარგი კაცი რომ ხარ მაგის ყოველთვის მჯეროდა ! marTalia sesxi ar damimtkicda magram sul ar mwydeba guli Laugh chemit vizav yoveltvis ase iyo xolme.
Laugh ეგი ყოფილა ქრისტე ღმერტი :დ არა,მართლა ბევრი რამ შეძლო 30 დღის მანძილზე, დასაფასებელია ნამდვილად! მადლობა თენგიზ! იმედი მაქ შემდეგი მთავრობა კურს გააძელებს
vaaax... wavikitxe statia vkitxulob komentarebs da vamayob ^_^
o7
გილოცავ კარგ პრეზიდენტობას! o7
ყოველთვის მქონდა შენი იმედი გელა ექიმო :დ :დ o7
o7 namdvilad girseulad gaudzexi kvekanas, didi + shen da shens gunds, sg o/
o7
o7